ვიტამინ ბე კომპლექსი სანუმ "ენ" (ნატუროპათი) / Vitamin B Komplex Sanum "N" (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
Thiaminchloridhydrochlorid (Vitamin B1) 10 mg
Pyridoxinhydrochlorid (Vitamin B6) 5 mg
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, როგორც კონსერვაციული საშუალება 200 მგ

ჩვენება
ნევრიტები; ნევრალგიები; სამწვერა ნერვის ნევრალგია; ცერვიკალური სინდრომი; სარტყლისებრი ლიქენი; ჰერპესზოსტერი; ფესვობრივი ნევრიტი რომელიც ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების
ფონზე ვითარდება

თვისებები
Vitamin B1 (Thiamin) თიამინპიროფოსფატის აქტიური ფორმით ცენტრალურ როლს ასრულებს ნახშრწყლოვან ცვლაში. B1 ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნა კვების ხასიათზეა დამოკიდებული.
ვიტამინ B1-ის მოთხოვნა იზრდება უპირატესად ნახშირწყლოვანი საკვების მიღების შემთხვევაში. ვიტამინ B1-ის სუფთა უკმარისობა გამოიხატება ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითებით, უმადობით, კუნთების ატროფიით, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში. B6 ვიტამინი ყველა ცოცხალ უჯრედშია. მისი
აქტიური ფორმაა პირიდოქსალ-5-ფოსფატი, რომელიც ნივთიერებათა ამინომჟავურ ცვლაში შეუცვლელ კოენზიმს წარმაოდგენს.
B6 ვიტამინზე მოთხოვნა მატულობს უპირატესად ცილოვანი კვების, ასევე ორსულობის და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის დროს. B6 ვიტამინის ნაკლებობის შედეგად შესაძლებელია ანემიის
განსაზღვრული ფორმები, ასევე კანის დაავადებები გამოვლინდეს.

მიღების წესი და დოზირება
Vitamin B Komplex Sanum `N~ საინექციო ხსნარი შეჰყავთ ი.ვ. ან ი.მ., ნელა. მკურნალობის პირველ დღეებში შეჰყავთ 1 ამპულა (2 მლ) დღეში, გაუმჯობესების დადგომის შემდეგ კი – 1 ამპულა 2-3-ჯერ კვირაში.

გვერდითი მოქმედებები
ცალკეულ შემთხვევაში, განსაკუთრებით ალერგიისადმი განწყობილ პაციენტებში შესაძლოა: კანისმხრივი რეაქციები, ჭინჭრის ციება, გამოვლინდეს შოკური მდგომარეობა, განსაკუთრებით ჰიპერსენსიტიურ პირებში. იშვიათად მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ვითარდება ბენზილის სპირტის მიმართ.

უკუჩვენებები
Vitamin B Komplex Sanum N გამოყენება არ შეიძლება B1 ვიტამინზე საეჭვო მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
მითითება: ბენზილის სპირტის შემცველობის გამო Vitamin B komplex Sanum N არ გამოიყენება ახალშობილებში, განსაკუთრებით, უმწიფარ, დღენაკლულ ბავშვებში.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
B1 ვიტამინი იშლება სულფიტების შემცველ საინფუზიო ხსნარებში.
B6 ვიტამინის მაღალი დოზებით შესაძლოა შესუსტდეს L-Dopha-ს მოქმედება. იზონიაზიდთან, D-პენიცილამინთან, ციკოსერინთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს B6 ვიტამინის
ეფექტურობის დაქვეითება.

გამოშვების ფორმა: 2.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: SANUM, გერმანია

გაფრთხილება