ინჰალიპტი – INHALYPTUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
აეროზოლი: ბალონში 30 მლ მოცულობით.
1 ფლ.
სულფანილამიდი ხსნადი…………………750 მგ
სულფატიზოლის ნატრიუმი……………….750 მგ
თიმოლი       …………………………………..15 მგ
ევკალიპტის ზეთი ……………………………15 მგ
პიტნის ზეთი          ………………………….15 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ინჰალიპტი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს აეროზოლის სახით, რომელიც შეიცავს ხსნად ნორსულფაზოლს და სტრეპტოციდს, თიმოლს, ევკალიპტისა და პიტნის ზეთს. ინჰალიპტს გააჩნია ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენებები:
ინჰალიპტი გამოიყენება ცხვირ-ხახისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, აფტოზური და წყლულოვანი სტომატიტები.
დოზირების რეჟიმი:
ინჰალიპტი გამოიყენება ადგილობრივად ლორწოვან გარსზე შესხურების გზით.
გამოყენების წინ ფლაკონს აშორებენ დამცავ სარქველს, რომელიც უკეთდება შეფუთვაში არსებულ გამოსასხურებელ საშუალებას, აფიქსირებენ თითის მეშვეობით და 1-2 წმ-ის განმავლობაში შეისუნთქავენ პირის ღრუში. გამოყენებისას ბალონი უნდა გვეჭიროს  აუცილებლად ვერტიკალურ მდგომარეობაში. პრეპარატის შესხურების წინ საჭიროა პირის ღრუში თბილი წყლის გამოვლება. დაზიანებული პირის ღრუს ზედაპირზე: (ეროზია, წყლული) არსებული ნეკროზული ნადები რეკომენდებულია ფრთხილად მოვიცილოთ ტამპონის მეშვეობით.
შესხურება წარმოებს დღეში 3-4-ჯერ; პრეპარატს აჩერებენ პირის ღრუში 5-7 წთ-ის განმავლობაში. ყოველი მანიპულაციის შემდეგ რეკომენდებულია სარქველის გასუფთავება და სუფთა წყლიან ჭიქაში მოთავსება.
უკუჩვენებები:
*ინჰალაპტის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია სულფანილამიდებისა და ეთერზეთების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 3-350C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისა და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: ALTAIVITAMIN, რუსეთი

გაფრთხილება