ციტროკელი (ნატუროპათი) / Citrokehl (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
30 მლ (100 მლ) თხევადი განზავება შედგება:
10 მლ (33,4 მლ) Acidum citricum D10 ხსნარისაგან (5ა HAB-ის მიხედვით)
10 მლ (33,4 მლ) Acidum citricum D30 ხსნარისაგან (5ა HAB-ის მიხედვით)
10 მლ (33,4 მლ) Acidum citricum D200 ხსნარისაგან HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით
(HAB – Homöopathisches Arzneinbuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა);
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, ეთანოლი

ჩვენება
– ალერგიული და რევმატიული ხასიათის დაავადებები
– პნევმონიები და სასუნთქი გზების სხვა დაავადებები
– არტერიების და ვენების დაავადებები, ათეროსკლეროზი
– ზოგადი სიმპტომები – სწრაფი დაღლა, სისუსტე, მეტეომგრძნობელობა, გაურკვეველი გენეზის თავის ტკივილი
– პერიოსტული პოსტტრავმული ჩივილები
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციები – ქოლანგიტი, დისბაქტერიოზი, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, პანკრეასის     უკმარისობის დროს დამატებითი მკურნალობისათვის
– პაროდონტოზის და ავიტამინოზის დროს – დახმარება
– კარდიული ასთმა და სტენოკარდიის ფონზე შესაძლო საშიში აციდოზი
– ნეოპლაზიური პათოლოგიების ყველა ფაზაში, როგორც დამხმარე თერაპია ვინაიდან ლიმონმჟავა მნიშვნელოვან       როლს ასრულებს უჯრედში მიმდინარე ლიმონმჟავას ციკლში, Citrokehl-ის დანიშვნა სასარგებლოა ნებისმიერი       დაავადების დროს, დაწყებული მწვავე ფაზებიდან, დამთავრებული კარცინომის ფაზამდე.

თვისებები
Acidum citricum (ლიმონმჟავა) – პრეპარატ Citrokehl-ის მოქმედი ნივთიერება ფიზიოლოგიური ლიმონმჟავა ციკლის მნიშვნელოვანი რგოლია. იგი ააქტიურებს უჯრედულ სუნთქვას და განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს უჯრედულ მეტაბოლიზმში. კიბოს მკვლევარის, დოქტორ მორმანის შრომების თანახმად, ლიმონმჟავა ადამიანის ორგანიზმისათვის შეუცვლელია, რადგან სწორედ იგი ეწინააღმდეგება სისხლში ალკალოზს, დუღილის პროცესებს, უფრო ზუსტად კი, რძემჟავა დუღილის პროცესს აფერხებს, რაც სისხლის სიბლანტეს და ქსოვილებში წყლის შემცველობას ამცირებს.

მიღების წესი და დოზირება
5-10 წვეთი 1-3-ჯერ დღეში

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
პრეპარატში სპირტის შემცველობის გამო ალკოჰოლიზმით ან ღვიძლის პათოლოგიით დაავადებულ პაციენტებს მისი მიღება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ შეუძლიათ

სიფრთხილის ზომები
Citrokehl ინიშნება იზოპათიურ თერაპიაში თანმხლები მკურნალობის სახით. მისი დანიშვნა ხდება Aსპერგილლუს-ის დერივატებით მკურნალობის დროს, ისევე, როგორც დაზიანებულ ქსოვილებში ჰიპოქსიის შედეგად განვითარებული ყველა ქრონიკული დაავადების დროს (მაგალითად, ქრონიკული ინფექციების, კიბოს დროს).
ორსულობის პირველ 3 კვირას პრეპარატის დანიშვნა რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.

გამოშვების ფორმა: წვეთები 30 მლ და 100 მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება