გალვუსი / GALVUS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გალვუსი / GALVUS-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ვილდაგლიპტინი/vildagliptin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ალფა-გლუკოზიდაზას ინჰიბიტორები


გალვუსი / GALVUS აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ათქკოდი A10B H02.
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება:;
1 ტაბლეტი შეიცავს ვილდაგლიპტინს 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა მიკროკრისტალური, ლაქტოზა უწყლო, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (ტიპი А), მაგნიუმის სტეარატი.

კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
გალვუსი ნაჩვენებია მოზრდილებში II ტიპის შაქრის დიაბეტის სამკურნალოდ:
მონოთერაპიის სახით
– პაციენტებისთვის, რომელთა დიეტამ და ფიზიკურმა დატვირთვამ არ მიიყვანა სისხლში გლუკოზის ადეკვატურ კონტროლამდე, მეტფორმინი კი არ გამოდგება უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო.
ორმაგი ორალური თერაპიის სახით კომბინაციაში:
– მეტფორმინთან ერთად, პაციენტებისთვის, რომლებთანაც მაქსიმალურმა გადასატანმა დოზამ მეტფორმინით მონოთერაპიისას არ მიიყვანა ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლამდე;
– სულფონილშარდოვანასთან ერთად, პაციენტებისთვის, რომლებთანაც მაქსიმალურმა გადასატანმა დოზამ სულფონილშარდოვანით მონოთერაპიისას არ მიიყვანა ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლამდე და რომელთათვისაც მეტფორმინი არ გამოდგება უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო;
– თიაზოლიდინდიონთან ერთად, პაციენტებისთვის არასაკმარისი გლიკემიური კონტროლით და რომელთათვისაც მისაღებია თიაზოლიდინდიონის გამოყენება.
სამმაგი ორალური თერაპიის სახით კომბინაციაში:
– სულფონილშარდოვანასთან და მეტფორმინთან ერთად, თუ დიეტამ, ფიზიკურმა დატვირთვამ პლიუს ორმაგმა თერაპიამ ამ პრეპარატებით არ აჩვენა ადეკვატური გლიკემიური კონტროლი.
გალვუსი ასევე ნაჩვენებია ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებისთვის (მეტფორმინთან ან მის გარეშე), თუ დიეტამ, ფიზიკურმა დატვირთვამ და სტაბილურმა დოზამ არ მიიყვანა ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლამდე.

უკუჩვენებები.
– გარკვეული მგრძნობელობა ვილდაგლიპტინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
– ბავშთა ასაკი.

გამოყენების წესი და დოზირება.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილი პაციენტები
მონოთერაპიის სახით გამოყენებისას, მეტფორმინთან კომბინაციაში, თიაზოლიდინდიონთან კომბინაციაში, მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში ან ინსულინთან კომბინაციაში (მეტფორმინთან ან მის გარეშე) ვილდაგლიპტინის რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ, რომელსაც იღებენ თითო დოზით 50 მგ დილას და საღამოს.
სულფონილშარდოვანასთან ორმაგ კომბინაციაში გამოყენებისას ვილდაგლიპტინის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 50 მგ დილით. ამ პოპულაციის პაციენტებისთვის ვილდაგლიპტინის 100 მგ/დღეში არ არის უფრო ეფექტური, ვიდრე ვილდაგლიპტინის 50 მგ ერთხელ დღეში.
სულფონილშარდოვანასთან ორმაგ კომბინაციაში გამოყენებისას შეიძლება განხილულ იქნას სულფონილშარდოვანას უფრო დაბალი დოზის გამოყენების შესაძლებლობა ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად.
100 მგ-ზე მაღალი დოზები არ არის რეკომენდირებული.
თუ გალვუსის დოზა გამოტოვებულია, ის უნდა მიღებულ იქნას რაც შეიძლება მალე. იმავე დღეს ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.
ვილდაგლიპტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა სამმაგ ორალურ თერაპიაში მეტფორმინთან და თიაზოლიდინდიონთან კომბინაციაში არ არის დადგენილი.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციებისთვის
ხანდაზმული პაციენტები (≥ 65 წლის)
ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის დოზის კორექტირების აუცილებლობა არ არის.
თირკმლების ფუნქციის დარღვევა
თირკმლების ფუნქციის მსუბუქი დარღვევებით პაციენტებისთვის დოზის რეგულირების აუცილებლობა არ არის (კრეატინინის კლირენსი ≥ 50 მლ/წთ). თირკმლების ფუნქციის ზომიერი ან ძლიერი დარღვევებით ან თირკმლების დაავადების ბოლო სტადიით (EშღD) პაციენტებისთვის გალვუსის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 50 მგ დღეში ერთხელ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
გალვუსი არ არის რეკომენდირებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის, მათ შორის იმ პაციენტებისთვის, რომელთა ალატ-ის ან ასატ-ის დონე მკურნალობამდე 3 ჯერზე მეტად აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს.
დოზირება ბავშვებში
გალვუსი არ არის რეკომენდირებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის, ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო.
გამოყენების წესი
შიგნით მიღებისთვის.
საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენების უმეტესობა, რომლებიც ჩნდება პრეპარატ გალვუსის მიღებისას იყო მსუბუქი ხასიათის და დროებითი და, ასევე ისეთი, რომელიც არ ითხოვს მკურნალობის შეწყვეტას.
ანგიონევროზული შეშუპების ერთეული შემთხვევები, რომელთა შესახებ ცნობები იყო ვილდაგლიპტინის მიღებასთან დაკავშირებით, იმავე სიხშირით აღინიშნებოდა, როგორც საკონტროლო ჯგუფში. შემთხვევების უფრო მაღალი პროცენტი აღინიშნებოდა იმ ჯგუფში, სადაც ვილდაგლიპტინი გამოიყენებოდა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორთან ერთად კომბინაციაში (აგფ ინჰიბიტორთან).
არსებობს ასევე შეტყობინებები ღვიძლის უკმარისობის განვითარების ერთეული შემთხვევების შესახებ (მათ შორის ჰეპატიტის). ეს შემთხვევები ჩვეულებრივ იყო უსიმპტომო, კლინიკური შედეგების გარეშე, ღვიძლის ფუნქციის ტესტების შედეგები კი (ღფტ) მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ნორმალურს უბრუნდებოდა.
კონტროლირებად კვლევებში 24 კვირამდე ხანგრძლივობის მონოთერაპიისა და დამატებითი თერაპიის დროს ალატ-ის და ასატ-ის ნორმის ზედა ზღვარის 3 ჯერზე მეტად გადამეტების შემთხვევები (კლასიფიცირდება არანაკლებ 2 თანმიმდევრული გაზომვისას ან შემაჯამებელი ვიზიტისას)  შეადგენდა 0.2%, 0.3% და 0.2% 50 მგ/დღეში ვილდაგლიპტინისთვის, 5 მგ ორჯერ დღეში ვილდაგლიპტინისა და ყველა შესადარი პრეპარატისთვის, შესაბამისად. ტრანსამინაზების ასეთი მომატება მთლიანობაში იყო უსიმპტომო, არაპროგრესირებადი და მას თან არ ახლდა ქოლესტაზი და სიყვითლე.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეისწავლებოდა კვლევების განმავლობაში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ გალვუსს მონოთერაპიის სახით და კომბინირებული თერაპიის სახით, მითითებულია ქვემოთ MedDRA სისტემის შესაბამისად ორგანოების კლასებისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით.
ორგანოების სისტემის თითოეულ კლასში გვერდითი მოვლენები მოწესრიგებულია სიხშირის მიხედვით, უფრო ხშირი რეაქციები პირველებია. სიხშირის მიხედვით თითოეული ჯგუფის ფარგლებში გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სერიოზულობის კლების რიგითობით.
გარდა ამისა, სიხშირის შესაბამისი კატეგორია თითოეული გვერდითი მოვლენისთვის ეფუძნება შემდეგ პირობითობას (СIOMS III): ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100; <1/10), არახშირად (≥ 1/1000; <1/100), იშვიათად (≥1/10000; < 1/1000), ძალიან იშვიათად (< 1/10000).

პრეპარატის კომბინაცია მეტფორმინთან:
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – ტრემორი, თავბრუ, თავის ტკივილი; არახშირად – დაღლილობა.
გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ: ხშირად – გულისრევა.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ხშირად – ჰიპოგლიკემია.

პრეპარატის კომბინაცია სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან:
სასუნთქი ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – რინოფარინგიტი.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – ტრემორი, თავბრუ, თავის ტკივილი, ასთენია.
გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ: არახშირად – ყაბზობა.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ხშირად – ჰიპოგლიკემია.

პრეპარატის კომბინაცია თიაზოლიდინდიონთან:
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, ასთენია.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ხშირად – სხეულის მასის ზრდა; არახშირად – ჰიპოგლიკემია.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას: ხშირად – პერიფერიული შეშუპებები.

მონოთერაპია პრეპარატით გალვუსი:
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუ; იშვიათად – თავის ტკივილი.
გასტროინტესტინური სისტემის მხრივ: არახშირად – ყაბზობა.
ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად – ართრალგია.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: არახშირად – ჰიპოგლიკემია.
სასუნთქი ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, რინოფარინგიტი.
ზოგადი დარღვევბი და რეაქციები შეყვანის ადგილას: არახშირად – პერიფერიული შეშუპებები.

პრეპარატის კომბინაცია მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან:
სასუნთქი ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – რინოფარინგიტი.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – ტრემორი, თავბრუ.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად – ჰიპერჰიდროზი.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ხშირად – ჰიპოგლიკემია.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას: ხშირად – ასთენია.

პრეპარატის კომბინაცია ინსულინთან:
გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ: ხშირად – გულისრევა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი; არახშირად – დიარეა, მეტეორიზმი.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას: ხშირად – შეციება.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ხშირად – სისხლში გლუკოზის დონის კლება.

პოსტმარკეტინგული კვლევები:
შემდეგი გვერდითი მოვლენები იქნა მიღებული პრეპარატ გალვუსის გამოყენების პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან სპონტანური შეტყობინებების გზით და ლიტერატურული მონაცემებიდან. რადგან მოცემული რეაქციების შესახებ შეტყობინება ნებაყოფლობითი იყო და შემოდიოდა უცნობი ზომის პოპულაციიდან, არ წარმოიდგინება შესაძლებლად სანდოდ შეფასდეს მათი სიხშირე, ამიტომ ისინი კლასიფიცირდება სიხშირით – უცნობია.
გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ: უცნობია – პანკრეატიტი.
ჰეპატობილიალური სისტემის მხრივ: უცნობია – ჰეპატიტი (შექცევადი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ), ღვიძლის ფუნქციის ანომალური ტესტები (შექცევადი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: უცნობია – ჭინჭრის ციება, კანის ბულოზური და ექსფოლიატური დაზიანებები.

ჭარბი დოზირება.
ნიშნები და სიმპტომები
ვილდაგლიპტინით ჭარბი დოზირების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.

სიმპტომები
ჭარბი დოზირების შესაძლო სიმპტომების შესახებ ინფორმაცია ეფუძნება დოზის მომატებისას ტოლერანტობის კვლევის შედეგებს ჯანმრთელ სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ გალვუსს 10 დღის განმავლობაში. 400 მგ დროს იყო კუნთოვანი ტკივილების 3 შემთხვევა და მსუბუქი და ტრანზიტორული პარესტეზიის, ტემპერატურის მომატების, შეშუპებების, ლიპაზის დონეების ტრანზიტორული მომატების ერთეული შემთხვევები. 600 მგ დროს ერთ სუბიექტს ჰქონდა ფეხებისა და ხელების შეშუპება და კრეატინინფოსფოკინაზას (კფკ), ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასატ), ჩ-რეაქტიული ცილისა და მიოგლობინის დონის ჭარბი მომატება. ამ დოზის დროს კიდევ სამ სუბიექტთან ფეხებისა და ხელების შეშუპებას ორ შემთხვევაში თან ახლდა პარესტეზია. ყველა სიმპტომი და ლაბორატორიული მაჩვენებლების ანომალია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ აღმოიფხვრებოდა.
მკურნალობა
ჭარბი დოზირებისას რეკომენდირებულია მხარდამჭერი მკურნალობა. ვილდაგლიპტინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით, თუმცა ძირითადი ჰიდროლიზური მეტაბოლიტი (LAY151) შეიძლება მოცილებულ იქნას დიალიზის დახმარებით.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ორსულობა
დღეისათვის არ არის საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებთან ვილდაგლიპტინის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქტიული ტოქსიკურობა მაღალი დოზების დროს. პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია. პრეპარატის ადამიანებზე ზემოქმედების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, გალვუსი გამოყენება ორსულობის დროს არ არის მიზანშეწონილი.

ძუძუთი კვების პერიოდი
უცნობია, აღწევს თუ არა ვილდაგლიპტინი დიდის რძეში, ამიტომ გალვუსის დანიშვნა ქალებისთვის ძუძუთი კვების პერიოდში არ არის მიზანშეწონილი.

ბავშვები.
პრეპარატს არ უნიშნავენ ბავშვებს 18 წლამდე ასაკში.

გამოყენების თავისებურებები.
ზოგადი თავისებურებები
გალვუსი არ წარმოადგენს ინსულინის შემცვლელს ინსულინდამოკიდებული პაციენტებისთვის. პრეპარატის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი დიაბეტური კეტოაციდოზის მკურნალობისას I ტიპის დიაბეტით პაციენტებთან.
თირკმლების ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევით პაციენტებთან გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ ასეთ პაციენტებთან გალვუსი უნდა გამოყენებულ იქნას სიფრთხილით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
გალვუსი არ არის რეკომენდირებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით პაციენტებში გამოყენებისთვის, მათ შორის იმ პაციენტებთან, რომლებთანაც ალატ-ის ან ასატ-ის დონე 3 ჯერზე მეტად აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს.

ღვიძლის ფერმენტების დონის კონტროლი
შესწავლილია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის იშვიათი შემთხვევები (ჰეპატიტის ჩათვლით). ამ შემთხვევებში, მთლიანობაში, პაციენტის მდგომარეობა იყო უსიპტომო კლინიკური შედეგების გარეშე, ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლები (LFTs) კი  ნორმალიზდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. გალვუსით მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარებულ იქნას LFT ტესტები, რომ დადგენილ იქნას საწყისი მაჩვენებლები. LFთ მონიტორინგის ჩატარება აუცილებელია ყოველ სამ თვეში ერთხელ გალვუსით მკურნალობის პირველ წელს, ამის შემდეგ კი – პერიოდულად. პაციენტებისთვის, რომლებთანაც მოიმატა ტრანსამინაზების დონემ აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მეორადი დამადასტურებელი შეფასების ჩატარება, შემდგომში კი LFT ტესტირების ხშირი ჩატარება მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე. თუ გრძელდება ალატ-ის და ასატ-ის დონეების მომატება 3 ჯერზე მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით, რეკომენდირებულია გალვუსით თერაპიის მოხსნა.
პაციენტებმა, რომლებსაც გაუჩნდა სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სხვა ნიშნები, უნდა შეწყვიტონ გალვუსის მიღება. LFT ნორმალიზაციის შემდეგ ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ უნდა განახლდეს.

გულის უკმარისობა
ვილდაგლიპტინის კლინიკურმა კვლევებმა ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) კლასიფიკაციის მიხედვით I – III ფუნქციური კლასის გულის უკმარისობით პაციენტებში აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ იყო დაკავშირებული ცვლილებებთან მარცხენა პარკუჭის ფუნქციაში ან უკვე არსებული შეგუბებული გულის უკმარისობის (შგუ) გამწვავებებთან პლაცებოსთან შედარებით. კლინიკურმა გამოცდილებამ NYHA III ფუნქციური კლასის გულის უკმარისობით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს, შეზღუდულია და შედეგები არ არის საბოლოო.
ვილდაგლიპტინის გამოყენების გამოცდილება კლინიკურ გამოცდებში IV კლასის გულის უკმარისობით პაციენტებში არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება ასეთ პაციენტებთან არ არის რეკომენდირებული.

კანის დაავადებები
არაკლინიკურ ტოქსიკოლოგიურ კვლევებში (ნაწილი 5.3) მაიმუნებში აღნიშნულია კანის დაზიანებები კიდურებზე, ბებერებისა და წყლულების წარმოქმნის ჩათვლით. თუმცა კლინიკურ გამოცდებში არ აღინიშნებოდა კანის დაზიანებების სიხშირის მომატება, კანის დიაბეტური გართულებებით პაციენტებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. უფრო მეტიც, პოსტმარკეტინგულ შეტყობინებებში აღნიშნავდნენ კანის დაზიანებებს ბებერებითა და აქერცვლით. ამიტომ დიაბეტურ პაციენტებზე ჩვეულებრივი დაკვირვებების დროს რეკომენდირებულია კანის ისეთი დაზიანებების მონიტორინგი, როგორებიცაა ბებერებისა და წყლულების წარმოქმნა.

პანკრეატიტი
პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს იყო სპონტანური შეტყობინებები პანკრეატიტის, როგორც გვერდითი რეაქციის შესახებ. პაციენტები უნდა ინფორმირებულ იქნან მწვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ: პერსისტირებადი ძლიერი ტკივილი მუცლის აპკში.
ვილდაგლიპტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ პანკრეატიტი გაივლის. პანკრეატიტის სიმპტომების გაჩენისას ვილდაგლიპტინისა და ამ მოსალოდნელი გვერდითი ეფექტით სხვა პრეპარატების მიღება უნდა შეწყდეს.

ჰიპოგლიკემია
ცნობილია, რომ სულფონილშარდოვანა იწვევს ჰიპოგლიკემიას. ჰიპოგლიკემიის რისკი არსებობს იმ პაციენტებისთვისაც, რომლებიც იღებენ ვილდაგლიპტინს სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში. ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირებისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნას სულფონილშარდოვანას დაბალი დოზის გამოყენება.
სხვა თავისებურებები
გალვუსი, ტაბლეტები, პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა. პაციენტებს იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით – ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზისა და გალაქტოზის მალაბსორბცია – პრეპარატი გალვუსი უკუნაჩვენებია.

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.
კვლევები ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედებაზე არ ჩატარებულა. პაციენტები, რომლებსაც აქვთ თავბრუ, არ უნდა მართონ ავტოტრანსპორტი ან იმუშაონ მექანიზმებთან.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
ვილდაგლიპტინს გააჩნია სამკურნალწამლო ურთიერთქმედების დაბალი პოტენციალი. რადგან ვილდაგლიპტინი არ წარმოადგენს ფერმენტ Р (CYP) 450 სუბსტრატს, არ აინჰიბირებს და არ აინდუცირებს CYP 450 ფერმენტებს, ნაკლებად სავარაუდოა მისი ურთიერთქმედება აქტიურ სუბსტანციებთან, რომლებიც ამ ფერმენტების სუბსტრატები, ინჰიბიტორები ან ინდუქტორები არიან.
კომბინაცია პიოგლიტაზონთან, მეტფორმინთან და გლიბურიდთან
ამ ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების კვლევების შედეგებმა არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები.
დიგოქსინი (Pgp სუბსტრატი), ვარფარინი (CYP2C9 სუბსტრატი)
კლინიკურ კვლევებში ჯანმრთელ მოხალისეებში არ არის გამოვლენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები. თუმცა სამიზნე პოპულაციისთვის ასეთი მონაცემები არ არსებობს.
კომბინაცია ამლოდიპინთან, რამიპრილთან, სიმვასტატინთან ან ვალსარტანთან ამლოდიპინისთვის, რამიპრილისთვის, სიმვასტატინისთვის და ვალსარტანისთვის ჩატარებულია სამკურნალწამლო ურთიერთქმედებების კვლევები ჯანმრთელ მოხალისეებში. ამ კვლევებში არ არის გამოვლენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები ვილდაგლიპტინთან ერთობლივი შეყვანისას.
როგორც სხვა ორალური ანტიდიაბეტური პროდუქტებისთვის გარკვეულ აქტიურ სუბსტანციებს (თიაზიდების, კორტიკოსტეროიდების, თირეოიდული აგენტებისა და სიმპატომიმეტიკების ჩათვლით) შეუძლია ვილდაგლიპტინის ჰიპოგლიკემიური ეფექტის შემცირება.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ვილდაგლიპტინი მიეკუთვნება ნივთიერებათა კლასს, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვლის კუნძულოვანი აპარატის ბეტა უჯრედების მუშაობას აძლიერებს, წარმოადგენს დიპეპტიდილპეპტიდაზა-4 (DPP-4) მძლავრ და სელექტიურ ინჰიბიტორს, რომელიც აუმჯობესებს გლიკემიურ კონტროლს. ვილდაგლიპტინის გამოყენება იწვევს DPP-4 აქტივობის სწრაფ და სრულ შეწყვეტას. II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებთან ვილდაგლიპტინის მიღება აჩერებს DPP-4 ფერმენტის აქტივობას 24 საათით. ვილდაგლიპტინით DPP-4 ინჰიბირება იწვევს ინკრეტინის ჰორმონების გმპ-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1) და გიპ (გლუკოზა-დამოკიდებული ინსულინოტროპული პეპტიდი)  ენდოგენური დონის მომატებას შიმშილის დროს და საკვების მიღების შემდეგ.
ამ ჰორმონების ენდოგენური დონეების მომატების გზით ვილდაგლიპტინი აუმჯობესებს ბეტა უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზისადმი, რაც იწვევს გლუკოზა-დამოკიდებული ინსულინის სეკრეციის გაძლიერებას. 50 მგ-დან 100 მგ-მდე დღე-დამეში დოზებში პრეპარატით II ტიპის დიაბეტით პაციენტების მკურნალობა საგრძნობლად აუმჯობესებს ბეტა უჯრედების ფუნქციის მარკერებს. ბეტა უჯრედების ფუნქციის გაუმჯობესების ხარისხი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის საწყის ხარისხზე; პაციენტებში, რომლებიც არ არიან დიაბეტით დაავადებულნი (გლუკოზის ნორმალური დონით), ვილდაგლიპტინი არ იწვევს ინსულინის სეკრეციის სტიმულირებას ან გლუკოზის დონეების შემცირებას.
გმპ-1 ენდოგენური დონეების მომატების გზით ვილდაგლიპტინი აძლიერებს ალფა უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზისადმი, რაც იწვევს გლუკაგონის გლუკოზა-დამოკიდებული რეგულაციის გაუმჯობესებას. გლუკაგონის ჭარბი დონის კლება საკვების მიღების დროს იწვევს ინსულინისადმი რეზისტენტობის შემცირებას. ინსულინ-გლუკაგონი შეფარდების მნიშვნელოვანი ზრდა ჰორმონ ინკრეტინის მომატებული დონეებით გამოწვეული ჰიპოგლიკემიის ფონზე იწვევს ღვიძლის მიერ გლუკოზის პროდუქციის შემცირებას შიმშილის დროს და საკვების მიღების შემდეგ, რაც იწვევს გლიკემიის კლებას.
გმპ-1 მომატებული დონის გარკვეული ზემოქმედება, რომელიც მდგომარეობს კუჭის შიგთავსის შენელებულ ევაკუაციაში, არ აღინიშნება ვილდაგლიპტინით მკურნალობისას.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
უზმოზე ორალური შეყვანის შემდეგ ვილდაგლიპტინი მალე შეიწოვება და პლაზმაში პიკური კონცენტრაციები აღინიშნება 1,7 საათის შემდეგ. საკვებთან ერთად შეყვანა ოდნავ აფერხებს პლაზმაში პიკური კონცენტრაციების მიღწევას (2.5 საათამდე), მაგრამ არ ცვლის ზოგად ექსპოზიციას (AUC). საკვებთან ერთად ვილდაგლიპტინის შეყვანა ამცირებს Cmax 19 %-ით. თუმცა ცვლილებების სიდიდე არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი, ამიტომ გალვუსის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. აბსოლუტური ბიოხელმისაწვდომობა შეადგენს 85 %.
განაწილება
ვილდაგლიპტინის შეკავშირება პლაზმის ცილებთან დაბალია (9.3 %) და ვილდაგლიპტინი თანაბარი ხარისხით ნაწილდება პლაზმასა და სისხლის წითელ უჯრედებს შორის. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ვილდაგლიპტინის განაწილების საშუალო მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს 71 ლ, რაც ექსტრავასკულარულ განაწილებაზე მიუთითებს.
ბიოტრანსფორმაცია
მეტაბოლიზმი ადამიანებში ვილდაგლიპტინის გამოყოფის ძირითადი გზაა, შეადგენს დოზის 69 %. ძირითადი მეტაბოლიტი, LAY151, ფარმაკოლოგიურად არააქტიურია და ციანური ფრაგმენტის ჰიდროლიზის პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც ფასდება როგორც დოზის 57 %, რის შემდეგაც მოდის ჰიდროლიზის  გლუკურონიდული  (BQS867) და ამიდური პროდუქტები (დოზის 4 %). ადამიანის თირკმლების მიკროსომებში  in vitro მონაცემები მიუთითებს, რომ თირკმლები შეიძლება ერთ-ერთი ძირითადი ორგანოები იყოს, რომლებიც მონაწილეობს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზში მის ძირითად არააქტიურ მეტაბოლიტამდე LAY151. DPP-4 ნაწილობრივ მონაწილეობს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზში, რაც დადგენილია DPP-4 დეფიციტით ვირთხებში in vivo კვლევისას. ვილდაგლიპტინი რაოდენობრივ ხარისხში არ მეტაბოლიზდება ციტოქრომ Р450 ფერმენტების მიერ. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა ვილდაგლიპტინის მეტაბოლურ კლირენსზე იმ პრეპარატების ზეგავლენა, რომლებიც ციტოქრომ P450 ფერმენტების ინჰიბიტორები და/ან ინდუქტორები არიან. ამიტომ, ასევე ნაკლებად სავაუდოა ვილდაგლიპტინის ზეგავლენა ერთობლივად მისაღები პრეპარატების მეტაბოლურ კლირენსზე, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP 1А2, CYP 2С8, CYP 2С9, CYP 2С19, CYP 2D6, CYP 2Е1 ან CYP 3А4/5 მონაწილეობით.
გამოყოფა
[14С]- ვილდაგლიპტინის ორალური შეყვანის შემდეგ, დოზის დაახლოებით 85 % გამოიყოფა შარდთან ერთად, 15 % – განავალთან ერთად. ორალური შეყვანის შემდეგ უცვლელი ვილდაგლიპტინის რენალური ექსკრეცია შეადგენს დოზის 23 %. ჯანმრთელი სუბიექტებისთვის ინტრავენური შეყვანის შემდეგ ვილდაგლიპტინის პლაზმის მთლიანი კლირენსი და რენალური კლირენსი შეადგენს 41 ლ/საათში და 13 ლ/საათში, შესაბამისად. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს. ორალური შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3 საათს.
ხაზოვნება/ არახაზოვნება
თერაპიული დოზების დიაპაზონში Сmax და AUC იზრდება დაახლოებით დოზის პროპორციულად.
მახასიათებლები პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფებისთვის
სქესი
არ აღინიშნებოდა ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები სხვადასხვა დიაპაზონის ასაკისა და სხეულის მასის ინდექსის (BMI)  მამრობითი და მდედრობითი სქესის სუბიექტებს შორის. სქესი არ ახდენს ზეგავლენას ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4 ინჰიბირებაზე.
ხანდაზმული პაციენტები
ჯანმრთელ ხანდაზმულ პაციენტებში (≥ 70 წლის) ვილდაგლიპტინის ზოგადი ექსპოზიცია (100 მგ/დღეში) იზრდებოდა 32 %-ით,Cmax პლაზმაში 18 %-ით მომატებისას, უფრო ახალგაზრდა ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით (18-დან 40 წლამდე). ითვლება, რომ ეს ცვლილებები არ წარმოადგენს კლინიკურად მნიშვნელოვანს. ასაკი არ მოქმედებს ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4 ინჰიბირებაზე.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ზეგავლენა ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილ იქნა ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი და სერიოზული დარღვევებით პაციენტებში ჩაილდ-პიუს სკალის საფუძველზე (დიაპაზონი 6-დან მსუბუქისთვის 12-მდე სერიოზულისთვის), ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით. ვილდაგლიპტინთან მიმართებაში ექსპოზიცია ერთეული დოზირების შემდეგ მსუბუქი და ზომიერი დარღვევებით სუბიექტებში მცირდებოდა (20 % და 8 %, შესაბამისად), მაშინ როდესაც ექსპოზიცია ვილდაგლიპტინთან მიმართებაში პაციენტებში სერიოზული დარღვევებით იზრდებოდა 22 %-ით. ექსპოზიციის მაქსიმალური ცვლილება (ზრდა ან შემცირება) შეადგენს დაახლოებით 30 %, რაც არ განიხილება, როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი. არ არსებობს კორელაცია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დონესა და ვილდაგლიპტინის მიმართ ექსპოზიციის ცვლილებას შორის.
თირკმლების ფუნქციის დარღვევები
ვილდაგლიპტინის AUC იზრდებოდა, საშუალოდ, 1.4, 1.7 და 2 ჯერ პაციენტებთან თირკმლების ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი და ძლიერი დარღვევებით, შესაბამისად, თირკმლების ნორმალური ფუნქციით სუბიექტებთან შედარებით. LAY151 მეტაბოლიტების AUC იზრდებოდა 1.6, 3.2 და 7.3 ჯერ, BQS867 კი იზრდებოდა 1.4, 2.7 და 7.3 ჯერ პაციენტებთან თირკმლების ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი და ძლიერი დარღვევებით, შესაბამისად, თირკმლების ნორმალური ფუნქციით სუბიექტებთან შედარებით. შეზღუდული მონაცემები ბოლო სტადიაში (ESRD) თირკმლის დაავადებით პაციენტებისთვის, აჩვენებს, რომ მათთან ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია ანალოგიურია თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევის მქონე პაციენტებისა. LAY151 კონცენტრაციები ESRD მქონე პაციენტებთან დაახლოებით 2-3 ჯერ მეტია, ვიდრე პაციენტებთან თირკმლების ფუნქციის ძლიერი დარღვევებით.
ვილდაგლიპტინი შეზღუდულად გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს (3 % ჰემოდიალიზის 3 – 4 საათის მანძილზე, რომელიც დაიწყეს დოზირებიდან 4 საათის შემდეგ).
ეთნიკური ჯგუფები
შეზღუდული მონაცემები ადასტურებს, რომ ეთნიკური კუთვნილება ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე ზეგავლენას არ ახდენს.
ხაზოვნება
ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება აბსოლუტური ბიოხელმისაწვდომობით 85 %. პლაზმაში ვილდაგლიპტინის კონცენტრაციის პიკი და ფართობი მრუდის ქვეშ

ფარმაცევტული მახასიათებლები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები მოცელილი კიდეებით, თეთრიდან ღია მოყვითალო ფერამდე, «NVR» ნაჭდევით ერთი მხრიდან და «FB» – მეორე მხრიდან.

ვარგისიანობის ვადა.
3 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება არაუმეტეს 30ºС ტემპერატურაზე სინესტისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 50მგ ტაბლეტი №28
შეფუთვა7 ტაბლეტი ბლისტერში, თითო ბლისტერი მუყაოს კოლოფში,
ან 14 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ან 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Novartis Pharma Stein AG, შვეიცარია

გაფრთხილება