ციფლოქსინალი – CIFLOXINAL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ციპროფლოქსაცინი /CIPROFLOXACIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 20 ც.
1 ტაბ.
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი…….     250 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციფლოქსინალი წარმოადგენს ფართო სპექტრის პერორალურ, სინთეზურ, ბაქტერიციდულ საშუალებას. მისი აქტივობა, როგორც გრამდადებითი, აგრეთვე გრამუარყოფითი ორგანიზმების მიმართ დადგენილია in vitro და კლინიკური გამოკვლევებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ბაქტერიული დნმ-ის ფერმენტის დნმ-ჰირაზას ბლოკირებით, რაც იწვევს დნმ-ის სპირალიზაციის პროცესის დარღვევას და მიკრობის დაღუპვას.
მას თავისი სპეციფიკური მოქმედების გამო, არ ახასიათებს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ანტიბიოტიკებთან მიმართებაში, გარდა ქინოლონების ჯგუფისა. ამიტომ პრეპარატი შედარებით მეტად აქტიურია იმ ბაქტერიების მიმართ, რომლებიც რეზისტენტული არიან ანტიბიოტიკების: მაგ. ამინოგლიკოზიდების, პენიცილინების, ტეტრაციკლინების და სხვათა მიმართ.
ლაბორატორიული და კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ ციფლოქსინალი აქტიურია ისეთი მიკროორგანიზმების მიმართ, როგორიცაა: Acinetobacter, Aeromonas, Branhamella, Brucella, Campyllobacter, Chlamydia, Citrobacter, Corynebacter, Enterobacter, Escherichia coli, Haemophilus, Habnia, Klebsiella, Legionella, Listeria, Neisseria, Proteus, Edwardsiella, Providentia, Moraxella, Morganella, Pasteurella, Plesiomonas, Pseudomonas, Salmonella, Serratia, Shigella, Streptococcus agalactiae, Streptococcus, Staphylococcus, Vibrio, Yersinia.
ხანგამოშვებითი რეზისტენტობით ხასიათდებიან: Alcaligenes, Flavobacterium, Gardnerella, Mycobacterium fortuitum, Mycoplasma hominis, Mycobacterium tuberculosis, Streptococcus faecalis, Streptococcus pyrogens, Streptococcus viridans.  შედარებით მგრძნობიარენი არიან: Nocardia asteroides, Streptococcus faecalis, Streptococcus pneumoniae, Ureoplasma urealiticum.
ციფლოქსინალი არ არის აქტიური Treponema pallidum-ის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას პრეპარატი სწრაფად და კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი პირველადი მეტაბოლიზმის დროს ბიოშეღწევადობა ყოველგვარი დანაკარგების გარეშე შეადგენს 70-80%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1-2 სთ-ის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4 სთ-ს. თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 20-40%. დოზის 40-50% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად ტუბულარული სეკრეციის გზით 24 სთ-ის განმავლობაში. ხოლო 20-35% ფეკალიებით 5 დღის განმავლობაში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა არ ახდენს ზეგავლენას პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე, ხოლო თირკმელების დაზიანებისას ხანგრძლივდება T1/2.
ჩვენებები:
გაურთულებელი და გართულებული ინფექციების მკურნალობა;
ცნს-ის სისტემის ინფექციები (მათ შორის ჩირქოვანი ბაქტერიული მენინგიტები, მენინგოკოკური ბაქტერიომატარებლობა);
შუა ყურის, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
საშარდე გზების ინფექციები;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები ინფექციური დიარეის ჩათვლით;
პერიტონიტი;
პირის ღრუს ინფექციები;
თვალის ინფექციები;
პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება ინფექციების პროფილაქტიკისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ავადმყოფებში, მაგ. იმუნოდეპრესანტებით და ციტოსტატური პრეპარატებით მკურნალობის შედეგად.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზას ადგენენ ინდივიდუალურად ინფექციის ლოკალიზაციის და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით, აგრეთვე მიკროორგანიზმის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით.
ძირითადად ენიშნებათ 125-750 მგ 2-ჯერ დღეში (0.5-3 ტაბ).
პაციენტებს თირკმელების ფუნქციის დარღვევით, რომელთა კრეატინინის კლირენსი არ არის ნაკლები 20 მლ/წთ-ში, უმეტეს შემთხვევებში ენიშნებათ მთლიანი დოზის ნახევარი.
გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, დიარეა, ღებინება, ტკივილი და დისკომფორტი  მუცლის არეში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, კანდიდოზი, აღწერილია ვასკულიტის, ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევები, აგრეთვე სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომები.
უკუჩვენებები:
* ციფლოქსაცინის ან ფტორქინოლონების ჯგუფს სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* ორსულობა და ლაქტაცია;
* ბავშვებში და 15 წლამდე ასაკის მოზრდილებში.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ ხანდაზმულ ავადმყოფებში, ეპილეფსიით დაავადებულ და ცნს-ის სხვა დაავადებებით შეპყრობილ პირებში პრეპარატი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით.
◄ ვინაიდან პრეპარატი აქვეითებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვადასხვა დანადგარების მართვის უნარს, იგი სიფრთხილით ენიშნებათ მათთან კონტაქტში მყოფ პირებს.
◄ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ანტაციდებთან კომბინაციისას, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმის ჰიდროჟანგს და ალუმინს. ქვეითდება ციფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა 90%-ით. ამიტომ მიზანშეწონილია პრეპარატის მიღება 2 სთ-ით ადრე ან 4 სთ-ის შემდეგ ანტაციდების მიღებიდან.
– ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ერთდროული პერორალური დანიშვნისას თეოფილინის კლირენსი მცირდება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მისი რაოდენობის გაზრდა სისხლის პლაზმაში და აქედან გამომდინარე უარყოფითი რეაქციები ცნს-ის მხრივ.
– დადგენილია, ქინოლონების და ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აცეტილსალიცილის მჟავას გარდა) კომბინაციამ, შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.
– ზოგიერთ ავადმყოფებში ციფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაცის დროებითი მომატება. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა სისხლის სურათის სისტემატური (კვირაში 2-ჯერ) კონტროლი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: PRO. MED. CS. Praha, ჩეხეთი

გაფრთხილება