ჰელიდონიუმ-ჰომაკორდ ნ

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სანაღვლო გზების დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის:საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ
100 მლ

Chelidonium D10  ……………………………….. 0.6 მლ
Chelidonium D30  ……………………………….. 0.6 მლ
Chelidonium D200  ……………………………… 0.6 მლ
Belladonna D10  ………………………………….. 0.3 მლ
Belladonna D30  ………………………………….. 0.3 მლ
Belladonna D200  ………………………………… 0.3 მლ
Belladonna D1000  ………………………………. 0.3 მლ
Fel tauri D10  ………………………………………. 0.1 მლ
Fel tauri D30  ………………………………………. 0.1 მლ
Fel tauri D200  …………………………………….. 0.1 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
ჩვენებები:
ქრონიკული ქოლეცისტიტი;
სანაღვლე გზების დისკინეზია;
ნაღვლის ბუშტის ჭვალი;
ქრონიკული ჰეპატიტი;
ობტურაციული სიყვითლე (შეგუბებითი);
ციროზი და ღვიძლის სხვა დაავადებები.
მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე მდგომარეობისას – 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.
გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია.
უკუჩვენებები:
არ არის დადგენილი.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება