თიმოგელი / Thymogel

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

მოქმედი ნივთიერებანი: თიმოლი, კარვაკროლი, ანეთოლი,ფენხონი.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა
:
დიდი კამა(Foeniculum vulgare),
ზათარიას (Zataria multiflora) ეთერზეთები.

ფარმაკოდინამიკა:
თიმოგელი წარმოადგენს კომბინირებულ მცენარეული წარმოშობის ხველების საწინააღმდეგო საშუალებას.
თიმოგელის აქტიური ნივთიერებების ზათარიას ეფექტურობა ხველებისა და ბრონქიტების დროს დადასტურებულია ევროკომისიის მიერ
თიმოლი და კარვაკროლი ხასიათდებიან ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედებით ზედა სასუნთქი გზების ინფექციების ყველაზე ხშირად გამომწვევი მიკრობების მიმართ, მათ შორის Staphylococcus aureus-სა და Streptococcus pneumonia-ზე. ისინი უკავშირდებიან ბაქტერიის მემბრანას,  უჯრედის მემბრანულ ცილებთან წარმოქმნიან მჭიდრო კომპლექსს და იწვევენ მის დესტრუქციას.
დიდი კამა წარმოადგენს ამოსახველებელ საშუალებას, მისი აქტიური კომპონენტი ფენხონი ხასიათდება მუკოლიზური მოქმედებით. იგი ათხიერებს ხახისა და ბრონქების ლორწოვანი გარსის მიერ გამომუშავებულ ლორწოს. აძლიერებს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას, რაც უზრუნველყოფს ნახველის სწრაფ ევაკუაციას. დიდი კამას აქტიური ნივთიერება ანეთოლი ქიმიური სტრუქტურით კატექოლამინების მსგავსია და აქვს ბრონქოდილატაციური მოქმედება ბრონქებზე.

ჩვენებები:
– სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს ნახველის გამოყოფის გაძნელებით:
ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, პნევმონია,
– პროდუქტიული ხველა.
დოზირება
1კაფსულა 3ჯერ დღეში.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია.
გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა N30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Barij, ირანი

გაფრთხილება