ინტერლეიკინ 12 (ნატუროპათი) / IL 12 (naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
IL 12 4CH
IL 12 15CH
IL 12 30CH

ბიოლოგიური ფუნქციები
ინტერლეიკინ 12 (IL-12) მიეკუთვნება პროანთებით ციტოკინებს. მისი ძირითადი პროდუცენტებია მონოციტები, მაკროფაგები, ასევე დენდრიტული უჯრედები, ნეიტროფილები, გააქტივებული ლიმფოციტები. ციტოკინის სინთეზის ინდუქტორებია მიკრობული კომპონენტები და მათი პროდუქტები. ბოლო მონაცემებით IL-12 ძირითადი ციტოკინია რომელიც აძლიერებს უჯრედულ-შუალედურ იმუნურ პასუხს – ვირუსების, ბაქტერიების, სოკოების,
უმარტივესების წინააღმდეგ ეფექტური ანტიინფექციური დაცვის ინიციაციის დროს. IL-12-ის ძირითადი სამიზნე უჯრედებია ბუნებრივი ქილერები და T-ლიმფოციტები. ციტოკინი ააქტიურებს T–ლიმფოციტების დიფერენცირებას, ზრდის მათ ციტოტოქსიურ აქტივობას, აძლიერებს ბუნებრივი კილერი უჯრედების (NK cells)) და
T-ლიმფოციტების პროლიფერაციას და სხვა ციტოკინების პროდუქციას.
მთავარი ეფექტი – IFN-γ-ის (გამა ინტერფერონი) სინთეზის ინდუქციაა. ამ დროს სინთეზირებული IFN-γ იწყებს მაკროფაგებით IL-12-ის სინთეზის ინდუქციის პოტენცირებას.

ჩვენებები
იმუნოკორექცია.

დოზირება
15-20 წვეთი ორჯერ დღეში (სტანდარტული დოზირება).
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30 მლ დოზატორით
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება