ციტრარგინინი – CITRARGININE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): არგინინი, ბეტაინი/ARGININE; BETAINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰეპატოტროპული საშუალება (გასტროინტესტინული ტრაქტი და მეტაბოლიზმი).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დასალევი ხსნარი: ამპულაში 10 მლ
10 მლ
არგინინის ნეიტრალური ციტრატი…..     1 გ
ბეტაინი……………………………………      0.5 გ
ბეტაინის ჰიდროქლორიდი………………   0.5 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E219), ნატრიუმის პროპილო პარაჰიდროქსიბენზოატი (E217), ნატურალური ყურძნის წვენის გემო, სუკროზა, გაწმენდილი წყალი.
ალკოჰოლის შემცველობა: 0.51%, ექვივალენტური 40 მგ ალკოჰოლის ამპულაში.
ჩვენებები:
ღვიძლის ფუნქციური დარღვევები.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად 1-3 ამპულა დღეში 50 მლ წყალში გახსნით. დაუშვებელია მისი გამოყენება პარენტერალურად.
გვერდითი მოვლენები:
ურტიკარია პარაბენის არსებობის გამო.
უკუჩვენებები:
* მძიმე ხასიათის თირკმელების უკმარისობა;
* ალერგია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ (განსაკუთრებით პარაბენების მიმართ).
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს, რის გამოც სიფრთხილით გამოიყენება ეპილეფსიისა და ღვიძლის დაავადების დროს.
♦ შაქრიანი დიაბეტის დროს გასათვალისწინებელია სუკროზის შემცველობა – 4.5 გ ამპულაში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– აუცილებელია ექიმის ინფორმირება იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც ავადმყოფი იღებს (განსაკუთრებით დისულფირამით მკურნალობის დროს).
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: Laboratoires LAPHAL, საფრანგეთი

გაფრთხილება