ციტურინი / Citurin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
1 საშეტი შეიცავს:
კალიუმის ციტრატი (Potassium Citrate) -2809 მგ, (რაც შეესაბამება კალიუმს – 1008.4მგ)
ფილანტუს ნურირი (Phyllantus niruri) – 300 მგ,  ტანინების შემცველობით  – 45მგ

კალიუმის ციტრატი:
• კალიუმის ციტრატის მიღებისას, შარდში ციტრატის დონის გაზრდის შედეგად  ხდება შარდის pH-ის გადანაცვლება-მჟავიდან ნეიტრალურ და ტუტე მაჩვენებლამდე
• კალიუმის ციტრატი იკავშირებს კალციუმის იონებს და აქვეითებს შარდში აქტიური კალციუმის დონეს
• კალიუმის ციტრატის კომპლექსური ზემოქმედება შარდის ფიზიკო-ქიმიურ თვისებებზე იწვევს მარილების ხსნადობის გაზრდას, რასაც მოსდევს   უკვე არსებული კენჭების დაშლა, და ახალი კენჭების წარმოქმნის პრევენცია

ფილანტუს ნურირი / Phyllantus niruri
• ფილანტუს ნურირი –  ფართოდ გავრცელებული ტროპიკული მცენარეა. ცნობილია სხვადასხვა სახელით, მათ შორის,,stonebreaker” (კენჭების დამშლელი)
• ფილანტუსი  აინჰიბირებს შარდში კრისტალების ზრდასა და აგრეგაციას, რაც ხელს უშლის კენჭების ფორმირებას
• აგლუვებს არსებული კენჭების ზედაპირს
• აქვეითებს შარდის კრისტალიზაციის პრომოტორების ექსკრეციას
• ხსნის საშარდე გზების სპაზმს, რაც ხელს უწყობს კონკრემენტების ელიმინაციას,  მათ შორის ლითოტრიფსიის შემდგომ
• აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი

ჩვენება:
• ნეფროუროლითიაზი: ფოსფატური, ურატული, ცისტინური, ოქსალატური
• რეკურენტული ნეფროუროლითიაზი
• რენალური ტუბულარული აციდოზი
• პოდაგრული დიათეზი

გამოყენების წესი:
1 საშეტი დღეში, ჭამის შემდეგ
საშეტის შიგთავსი გახსენით 1 ჭიქა წყალში
გამოშვების ფორმა: საშეტი № 20
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: PJ Pharma, იტალია

გაფრთხილება