ციპროდექსი 500 – CIPRODEX 500

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ციპროფლოქსაცინი /ciprofloxacin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება
შემადგენლობა:
თითოეული  გარსით  დაფარული  ტაბლეტი  შეიცავს:
ციპროფლოქსაცინის  ჰიდროქლორიდი  ბრ.ფ.,
500 მგ  ციპროფლოქსაცინის  ექვივალენტური  შემავსებლები  საკმარისი  რაოდენობით
ფერი: ტიტანის  დიოქსიდი
ფარმაკოლოგიური  თვისებები:
პრეპარატს  ახასიათებს  სწრაფი  ანტიმიკრობული  მოქმედება  ბაქტერიული  მიკროორგანიზმების  დნმ-ის  როგორც  A ისე  B  ფრაქციის  ინჰიბირებით.  იგი  აქტიურია  გრამ-უარყოფითი  და გრამ-დადებითი  ფართო  სპექტრის    პათოგენების  მიმართ. მაღალეფექტურია გონოკოკებისა   და  თითქმის  ყველა  პათოგენის  მიმართ,რომელიც  საშარდე  გზების  ინფექციებს  იწვევს.  ეფექტურია enterobaqteriaceae,  staphylococci-ს მიმართ, მეტიცილინის  მიმართ  რეზისტენტული  შტამების  ჩათვლით.ნაკლებ  ეფექტურია  ps. aeruqinosa-ს  და   strptococci-ს  უმრავლესი შტამის  მიმართ. თითქმის  არაეფექტურია  ანაერობული  ბაქტერიების  წინააღმდეგ.
ფარმაკოკინეტიკა: კუჭ-ნაწლავიდან  სწრაფად  შეიწოვება.  Cmax  შეადგენს 1,5-2,0  მგ/ლ,
ხოლო   Tmax  დაახლოებით  60-75   წუთს.  ფართო  განაწილება ახასიათებს  ორგანიზმის ყველა  სითხესა და ქსოვილში  ცერებროსპინალური  სითხის  გარდა.
მეტაბოლიზდება  ღვიძლში  და  ძირითადად  თირკმელებით  გამოიყოფა. ნახევარგამოყოფის  პერიოდი  დაახლოებით  4  საათია. აღწევს  ნაყოფის  სისხლში  და ლაქტაციისას  გამოიყოფა  დედის  რძეში.
ჩვენება:
სასუნთქი  ტრაქტის  ინფექციები, კისტოზური  ფიბროზის  ჩათვლით:   საშარდე  ტრაქტის  ინფექციები. გონორეა; კანის  ინფექციები, ძვლების  და რბილი ქსოვილების  ინფექციები;  მუცლის  ტიფი; ნეიტროპენიით  დაავადებულ  ავადმყოფებში  ინფექციის პროფილაქტიკა.
დოზირება: პეროლალურად  250-750  მგ  2-ჯერ  დღეში.  (ბავშვებში  გამოყენება  რეკომენდებული  არ  არის, თუმცა  უკიდურესი  აუცილებლობის  შემთხვევაში,  მძიმე  ინფექციებისას:  5-10 მგ/კგ/  დღეშიორჯერადი  მიღებით.)
მკურნალობის  ხანგრძლივობა  5-7   დღე.თირკმლის  ფუნქციის  დარღვევისასაუცილებელია  დოზირების  კორექცია.
გვერდითი  მოვლენები: ჩვეულებრივ  პრეპარატი  კარგი  ამტანობით  ხასიათდება.
ხანდახან  შესაძლებელია  დიარეა, ღებინება, ტკივილი  მუცლის  არეში, თავის  ტკივილი,
გულის  წასვლა, კრუნჩხვები,  კანის გამონაყარი,  ფოტოდერმატოზები;
იშვიათად  ართრალგია,   შრატის  ტრანსამინაზების აქტივობის  მომატება,
გულისცემის  გახშირება,  არტერიული  ჰიპერტონია., ტკივილი გულმკერდის  არეში,
მხედველობის  დარღვევა, ანაფილაქსიური  რეაქციები,  იშვიათად –  თირკმლის
მწვავე  უკმარისობა  და  ფსევდომემბრანული   კოლიტი.
უკუჩვენებები: მომატებული  მგრძნობელობა  ციპროფლოქსაცინის  ან  სხვა  ქინოლინების
მიმართ, ეპილეფსია,  18  წლამდე  ასაკი,  ორსულობა  და  ლაქტაციის  პერიოდი.
ურთიერთქმედება სხვა  სამკურნალო  სასუალებებთან. ციპროფლოქსაცინმა  შეიძლება  გაზარდოს
თეოფილინის  კონცენტრაცია  სისხლის  შრატში  და გაახანგრძლივოს  მისი  ნახევარდაშლის
პერიოდი  ამ  პრეპარატების  ერთდროული  მიღებისას.   პრეპარატმა  შეიძლება   გაზარდოს  პროთრომბინის  დროკუმარინის  რიგის  არაპირდაპირ  ანტიკუაგულანტებთან  მისი
ერთდროული დანიშვნისას. ანტაციდებმა,  რომლებიც  შეიცავენ მაგნიუმს  და  ან  ალუმინს, შეიძლება  შეაფერხონ ციპროფლოქსაცინის  აბსორბცია. ანტაციდების  და  ციპროფლოქსაცინის  მიღებებს  შორის  ინტერვალი  უნდა  შეადგენდეს
1-2  საათს.
უსაფრთხოების  ზომები: ცნს-ის  ისეთი  დარღვევის  მქონე  პაციენტებში როგორიცაა ეპილეფსია, ცერებრული  ათეროსკლეროზი, თირკმლის  მხრივ დარღვევები.
გამოშვების  ფორმა: 10X10
შენახვის  პირობები: ინახება  არაუმეტეს  25ºC  ტემპერატურაზე, სინესტისაგან და სინათლისაგან  დაცულ  ადგილას.  ინახება  ბავშვისთვის  მიუწვდომელ  ადგილას.
შენახვის  ვადა: 3  წელი
გაცემის  წესი: რეცეპტით
მწარმოებელი: ნაბროს  ფარმა, ინდოეთი.

გაფრთხილება