ინფლუდო – ველედა / Infludo

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
10 გ (= 11,1 მლ) შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: ტილჭირის (Aconitum napellus) ხსნარი D3 1 გ / ლეშურას (Bryonia) ხსნარი D2 0,6 გ / ევკალიპტის (Eucalyptus) ხსნარი D2 0,5 გ / ვარდკანაფას (Eupatorium perfoliatum) ხსნარი D2 0,4 გ / ფოსფორის (Phosphorus) ხსნარი D4 [D4 94% ეთანოლით (მ/მ)] 1 გ / საბადილას (შაბადილა) ხსნარი D3 1 გ.
სხვა ინგრედიენტები: 94 % (მ/მ) ეთანოლი / გამოხდილი წყალი.

ჩვენებები
გრიპოზული ინფექციები და სიცხით მიმდინარე გაცივება.

მიღების წესები და დოზები
მიქსტურა ზავდება მცირე რაოდენობის წყლით. ბავშვები 6 წლის ასაკს ზევით დაავადების მწვავე სტადიაში იღებენ 3-5 წვეთ ერთჯერად დოზას ყოველ 1-2 საათში ან 1 ჭიქა წყალში გახსნილ 35-50 წვეთს ყლუპობით მთელი დღის განმავლობაში. სიცხის დაწევის შემდეგ: 3-5 წვეთი დღეში 2-4-ჯერ სრულ გამოჯანმრთელებამდე.
გამოშვების ფორმა: 20 მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: ველედა, გერმანია

გაფრთხილება