თიმოკელ D6 კაფსულები (ნატუროპათი) / Thymokehl D6 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

ის ექსტრაქტი D6-ის, HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს: 330 მგ Glandula thymi-ს ხბოს თიმუსდამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose (კაფსულების გარსი)

ჩვენება
– ზრდისა და განვითარების დარღვევები
– დამხმარე თერაპია ნეოპლაზიის ფაზების დროს
– დამხმარე თერაპია დაუნის დაავადების დროს
– ხერხემლის წელის არეში მიმდინარე ყველა დეგენერაციული პროცესის დროს

თვისებები
ორგანოების ექსტრაქტები უჯრედში მიმდინარე ნივთიერებათა ზოგად ცვლაზე დადებით გავლენას ახდენს. კვლევებმა აჩვენა, რომ ორგანიზმში შეყვანილი ორგანოების ექსტრაქტებზე დამზადებული მასალა, უჯრედულ თერაპიაში, დნმ-ის უჯრედულ აღდგენით პროცესებს ასტიმულირებს. იგი მასტიმულირებელ ზეგავლენას ახდენს იქ, სადაც აუცილებელია დაზიანებული უჯრედების რეგენერაცია და სუბსტიტუციური (ჩანაცვლებითი) მოქმედება იქ, სადაც უჯრედები დაშლილია. Thymokehl-ში შემავალი თიმუსის ექსტრაქტი ისეთივე ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს მოლეკულურ სტრუქტურაზე, როგორც ადამიანის ორგანოდან აღებული. თიმუსის ექსტრაქტის მასტიმულირებელი მოქმედება უჯრედულ სუნთქვაზე დადასტურებულია ცხოველებზე ჩატარებული მრავალი ცდით. თიმუსის სპეციალური ფაქტორებიდან გამოყოფილი იქნა პეპტიდი
თიმოზინ 1, რომელიც თ-ლიმფოციტების წინაპარი უჯრედების მომწიფებას განაპირობებს და ამით მათ რიცხვსაც ზრდის.

მიღების წესი და დოზირება
მიიღება 1კაფსულა დღეში 3-ჯერ ჭამამდე.

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
მითითებები
Rebas-სთან ერთდროული მიღება, რომელიც, ასევე, იმუნოლოგიურად აქტიური პრეპარატია, აძლიერებს Thymokehl-ის მოქმედებას. Thymokehl-ით გამოწვეული T-ლიმფოციტების პროლიფერაციის
სტიმულაციასთან ერთად, Rebas-ი T-ჰელპერების სტიმულაციის გზით განაპირობებს ჰუმორული ანტისხეულების წარმოქმნას.შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
გამოშვების ფორმა: 20 კაფსულა
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება