იმოდიუმი / Imodium

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლოპერამიდი/loperamide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 6 კაფსულა
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი………. 2 მგ
ჩვენებები:
მწვავე დიარეის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით. პრეპარატის მიღება 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში დასაწყისში ინიშნება 2 ტაბლეტი(4 მგ), ხოლო შემდგომში 1 ტაბლეტი (2 მგ) ყოველი დეფეკაციის დროს თხიერი განავლის შემთხვევაში.
პრეპარატის მაქსიმალურ სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს (12 მგ).
ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით მწვავე დიარეის დროს ინიშნება 1 ტაბლეტი (2 მგ). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 ტაბლეტს (8 მგ).
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ლოპერამიდის მიღება ნებადართული არ არის პრეპარატში აქტიური ნივთიერების მაღლი შემცველობის გამო.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა ლოპერამიდის მიმართ.
* ნაწლავების პერისტალტიკის შეფერხება, მაღალი ტემპერატურით და სისხლიანი გამონადენით მიმდინარე დიარეა, ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული დიარეა, ქრონიკული დიარეა (ამ დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით), მწვავე კოლიტი.
* 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ლოპერამიდის გამოყენება ნებადართული არ არის.
* 2-12 წლის ასაკში პრეპარატის მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.

ორსულობა და ლაქტაცია:
* ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, ლოპერამიდის დანიშვნა ნებადართული არ არის. ლოპერამიდი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში, ორგანიზმში დიდი რაოდენობით ლოპერამიდის დაგროვების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე. ლოპერამიდის მიღება 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ნებადართული არ არის.
იმ შემთხვევაში, როდესაც მწვავე დიარეის დროს 2 დღის შემდეგ არ აღინიშნება ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს ლოპერამიდის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ დროს სუსტდება ლოპერამიდის დაშლის პროცესი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დადგენილი არ არის.
გამოშვების ფორმა: 2მგ ენის ქვეშ დასადები 6 ტაბლეტი.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: Salutas Pharma GmbH, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook