ზოლპიდემი – ZOLPIDEM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს საძილე საშუალებას იმიდაზოპირიდინების ჯგუფიდან. ზოლპიდემი ამცირებს გამოძინების პერიოდს, ძილის დროს გამოღვიძების სიხშირეს, ახანგრძლივებს ძილს, აუმჯობესებს მის ხარისხს. ზოლპიდემს ახასიათებს ცენტრალური მიორელაქსაციური და კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტები.
ჩვენებები
ძილის დარღვევა (პრესომნია, ინტერსომნია, პოსტსომნია).
დოზირების რეჟიმი
– 65 წლამდე ასაკის მოზრდილ პაციენტებში პრეპარატი ინიშნება ერთჯერადი დოზით 10 მგ; აუცილებლობისას შესაძლოა დოზის მომატება 15-20 მგ-მდე.
– 65 წლის ასაკის ზევით პაციენტებში საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს; მაქსიმალური დოზა – 10 მგ.
პრეპარატი ინიშნება უშუალოდ ძილის წინ. პრეპარატით მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 4 კვირას.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად – მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა; გამონაყარი კანზე, ქავილი, აღწერილია ცნობიერების დაბინდვა, მეხსიერების დაქვეითება, ჰალუცინაციები, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, კოშმარები, ძლიერი თავის ტკივილი, ძილიანობა დღისით, კოორდინაციის დარღვევა.
უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში სუნთქვის უკმარისობით.
♦ ღვიძლის ფუნქციის უკმარისობისას საჭიროა დოზის შემცირება.
♦ პრეპარატი მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე.
♦ მისი გამოყენებისას დაუშვებელია ალკოჰოლის გამოყენება.
♦ პრეპარატის დოზის შემცირება ხორციელდება თანდათანობით.
♦ ზოლპიდემის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს მის მიმართ შეჩვევა.

გაფრთხილება