იოჰიმბინი – YOHIMBINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
იოჰიმბინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს პრესინაფსური ალფა2- ადრენორეცეპტორების სელექტიურ ანტაგონისტს. დიდ დოზებში იგი აბლოკირებს პოსტსინაფსურ ალფა-ადრენორეცეპტორებს. იწვევს რენული, ინტესტინალური და გენიტალიუმის არტერიების ვაზოდილატაციას.
ცნს-ზე მოქმედებით იოჰიმბინის ჰიდროქლორიდი ასტიმულირებს სექსუალურ აქტივობას. სათესლე ბაგირაკების სითბური ტრავმის დროს იცავს სასქესო უჯრედებს მათი განვითარების ადრეულ ეტაპზე. პრეპარატი ნაკლებად ტოქსიურია, არ ახასიათებს კუმულაციური თვისებები, გავლენას არ ახდენს სპერმის გენეტიკურ აპარატზე.
ჩვენებები
იოჰიმბინს იყენებენ, როგორც პოტენციის გასაძლიერებელ სამკურნალო საშუალებას (აფროდიზიაკი), იმპოტენციის ფსიქიური და ფუნქციური ფორმის სამკურნალოდ.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებს პერორალურად ენიშნებათ 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში საკვების მიღებას შორის ინტერვალში 1 თვის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
პაციენტების მიერ იოჰიმბინის ინტენსიური გამოყენების დროს შესაძლებელია ნერვული აგზნებადობა, თავბრუსხვევა, შაკიკი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, პრიაპიზმი, დიარეა.
უკუჩვენებები
* ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მოშლით გამოწვეული მძიმე დაავადებები;
* ადრენომიმეტური საშუალებით მკურნალობა.

გაფრთხილება