გენტოსი – GENTOS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


გენტოსი – GENTOS აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


გენტოსი – GENTOS-ის კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათიური პრეპარატი, გამოყენებული წინამდებარე ჯირკვლისა და შარდსასქესო სისტემის დაავადებებისას.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ჰომეოპათური წვეთები გამჭვირვალე, ღია ყვითელიდან მოყავისფრო–ნარინჯისფერ შეფერილობამდე, სუსტი სპეციფიური სუნით.
Populus D1…………………..    7მლ
Sabal D6 ……………………   10 მლ
Conium D6………………..      10 მლ
Kalium iodatum D12……….   12 მლ
Ferrum picrinicum D12……    12 მლ
დამხმარე ნივთიერებები:
ეტნოლი 43% (მასით) – 53მლ.
20მლ მუქი მინის ფლაკონი საწვეთურიანი დოზატორით.
ენისქვეშ მისაღები ტაბლეტები ბრტყელცილინდრული, მომრგვალო, თეთრი და თთრი მოყვითალო ფერით, მარმარილოსებრი, სუნის გარეშე.
1 ტაბ.
Populus D1…………………..    25მგ
Sabal D6 ……………………    37,2 მგ
Conium D6………………..      37,2 მგ
Kalium iodatum D12……….    37,2 მგ
Ferrum picrinicum D12……    37,2 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომპლექსური ჰომეოპათური პრეპარატი. ახდენს ანტიპროლიფერაციულ მოქმედებას, გავლენას ახდენს წინამდეებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეულ დიზურიის მექანიკურ კომპონენტზე, არეგულირებს დეტრუზორის გლუვი მუსკულატორის და შარდის ბუშტის კედლების ტონუსს, ამაღლებს რა მის რეზერვუარულ–ევაკუატორულ ფუნქციას, და გავლენას ახდენს წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიით გამოწვეული დიზურიის დინამიკურ კომპონენტზე, აუმჯობესებს უროდინამიკას და უროფლოუმეტრიულ პარამეტრებს.
გენტოსი ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას შარდ–სასქესო სისტემის ორგანოების ქსოვილებში. ზომიერად აძლიერებს კავერნოზულ სისხლისმიმოქცევას, აღადგენს ერექტიულ ფუნქციას ქრონიკული პროსტატიტისას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატ გენტოსის მოქმედება წარმოადგენს მისი შემადგენელი კომპონენტების ერთდროული მოქმედების შედეგს, ამიტომ კინეტიკური დაკვირვება შეუძლებელია;
ჩვენებები:
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;
წინამდებარე ჯირკვლის მწვავე და ქრონიკული დაავადებისას (წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, პროსტატიტი)აღნიშნული დაავადებებისას სიმპტომების შესამცირებლად;
შარდის ბუშტის დაავადებებისას (ცისტიტი, შარდის ბუშტის ატონია);
დოზირება:
ქრონიკული პროსტატიტისას ინიშნება 1 ტაბლეტი ან 10 წვეთი 3–ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლიობა – 3 თვე. მაპროვოცირებელი ფაქტორების მოქმედებისას ატარებენ ორკვირიან პროფილაქტიკურ კურსს.
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას ინიშნება 1 ტაბლეტი ან 10 წვეთი 3–ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლიობა – 3 თვე. შემდეგ ინიშნება შემანარჩუნებელი თერაპია 1–2 –ჯერ დღეში. დიზურიის ხარისხის გათვალისწინებით.
მწვავე ცისტიტისას მოზარდებში და მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი ან 10 წვეთი 3–ჯერ დღეში.
შარდის გამოყოფის მწვავე დარღვევისას (ხშირი ჭინთვები მოშარდვისას, საღამოს ჭინთვები მოშარდვისას, შარდის ბუშტის არასრული დაცლა) მოზარდებში და მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი ან 10 წვეთი 3–ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლიობა 2 კვირა. ქრონიკული დარღვევისას ინიშნება 1 ტაბლეტი ან 10 წვეთი 3–ჯერ დღეში 3 თვის მანძილზე. შემდეგ აუცილებლობისას გადადიან შემანარჩუნებელ მკურნალობაზე 1–2–ჯერ დღეში.
დაავადების დასაწყისში და სიმპტომების სწრაფი შემცირების აუცილებლობისას შესაძლებელია პრეპარატის 8–10 წვეთის მიღება ან 1 ტაბლეტი ყოველ 0.5–1 სთ–ში, მაგრამ არა უმეტეს 8–ჯერ დღეში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ინიშნება 3–ჯერ დღეში.
პრეპარატს ღებულობენ ჭამამდე 30 წთ–ით ადრე ან ჭამიდან 1 სთ–ის შემდეგ. წვეთები მიიღება სუფთა სახით ან ხსნიან 1 სუფრის კოვზ წყალში, სასურველია გადაყლაპვამდე  მცირე ხნით პირში გაჩერება.
ტაბლეტი ჩერდება პირში სრულ გაწოვამდე.
გვერდითი მოქმედება:
იშვიათად: მომატებული ნერწყვდენა.
პაციენტმა სხვა გვერდთი ეფექტების გამოვლენისთანავე უნდა აცნობოს ექიმს.
უკუჩვენებები:
* 12 წლამდე ბავშვთა ასაკი (საკმარისი კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო);
* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციისას პრეპარატის გამოყენების საკითხს წყვეტს ექიმი ინდივიდუალურად.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას. წინამდებარე ჯირკვლის დაავადებისას ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს პაციენტის მიერ.
რამდენადაც პრეპარატი გენტოსისი წვეთები მცენარეულ კომპონენტებს შეიცავს, შენახვისას შესაძლებელია პრეპარატის უმნიშვნელო შემღვრევა ან გემოს და სუნის შესუსტება, რაც მის ეფექტურობას არ ამცირებს.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებაზე ინფორმაცია არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.
აფთიაქიდან გაცემა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატის ტაბლეტირებული ფორმა ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ვადა – 3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
პრეპარატი წვეთების ფორმა უნდა ინახებოდეს  არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან და ძლერი ელექტრომაგნიტური ველისგან დაცულ ადგილზე.
ვადა – 5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
მწარმოებელი: RICHARD BITTNER, AG

გაფრთხილება