ჰალიქსოლი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ამბროქსოლი/ AMBROXOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი………  30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზის მონოჰიდრატი (84 მგ), მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
სიროფი: ბოთლში 100 მლ
100 მლ
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი………   300 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბენზოატი, ბანანის, მარწყვის არომატიზატორები, ნატრიუმი ციკლამატი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, პოვიდონი, სორბიტი და გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამბროქსოლი წარმოადგენს ბენზილამინის სტრუქტურის მქონე ბრომჰექსინის მეტაბოლიტს, რომელიც ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ამოსახველებელი ეფექტით. ამბროქსოლის აქტივობის გამო, იზრდება მუკოლიზურ უჯრედებში როგორც ლიზოსომების გამოყოფის, ასევე ჰიდროლიზური ენზიმების აქტივობის პროცესი. რაც იწვევს ლორწოვან გარსში ბრონქების მიერ გამოყოფილი მჟავე მუკოპოლისაქარიდების დაშლას. ამავე დროს, უფრო ნაკლებად ბლანტი ლორწოს გამოყოფის გამო, მიმდინარეობს ადენოციტების სერიოზული სტიმულაცია.
სასუნთქი გზების ანთებითი დაავადების დროს, ამბროქსოლის გამოყენებით, ძლიერდება სურფაქტანტის გამოყოფის პროცესი.
ფარმაკოკინეტიკა:
ამბროქსოლი თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. იგი სერიოზულ პირველად მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში მისი 90% გადადის პლაზმის ცილებში.
პერორალურად მიღებული პრეპარატის დოზის ბიოლოგიური შეღწევადობა, პარენტერალურად მიღებულთან შედარებით, შეადგენს დაახლოებით 60%. ამბროქსოლის 90%, გლუკორონიდთან მისი კავშირის შემდეგ გამოიყოფა შარდთან ერთად, რომელიც მიმდინარეობს ამ უკანასკნელის უშუალო ან მეორადი დაჟანგვით. შარდთან ერთად ამბროქსოლის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.3 სთ-ს.

ჩვენებები:
პათოლოგიური სქელი ლორწოს გამოყოფით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები: მაგ. ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზური დაავადება;
გამოიყენება როგორც მუკოლიზური საშუალება ცხვირის ღრუს და ცხვირხახის ანთებითი დაავადების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები
ჩვეულებრივი დოზები:
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით: ჩვეულებრივი საწყისი დოზა მკურნალობის პირველი 2-3 დღის განმავლობაში შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ, შემდეგ დღეებში კი – 1 ტაბლეტს დღეში 2-ჯერ ან 1/2 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ.
ბავშვები 5-12 წლის ასაკში: 1/2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ.
ტაბლეტის მიღება საჭიროა საკვების მიღების შემდეგ და დიდი რაოდენობის სითხის დაყოლებით. სითხის უხვი მიღება ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას ამბროქსოლით მკურნალობის დროს.
სიროფი
მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ასაკის ზევით: მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2-3 დღის განმავლობაში ენიშნებათ 10 მლ 3-ჯერ დღეში, შემდგომში 10 მლ 2-ჯერ ან 5 მლ 3-ჯერ დღეში მომდევნო დღეებში.
ბავშვებში:
2 წლის ასაკის ქვემოთ: 2.5 მლ 2-ჯერ დღეში.
2-5 წლის ასაკამდე: 2.5 მლ 3-ჯერ დღეში.
5-12 წლის ასაკამდე: 2.5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
სიროფს იღებენ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად ჭამის შემდეგ, რადგან დიდი რაოდენობით სითხე ხელს უწყობს ამბროქსოლის მუკოლიზური ეფექტის გაძლიერებას.
თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს საჭიროა დაბალი დოზების დანიშვნა, ან პრეპარატის მიღების ინტერვალების გაზრდა.
თუ პაციენტს დაავიწყდა მორიგი დოზის მიღება, არ შეიძლება ორმაგი დოზის გამოყენება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, რადგან შეიძლება განვითარდეს ჭარბი დოზირების რისკი.
პრეპარატის ძლიერი ან სუსტი ეფექტის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:
ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს ძალიან იშვიათი ალერგიული რეაქციის გამოხატულება. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ წყდება პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა შემდგომი მკურნალობისათვის. სერიოზული შედეგების თავიდან ასაცილებლად მაგალითად, თუ გამოვლინდა კანზე ძლიერი გამონაყარი, რომელიც ვრცელდება მთელ სხეულზე. ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
უფრო
ხშირი გვერდითი მოვლენებია:
სისუსტე, თავის ტკივილი, ფაღარათი, ტკივილი მუცელში, იშვიათად ყაბზობა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომელიც არ არის მოცემული ინსტრუქციაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის ან ბრომჰექსინის მიმართ;
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადება;
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:
ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ ბრონქული სეკრეტის შეგუბების საშიშროების გამო, პრეპარატ ჰალიქსოლით მკურნალობა საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ავადმყოფებში ბრონქების მოტორული ფუნქციის დარღვევით ან ნახველის უხვი გამოყოფით.
◄ თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში (ბრომჰექსინის ნაწილობრივი გამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება).
◄ სიროფი არ შეიცავს სპირტს. იგი შეიცავს შაქრის ისეთ შემცვლელებს, როგორიცაა: სორბიტი და ნატრიუმის ციკლამატი. ამიტომ შესაძლებელია აღნიშნული პრეპარატის მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში, მხოლოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სიროფის ყოველ 5 მლ შეიცავს 1.2 გ სორბიტს.
◄ სიროფის გამოყენება შესაძლებელია ბოთლის გახსნიდან 4 დღის განმავლობაში, თუ იგი სწორად ინახება.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: არ არის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს პრეპარატის გავლენას ამ უნარზე.

ჭარბი დოზირება:
დანიშნულზე მეტი ტაბლეტის მიღების შემთხვევაში ჭარბი დოზირების გამოხატული ნიშნებია: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი ან სხვა კუჭ-ნაწლავური დარღვევები.
მკურნალობა: უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ღებინების გამოწვევა, შემდეგ დიდი რაოდენობით სითხის მიღება (რძე ან ჩაი) კუჭის ამორეცხვა რეკომენდებულია პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის განმავლობაში. აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– არ არის მიზანშეწონილი ჰალიქსოლის კომბინაცია ხველის სხვა საშუალებებთან (მაგალითად: კოდეინი), რადგან მათ შეიძლება გააძნელონ ამბროქსოლით გათხიერებული ნახველის გამოყოფა.
– ჰალიქსოლის განსაკუთრებული უპირატესობაა ის, რომ ზოგიერთ ანტიბიოტიკებთან ერთდროული მიღებისას (ამბროქსიცილინი, ფუცეროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ამბროქსოლი ხელს უწყობს მათ შეღწევას ბრონქულ სეკრეტში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC,უნგრეთი

გაფრთხილება