ვიტანგო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მატონიზირებელი საშუალება.

ათქ კოდი – A13A.

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს ვარდისფერი როდიოლას ფესვების (Rhodiola rosea) მშრალ ექსტრაქტს (1.5-5:1) (WS® 1375) – 200 მგ-ს (ექსტრაგენტი: ეთანოლი 60% (მასა/მასა));
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, სტეარინის მჟავა, რკინის წითელი ოქსიდი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ქაფის საწინააღმდეგო ემულსია: სიმეტიკონი, მეთილცელულოზა, სორბინის მჟავა.

ჩვენებები
გამოიყენება ადაპტოგენური მცენარეული პრეპარატის სახით სტრესისა და გადაღლილობის დროს მენტალური და ფიზიკური სიმპტომების (გადაღლილობა, ნევრასთენია, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, გაღიზიანება, დაძაბულობა) შესამცირებლად და პროფილაქტიკისათვის.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ვარდისფერი როდიოლას ფესვების ექსტრაქტის ან სამკურნალო საშუალების რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის ცნობილი.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
სამკურნალო საშუალება ვიტანგოს® გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ადეკვატური მონაცემების არარსებობის გამო.
სამკურნალო საშუალება ვიტანგოს® გამოყენება არ არის რეკომენდებული ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, არასაკმარისი მონაცემების გამო.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში 
უსაფრთხოების სათანადო მონაცემების არარსებობის გამო, სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
სამკურნალო საშუალება ვიტანგო® არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 2 ტაბლეტი დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე: ერთი _ საუზმის წინ, მეორე _ სადილის წინ, ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება, ასევე ჰიპოგლიკემია.

ვარგისობის ვადა 
4 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები 
ამ სამკურნალო საშუალების შენახვა არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 200მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: Dr. Willmar Schwabe GmbH & Co. KG. გერმანია

გაფრთხილება