გალიქსი – ადგილობრივი ლოსიონი / Galix Topical Lotion

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გალიქსი – ადგილობრივი ლოსიონი / Galix Topical Lotion-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

გალიქსი – ადგილობრივი ლოსიონი / Galix Topical Lotion-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საშუალებები ფერიმჭამელების მკურნალობისათვის


გალიქსი – ადგილობრივი ლოსიონი / Galix Topical Lotion აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>



ჩვენება

აკნე

შემადგენლობა
ქალბანას (Ferula gummosa) და ლავანდის (Lavandula stoechas) ეთერზეთები
მოქმედი ნივთიერებები
GBA ((galbanic acid)(სესქვიტერპენული კუმარინი)), გერანიოლი, ლიმონენი, ლინალილ აცეტატი
ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმი
ქალბანას აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.  ლავანდა ადგილობრივად გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ, სახეზე ნაწიბურის, ლაქების ფორმირების (სახეზე და ტანზე)  პრევენციისთვის.  ლავანდის ეთერზეთი არის ერთერთი ყველაზე ძვირფასი ეთერზეთი (ჩვეულებრივ, ბერგამოტთან ერთად) აკნეს მკურნალობაში.
ლავანდა აინჰიბირებს კანის ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას, ასუფთავებს კანს, ეხმარება სებორეგულაციაში და ხელს უშლის ნაწიბურების წარმოქმნას.
დოზირება და მიღების წესი
დამოკიდებულია დაზიანებულ უბანზე, დაიტანეთ 2-ჯერ დღეში; ლოსიონის 2-5 წვეთი ყოველ ჯერზე.
უკუჩვენებები და გაფრთხილებები
პროდუქტში შემავალ რომელიმე კომპონენტზე მწვავე ალერგიული რეაქციის არსებობა
გვერდითი ეფექტები
რეკომენდირებული რაოდენობით და სწორად გამოყენების შემთხვევაში არანაირი უარყოფითი ეფექტი არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ორსულობის და ლაქტაციის დროს მიღება
არ არის კვლევა ჩატარებული.

დამატებითი შენიშვნები
• ეს პროდუქტი არ არის შინაგანი წესით (საკვები) მისაღები
• სანამ გამოიყენებთ გალიქსი-ს ადგილობრივ ლოსიონს მცირე რაოდენობით წაისვით მკლავზე მაჯასთან ახლოს;  იმ შემთხვევაში თუ  12 საათის შემდეგ არ გამოვლინდა ალერგიული რეაქცია, წვა და მწვავე ქავილი, მაშინ დაიწყეთ მკურნალობის კურსი
• სხვა მედიკამენტების მსგავსად  გალიქსი- ადგილობრივი ლოსიონი შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას.
• გამოყენების შემდეგ პროდუქტი დაუყოვნებლივ მოხუფეთ და შეინახეთ სინათლისგან მიუწვდომელ ადგილას 15-30°C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: 15მლ-იანი ფლაკონი საწვეთურით მუყაოს ყუთში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება