გემოზოლი – კოჟრის მალამო / GEMOZOL-CORN OINTMENT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გემოზოლი – კოჟრის მალამო / GEMOZOL-CORN OINTMENT-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): სალიცილის მჟავა /salicylic acid

გემოზოლი – კოჟრის მალამო / GEMOZOL-CORN OINTMENT-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული   საშუალებები


გემოზოლი – კოჟრის მალამო / GEMOZOL-CORN OINTMENT აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
10 გ
სალიცილის მჟავა……..5 გ
ძიძოს თვითწებადი სალბუნი… 5 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები
გარეგანი მოხმარების პრეპარატს გააჩნია კერატოლიზური და კერატოპლასტიური მოქმედება.
მცენარე ძიძოს შემცველი დასაკრავი ლენტის წყალობით, რომელიც შეიცავს კუმარინს, გააჩნია დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხოლო სალიცილის მჟავას-კანის გარქოვანებული ფენის მოცილების უნარი.
ჩვენებები
კოჟრები და დაკოჟრვა.
მიღების წესები და დოზები
უნდა დაიორთქლოს ტერფები და საგულდაგულოდ გამშრალდეს. კოჟრზე იდება მალამოს თხელი ფენა, რომელზეც დაეკვრება ლენტი. უნდა განმეორდეს რამოდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ კი მოცილებულ იქნას კოჟრი.
გვერდითი მოვლენები
არ აღინიშნება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
კანის მწვავე ანთებითი დაავადებები.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენებამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
ჭარბი დოზირება
არ არის აღწერილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება გრილ, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
გამოშვების ფორმა: მალამო 10გრ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: გემი, პოლონეთი

გაფრთხილება