ინტესტი ბაქტერიოფაგი თხიერი – INTEST BAQTERIOPHAGE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სპეციფიკური ანტიბაქტერიული საშუალება.
პრეპარატის შემადგენლობა: პრეპარატი წარმოადგენს Shigella: Flexneri:  სეროჯგუფი1-6, სეროჯგუფი  Sonnei;  Salmonella paratyphi A,B; Typhimurium, Choleraesuis, Oranienburg, Enteritidis; E.Coli ბაქტერიების ფაგოლიზატების სტერილური ფილტრატების ნარევს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბაქტერიოფაგები წარმოადგენენ ბაქტერიების სპეციფიკურ ვირუსებს, რომლებიც იწვევენ ბაქტერიული ინფექციების გამოწვევი ჰომოლოგიური მიკრობების ლიზისს (Shigella: Flexneri:  სეროჯგუფი1-6, სეროჯგუფი  Sonnei;  Salmonella paratyphi A,B; Typhimurium, Choleraesuis, Oranienburg, Enteritidis; E.Coli – სეროჯგუფები: 0111, 055, 026, 125, 01199, 0128, 018, 044, 025, 020,) Proteus (vulgaris, mirabilis);  Staphylococcus, Pseudomonas, Enterococcus).
პრეპარატის მიღების ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ზემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიებით გამოწვეული ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
ინტესტი ბაქტერიოფაგი გამოიყენება დიზენტერიის, სალმონელოზის, დისპეფსიის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის სამკურნალოდ.
ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკა:
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის მიღება ხდება პერორალურად კვირაში 3–4–ჯერ;
ბავშვებში 3 წლამდე 5–6მლ დღეში ერთჯერ;
ბავშვები 3 წლის ზემოთ და მოზრდილები 5–10მლ დღეში ერთჯერ.
ნაწლავური ინფექციების მკურნალობა:
ინტესტი ბაქტერიოფაგის ეფექტურობის ერთერთი წინაპირობაა მისი გამოყენება დაავადების საწყის ეტაპზე. პრეპარატს სამკურნალოდ ღებულობენ პერორალურად ჭამამდე 30–60 წუთით ადრე დაავადების პირველი დღიდან 5–7 დღის განმავლობაში შემდეგი დოზებით: ბავშვები 3 წლამდე 5–6 მლ ერთ მიღებაზე.
ბაშვები 3 წლის ზემოთ და მოზრდილები 5–10მლ ერთ მიღებაზე 3–4–ჯერ დღეში. თუ მოცემულ ვადაში სრული განკურნება არ მოხდა შესაძლებელია ფაგის მიღების გაგრძელება 2–3 დღის განმავლობაში.
რეკომენდირებულია ზემოთ აღნიშნულთან ერთად დღეში ერთჯერ ბაქტერიოფაგის მიღება ოყნით რაოდენობით 10მლ ბავშვებისათვის და 20 მლ მოზრდილებისათვის.
ინტესტი ბაქტერიოფაგი არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას.
წინააღმდეგ ჩვენებები:
ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელ რომელიმე ინგრედიენტზე.
უკუჩვენებები:
არ აქვს.
გვერდითი მოქმედება:
არ აღინიშნება.
განსაკუთრებული მითითებები:
არატოქსიურია.
ფეხმძიმობა და ლაქტაცია:
წინაღმდეგ ჩვენება არ აქვს.
მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ჯგუფის პრეპარატთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 6–4 0C ტემპერატურაზე.

გაფრთხილება
: შემღვრეული პრეპარატი არ გამოიყენება:
პრეპარატის გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ
პრეპარატის ფორმა: სხვადასხვა ინტენსივობის, ყვითელი ფერის, გამჭვირვალე სითხე. 20მლ სამედიცინო შუშის ფლაკონში #4.
მწარმოებელი: სს "ბიოქიმფარმი", საქართველო, თბილისი

გაფრთხილება