ვიტამინი A

ვიტამინი A – ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: რეტინოლი/RETINOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცხიმში ხსნადი ვიტამინური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარიწვეთები პერორალური მიღებისათვის:
ფლაკონში 5 მლ საწვეთურით.
1 მლ (32 წვეთი)
რეტინოლის პალმიტატი……………….       40 000 სე
დამხმარე ნივთიერებები:
ვიტამინი აცეტატი, რაფინირებული მზესუმზირის ზეთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსების აღდგენითპროცესებზე. A ვიტამინი ხელს უშლის თვალის კონიუქტივის ზედაპირს გამოშრობას;
იგი მონაწილეობას იღებს მხედველობითი პიგმენტის როდოფსინის სინთეზში, რომელიც უზრუნველყოფს თვალის ადაპტაციას დაბალი შუქის მიმართ. A ვიტამინი ასტიმულირებს სასქესო ჰორმონებისა და კორტიკოსტეროიდების სინთეზს;
ხელს უწყობს ჩონჩხის ფორმირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხეულის მცირე ტემპერატურის და ინფექციური დაავადების მიმართ.

ჩვენებები

იმ დაავადებების და მდგომარეობების მკურნალობა და პროფილაქტიკა, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინის მცირე შემცველობით ხასიათდებიან:

  • ქათმის სიბრმავე (ჰემერალოპია), თვალების სიმშრალე (ქსეროფთალმია);
  • კანის ზედაპირული შრის სხვადამხვა დაზიანებები, სებორეული ეგზემა, დამწვრობები, მოყინვა, ნაწოლები;
  • მშრალი, ქრონიკული რინოფარინგიტი;
  • კუჭის რეზექცია, ცელიაკია, წვრილი ნაწლავის ანთებითი პროცესები; ფაღარათი; კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული დაავადება;
  • იმუნური სისტემის გაძლიერება;
  • მდგომარეობები, რომლის დროსაც მომატებულია A ვიტამინზე მოთხოვნილება (ორსულობა და ლაქტაცის პერიოდი).

მიღების წესი და დოზირება

მიღების წესი: ზეთოვანი ხსნარი მიიღება პერორალურად განუზავებელი ან განზავებული სახით წვენთან ან რაიმე საკვებთან ერთად.

A ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისათვის:

  • მოზრდილებში და მოზარდებში 2500 სე (2 წვეთი) დღეში;
  • 1-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 250 სე (1 წვეთი) დღეში;
  • ორსულებში – 2500 სე (2 წვეთი) დღეში;
  • ლაქტაციის პერიოდში 2500 სე (2 წვეთი) დღეში.
  • A ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ ქსეროფთალმიის გარეშე (თვალების სიმშრალე):
  • ჩვილ ბავშვებში 10000 სე/კგ-ზე (8 წვეთი) დღეში 5 დღის განმავლობაში, შემდეგ 10 დღიანი მკურნალობის კურსი დოზით 5 000 სე 7500 სე (4 წვეთი) დღეში;
  • 1-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში 5000 სე 10 000 სე/კგ-ზე (4-8 წვეთი) დღეში 5 დღის განმავლობაში. შემდგომში 17 000 სე 35 000 სე (13-25 წვეთი) დღეში 10 დღის განმავლობაში.

A ვიტამინის დეფიციტის სამკურნალო ქსეროფთალმიით (“თვალების სიმშრალე”)

10 000 სე (8 წვეთი) დღეში (პირველი, მეორე და მეთოთხმეტე დღე) ან 25 000 სე (20 წვეთი) კვირაში არანაკლებ 3 თვის განმავლობაში.
კანის ზედაპირული შრის დაზიანების, ქათმის სიბრმავის, რქოვანას გათხელების, სებორეული ეგზემის კომპლექსური მკურნალობის დროს; დამწვრობების, მოყინვების, ნაწოლების;
ქრონიკული მშრალი რინოფარინგიტის დროს;
ინფექციური დაავადებებისა და სტრესის დროს იმუნური სისტემის შემანარჩუნებელი საშუალების სახით, კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადების დროს კუჭის ქირურგიული ჩარევა.
საჭმლის მონელების დარღვევის და ცელიაკიის დროს რეკომენდებულია შემდეგი დღიური დოზები:

  • 8 წლამდე ასაკის ბავშვებში 2500 სე (2 წვეთი) დღეში;
  • 9-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში 5000 სე (4 წვეთი) დღეში;
  • უფროსებში და 14 წლის ზემოთ ბავშვებში 10 000 სე (8 წვეთი) დღეში.

გვერდითი მოვლენები

ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, თავის ტკივილი, ტკივილი ძვლებსა და სახსრებში, მომატებული ნერვიულობა; კანის გაყვითლება და სიმშრალე, კანისა და ლორწოვანი გარსების მცირე, ხშირად ძალზედ მტკივნეული ნახეთქები. განსაკუთრებით პირის კუთხეებში.
ტუჩებზე, ანუსზე და სხვა. თმის ცვენა, ფოტომგრძნობელობა, სისხლდენა ღრძილებიდან და პირის ღრუს დაწყლულება; ღებინება, ფაღარათი; ჰეპატომეგალია; მენსტრუალური დარღვევები;
სხეულის ტემპერატურის მომატება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

  • პრეპარატის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • ჰიპერვიტამინოზი;
  • ღვიძლისა და თირკლის მძიმე დაავადებები;

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში და ქალებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, ვიტამინი გამოიყენება დოზით 6 000 სე-მდე (5 წვეთი) დღიური დოზისა და მიღების ხანგრძლივობის ზუსტი ინდივიდუალიზაციით.
არსებობს მონაცემები, რომ A ვიტამინის დღიურმა დოზამ, რომელიც 10 000 სე-ს აღემატება (8 წვეთი) (განსაკურთებით ორსულობის დასაწყისში) შეიძლება არასასურველად იმოქმედოს ნაყოფზე.

განსაკუთრებული მითითბები

*A ვიტამინი სიფრთხილით გამოიყენება თირეოტოქსიკოზის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მიოკარდიოსკლეროზის, ქოლეცისტიტის, ქრონიკული გლომერულონეფრიტის, ღვიძლის ციროზის დროს.
აგრეთვე  – ვირუსული ჰეპატიტის, თირკმლის უკმარისობის, სისხლში მომატებული ქოლესტერინის, ჰიპოპროთრომბინემიისა და ალკოჰოლიზმის დროს, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში.

ჭარბი დოზირება

თუ მიიღეთ დანიშნულზე უფრო მაღალი დოზა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება გამოვლიდეს კანის ზედაპირული შრის დაზიანება, კანის სიწითლე.
სახის ან სხვა ადგილების მიდამოში კანის ზედაპირულ შრის აქერცვლა, მხედველობის დარღვევა, სისუსტე, მადის დაკარგვა, ღებინება, სხეულის მასის დაქვეითება, გახშირებული გულისცემა, კონიუქტივასა და პირის ღრუს ლორწოვანში სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება;
ზოგჯერ ღვიძლის ზომების მნიშვნელოვანი მომატება, მენსტუარციული დარღვევები, თმის ცვენა. მსგავსი მოვლენების დადგენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმის რჩევისათვის.
A ვიტამინის ძალიან მაღალი დოზების მიღებით გამოწვეული ჰიპერვიტამინოზის მოვლენები ქრება მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ალკოჰოლსა და სინთეზურ რეტინოიდებს (ქიმიური ნაერთები, ვიტამინის წარმოებულები) შეუძლია A ვიტამინის ტოქსიურობის გაძლიერება.
პერორალურ კონტრაცეტივებს შეუძლია ორგანიზმში A ვიტამინის მაჩვენებლების მომატება.
ქოლესტირამინი, ნეომიცინი და თხევადი პარაფინი არღვევენ A ვიტამინის რეზორბციას (შეიძლება საჭირო გახდეს მისი დოზირების მომატება).
ტეტრაციკლინისა და A ვიტამინის ერთდროული მიღება მაღალ დოზებში (>40 წვეთი) ზრდის შიდა ქალის წნევის მომატების საშიშროებას.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

A ვიტამინიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🅰️ ვიტამინი (რეტინოლი):
✅ კარგად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსების აღდგენითპროცესებზე;
✅ ხელს უშლის თვალის კონიუქტივის ზედაპირს გამოშრობას;
✅ მონაწილეობას იღებს მხედველობითი პიგმენტის – როდოფსინის სინთეზში, რომელიც უზრუნველყოფს თვალის ადაპტაციას დაბალი შუქის მიმართ;
✅ ასტიმულირებს სასქესო ჰორმონებისა და კორტიკოსტეროიდების სინთეზს;
✅ ხელს უწყობს ჩონჩხის ფორმირებას;
✅ ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხეულის მცირე ტემპერატურის და ინფექციური დაავადების მიმართ
💊 A ვიტამინი ინიშნება იმ დაავადებებისა და მდგომარეობების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, რომლებიც ორგანიზმში A ვიტამინის მცირე შემცველობით ხასიათდებიან:
➡️ ქათმის სიბრმავე (ჰემერალოპია), “თვალების სიმშრალე” (ქსეროფთალმია);
➡️ კანის ზედაპირული შრის სხვადამხვა დაზიანებები, სებორეული ეგზემა, დამწვრობები, მოყინვა, ნაწოლები;
➡️ მშრალი, ქრონიკული რინოფარინგიტი;
➡️ კუჭის რეზექცია, ცელიაკია, წვრილი ნაწლავის ანთებითი პროცესები; ფაღარათი;
➡️ კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული დაავადება;
➡️ იმუნური სისტემის გაძლიერება;
➡️ მდგომარეობები, რომლის დროსაც მომატებულია A ვიტამინზე მოთხოვნილება (ორსულობა და ლაქტაცის პერიოდი)
🩺 გაიგეთ მეტი A ვიტამინის მიღების წესისა და დოზირების შესახებ, ასევე გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებაზე სტატიიდან – https://bit.ly/3KS59EA
#Aვიტამინი #Aვიტამინისნაკლებობა #Aვიტამინისავიტამინოზი #ავიტამინოზისსიმპტომები #ჰიპერკერატოზი #ღამისსიბრმავე #დაღლილობა #წონისკლება #აკნე #ზრდისშეფერხება #Aვიტამინისდოზები

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 23 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გაფრთხილება