თეიმუროვის პასტა – PASTA TEIMUROVI

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

წამლის ფორმა და შემადგენლობა:
ბორის მჟავა; ნატრიუმის ტეტრაბორატი; სალიცილის მჟავა; თუთიის ჟანგი; ასკანის თიხა ან ტალკი; ჰექსამეთილენტეტრამინი; ფორმალდეჰიდის ხსნარი; ტყვიის აცეტატი; გლიცერინი; პიტნის ზეთი ან ლიმონის ზეთი ან ფორთოხლის ზეთი;
ფარმაკოლოგიური მოქმედება: სადეზინფექციო, გამშრობი საშუალება.

ჩვენება:
ოფლიანობა, კანის ზოგიერთი სოკოვანი დაავადება.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

მიღების წესი და დოზირება:
გარეგანი საშუალება, იცხებენ კანზე დაბანისა და გამშრალების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად – კანის გაღიზიანება.
შეფუთვა:
35,0გ ალუმინის ტუბებში ან მინის ქილებში ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.

ვარგისიანობის ვადა: 1,5 წელი

შენახვა:სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

გაფრთხილება