იმირანი ტაბლეტი 10მგ – IMIRAH tab.10mg

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთშორისო დასახელება: დომპერიდონი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ღებინების საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დომპერიდონს.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ერითროზინი.

ჩვენებები:
დისპეფსიური სინდრომი დაკავშირებული გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან, ეზოფაგიტთან, კუჭის ნელა დაცლასთან, რომლის სიმპტომებია ტკივილი ეპიგასტრიუმში, სისავსის შეგრძნება, გულძმარვა, ბოყინი, კუჭის დისკომფორტი, შებერილობა, გულისრევა, ღებინება. სხვადასხვა წარმოშობის გულისრევა და ღებინება, მათ შორის ფუნქციური, ორგანული, ინფექციური, დიეტური, ციტოტოქსიკური, გასტრიტი და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ჰეპატიტი, პანკრეატიტი.
კუჭ-ნაწლავის მოტორიკის დარღვევები, მათ შორის პაციენტებში დიაბეტით, აგრეთვე ნერვული სისტემის დაავადებების დროს. გულისრევა და ღებინება, კუჭ-ნაწლავის მოტორიკის დარღვევები დაკავშირებული დოფამინის აგონისტის გამოყენებასთან პარკინსონის დაავადების მკურანლობის დროს, როგორიცაა ლევოდოპა, ბრომოკრიპტინი.
კუჭ-ნაწლავის დიაგნოსტიკის წინ და ქირურგიული ჩარევის შემდეგ, გულისრევის და ღებინების პრევენციისთვის, კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გასაუმჯობესებლად.

დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია შიგნით მისაღებად. რეკომენდებულია იმირანის მიღება ჭამამდე 15-30 წუთით ადრე.
ჭამის შემდეგ მიღების შემთხვევაში, პრეპარატის შეწოვა შეყოვნებულია. გახანგრძლივებული გამოყენების დროს პაციენტებმა უნდა მიიღონ ყოველი დოზა დაგეგმილ დროს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში უნდა მოხდეს ჩვეული გრაფიკით პრეპარატის მიღება. დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
როგორც წესი, მკურანლობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
გულისრევის და ღებინების ხანმოკლე ეპიზოდის საკონტროლოდ, იმირანი მიიღება უმცირესი დოზით.
მოზრდილები და მოზარდები:
1 ტაბლეტი, თუ აუცილებელია 2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური დოზაა 8 ტაბლეტი დღეში.
ბავშვები: 0,25-0,5 მგ სხეულის მასის 1 კგ-ზე დღეში 3-4-ჯერ. მაქსიმალური დოზაა 2,4 მგ სხეულის მასის კგ-ზე დღეში.

გვერდითი მოვლენები:
ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ფაღარათი, გამონაყარი კანზე, ქავილი, გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, გამკვრივება, საერთო სისუსტე და დაღლილობა, პირის სიმშრალე.
ანაფილაქსიური რეაქციები ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით, შფოთვა, ნევროზი, გულყრები, ექსტრაპირამიდული დარღვევები, თვალის მოძრაობის დარღვევები, პარკუჭოვანი არითმიები, Q -T-ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე, მოციმციმე არითმია, უეცარი კარდიალური სიკვდილი. ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, შარდის შეკავება, სარძევე ჯირკვლის ზომაში მომატება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევები, სისხლში პროლაქტინის დონის მომატება. უკუჩვენებები: დომპერიდონის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატბეული მგრძნობელობა. ჰიპოფიზის პროლაქტინ-მაპროდუცირებელი სიმსივნე, არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება კუჭის მოტორული ფუნქციის სტიმულაციის მიზნით: კუჭ-ნაწლავის ჰემორაგია, მექანიკური გაუვალობის ან პერფორაციის დროს.
პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ან მწვავე დისფუნქციით. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის გამტარობის ინტერვალების გახანგრძლივება, განსაკუთრებით QTc, პაციენტებში ელექტროლიტების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დარღვევით ან ფონური გულის დაავადებებით, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა. QT_გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება. ბავშვებში 35 კგ-მდე სხეულის წონით.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: შემდეგ ნივთიერებებთან ერთად მიღება უკუნაჩვენებია: დისოპირამიდი, ჰიდროქინინი, ქინიდინი, ამიოდარონი, დოფეტილიდი, დრონედარონი, იბუტილიდი, სოტალოლი, ჰალოპერიდოლი, პრიმოზიდი, სერტინდოლი; ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი; პენტამიდინი; ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, ცისაპრიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი, მექიტაზინი, მიზოლასტინი, ტორემიფინი, ვანდეტანიბი, ვინკამიცინი, ბეპრიდილი, დიფემანილი, მეთადონი, პროტეაზას ინჰიბიტორები, სისტემური აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, ზოგიერთი მაკროლიდი, როგორიცაა ერითრომიცინი, კლარითრომიცინი და ტელითრომიცინი. არ არის რეკომენდებული შემდეგ ნივთიერებებთან ერთდროული გამოყენება: დილთიაზემი, ვერაპამილი და ზოგიერთი მაკროლიდი. შემდეგ ნივთიერებებთან ერთად გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს: ბრადიკარდიის და ჰიპოკალემიის გამომწვევი პრეპარატების გამოყენება, ასევე მაკროლიდები, რომლებიც მონაწილეობენ QT ინტერვალის გახანგრძლივებაში: აზითრომიცინი და ტოქსითრომიცინი.

განსაკუთრებული მითითებები: იმ შემთხვევაში, თუ გულისრევა და ღებინება გრძელდება 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. დოპმერიდონი არ არის რეკომენდებული მოძრაობის დარღვევებთან დაკავშირებული დაავადების სამკურნალოდ. დომპერიდონთან დაკავშირებულია ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება. დომპერიდონის გამოყენება უნდა მოხდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით მოზრდილებსა და ბავშვებში.
დომპერიდონი
უკუნაჩვენებია პაციენტებში ელექტროლიტების კონცენტრაციების მნიშვნელოვანი დარღვევით, როგორიცაა ჰიპოკალემია, ჰიპერკალემია, ჰიპომაგნემია, ან ბრადიკარდიით, ან პაციენტებში გულის ფონური დაავადებებით როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა პარკუჭოვანი არითმიის მომამტებული რისკის გამო. დომეპრიდონით მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ ვითარდება ისეთი ნიშნები და სიმპტომები, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს გულის არითმიასთან ან კარდიალურ რაიმე სახის სიმტპომებთან, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.
დომპერიდონის გამოყოფა გახანგრძლივებულია თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევისას. განმეორებითი გამოყენებისას პრეპარატის მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს დღეში ერთხელ ან ორჯერ, დარღვევის სიმწვავიდან გამომდინარე. შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირებაც. დომპერიდონით ხანგრძლივი მკურნალობისას, საჭიროა პაციენტების მონიტორინგი რეგულარულად.

ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ორსულისა და ძუძუთი კვების პერიოდში. მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ რისკისა და სარგებლის შეფასების შემდეგ.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: იმირანს არ გააჩნია უარყოფითი გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს შფოთვა, ცნობიერების დარღვევა, გულყრა, დეზორიენტაცია, ძილიანობა, ექსტრაპირამიდული რეაქციები.
მკურნალობა: უნდა შეწყდეს დომპერიდონით მკურნალობა და დაინიშნოს სტანდარტული სიმპტომური მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ეკგ მონიტორინგი, საჭიროებისას კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის გამოყენება.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შიგნით მისაღები ტაბლეტი: ვარდისფერი, მრგვალი, ბრტყელი, ნაჭდევით, ამოტვიფრულია "MC". #10 ტაბლეტი შეფუთულია ალუმინის.პვქ ბლისტერში. 20 ტაბლეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
მწარმოებელი ქვეყანა: კვიპროსი

გაფრთხილება