გინეპრისტონი / GINEPRISTON

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გინეპრისტონი / GINEPRISTON-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიფეპრისტონი/mifepriston

გინეპრისტონი / GINEPRISTON-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიგესტაგენური პრეპარატები


გინეპრისტონი / GINEPRISTON აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერება მიფეპრისტონს 10მგ. დამხმარე ნივთიერებები ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, კალციუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გინეპრისტონი- სინთეზური სტეროიდული ანტიპროგესტაგენული საშუალება (ბლოკავს პროგესტერონის მოქმედებას რეცეპტორის დონეზე. არ გააჩნია გესტაგენური აქტივობა. აღინიშნება გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ანტაგონიზმი (რეცეპტორებტან შეკავშირების დონეზე კონკურენციის ხარჯზე)ზრდის მიომეტრიუმის შეკუმშვის უნარს, ასტიმულირებს ქორიოდეციდუალური უჯრედების 8- ინტერლეიკინის გამოთავისუფლებას, ზრდის პროსტაგლანდინების მიმართ მიომეტრიუმის მგრძნობელობას. მენსტრუალური ციკლის ფაზის შესაბამისად იწვევს ოვულაციის შეფერხებას, ენდომეტრიუმის ცვლილებას და ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ინპლანტაციას

ფარმაკოკინეტიკა
600 მგ დოზის ერთჯერადად პერორალურად მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია 1.98 მგ/ლ მიიღწევა 1.3 საათის შემდეგ. Aბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 69% სისხლის პლაზმაში 98%-ით უკავშირდება ცილებს (ალბუმინსა დამ ჟავა ალფა 1 გლიკოპროტეინს)
განაწილების ფაზის შემდეგ გამოყოფა თავდაპირველად ხდება ნელა, კონცენტრაცია მცირდება 2-ჯერ 12-72 საათში, ხოლო შემდეგ უფრო სწრაფად. გამოყოფის ნახევარპერიოდი შეადგენს 18 საათს.

ჩვენებები
ექსტრემალური (პოსტკოიტური) კონტრაცეფცია (დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ ან თუ კონტრაცეფციის გამოყენებული მეთოდი არ მიიჩნევა საიმედოდ)

მიღების წესები და დოზები
მიღება პერორალურად კონტრაცეფციის გამოყენების გარეშე სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ დოზით 1 ტაბლეტი გინეპრისტონი 10მგ. კონტრაცეფციული ეფექტის შესანარჩუნებლად საკვები არ მიიღება პრეპარატის მიღებამდე ან მიღების შემდეგ 2 სთ-ის განმავლობაში. გინეპრისტონის გამოყენება შეიძლება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ ფაზაში.

გვერდითი მოვლენები
დისკომფორტის შეგრძნება, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, სისუსტე, თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, თავბრუსხვევა, ჰიპერთერმია, ჭინჭრის გამონაყარი, სასქესო გზებიდან სისხლიანი გამონადენი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

უკუჩვენება
ანამნეზში მიფეპრისტონის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა და ხანგრძლივი გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპია, თირკმლისა და ღვიძლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, მძიმე ექსტრაგენიტალური პათოლოგია.
სიფრთხილით გამოიყენება ჰემოსტაზის დარღვევისას, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისას, მძიმე ერტერიული ჰიპერტენზია, გულის რიტმის დარღვევა და გულის უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. გინეპრისტონის მიღების შემდეგ ძუძუთი კვება 14 დღის განმავლობაში უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები
გინეპრისტონი რეკომენდებული არ არის რეგულარული გამოყენებისათვისდაგეგმილი მუდმივი კონტრაცეფციისათვის. გინეპრისტონი არ უზრუნველყოფს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და შიდსისგან დაცვას.

ჭარბი დოზირება
გინეპრისტონის მიღება დოზით 2 გ-მდე არ იწვევს არასასურველ რეაქციებს. პრეპარატით ჭარბი დოზირების სემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა

სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
ურთიერთობა სხვა სამკურნალო პრეპარატებთან: თავიდან უნდა იქნას აცილებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.
გამოშვების ფორმა: 10მგ ტაბლეტი #1
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: შტადა, გერმანია

გაფრთხილება