ჯუნგლი – JUNGLE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება, პოლივიტამინების კომპლექსი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.
1 ტაბ.

ი A (რეტინოლის აცეტატი და ბეტა-კაროტინი) ….. 2500 სე
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლის სახით)  …………… 400 სე
ვიტამინი E

(dI-α-ტოკოფეროლის აცეტატი)  ……………………………..

 

15 სე

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის ასკორბატი)……… 60 მგ
ვიტამინი B1 (თიანის მონონიტრატი)  ………………………. 1.05 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)  ………………………………. 1.2 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)  …….. 1.05 მგ
ფოლიუმის მჟავა  …………………………………………….. 300 მკგ
ნიაცინი (ნიაცინამიდი)  ……………………………………… 13.5 მგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)  ……………………………. 4.5 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი, სტეარინის მჟავა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, დიკალციუმის ფოსფატი, მონო და დიგლიცერიდები, საქაროზა, კრემნიუმის დიოქსიდი, სახამებელი, ტოკოფეროლების ნარევი, ნატრიუმის ასკორბატი, ტრიკალციუმის ფოსფატი, ასკორბილპალმიტატი, ფორთოხლის არომატიზატორი, საღებავი ყვითელი №6 ლაქის.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პოლივიტამინების შემცველი კომბინირებული პრეპარატი. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.
ჩვენებები:
ჰიპო- და ავიტამინოზების მკურნალობა და პროფილაქტიკა ბავშვებში 4 წლის ზევით.
ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება გაციებისა და ინფექციური დაავადებების მიმართ, იმუნიტეტის ამაღლება;
ანტისტრესორული პოტენციალის გაზრდა, განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ ეკოლოგიურად არასასურველ პირობებში (მათ შორის რაიონებში მომატებული რადიაციული ფონით).
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ბავშვებს 4 წლის ზევით ენიშნებათ 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ტაბლეტები კარგად უნდა დაიღეჭოს.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
* ჰიპერვიტამინოზი.
განსაკუთრებული მითითებები:
არ გადააჭარბოთ მითითებულ სადღეღამისო დოზას. დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, არ მიიღოთ ერთდროულად სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად.
შესაძლებელია შარდის ყვითლად შეფერვა რიბოფლავინის არსებობის გამო.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

გაფრთხილება