თევზის ქონი / Nordic Fish Oil

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): თევზის ქონი /fish oil

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა

თევზის ქონი (რომელიც შეიცავს 166 მგ ეპმ და 110 მგ დგმ) 1000 მგ
დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი, გლიცეროლი, ანტიოქსიდანტი ვიტამინი E (სადღეღამისო დოზის 10%), გამოხდილი წყალი.
ჩვენებები
თევზის ქონი – ჯანმრთელობის ნატურალური წყაროა ზღვის სიღრმეებიდან მთელი ოჯახისთვის. თევზის ქონი შეიცავს პოლიარაგაჯერებულ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავეებს, რომელიც საჭიროა გონებრივი თვისებების ნორმალური განვითარებისთვის, ნერვული სისტემისთვის, ჩვილების და ბავშვების თვალის ბადურისთვის. ომეგა-3 არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს საკვები, რომელიც შეიცავს ამ ცხიმოვან მჟავეებს.
პოლიარაგაჯერებული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეები, ყველაზე მთავარი – ეიკოზოპენტაენის (ეპმ) და დოკოზაგექსანის (დგმ) მჟავა, არის ყველა უჯრედების მემბრანის შემადგენლობითი ნაწილი, რომელიც საჭიროა ორგანიზმის მეტაბოლიზმის პროცესებისა და კარგი მხედველობისთვის.
მიღების წესები და დოზები
ორსულ ქალებში და 12 თვემდე ბავშვებში გამოიყენება ექიმის კონსულტაციის შემდეგ. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს. მოზრდილებისთვის და მოზარდებისთვის 12 წლის ასაკის ზევით 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს. სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
ყოველდღიური დოზირების გადაჭარბება რეკომენდებული არ არის.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისა და სითბოსგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურისა.
წარმოებულია სისუფთავის და ინგრიდიენტების შემადგენლობის ფარმაცევტული კონტროლის ქვეშ GMP-ის მოთხოვნების თანახმად.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: ნიუ ნორდიკ, შვედეთი

გაფრთხილება