გინკობაკელ D1 წვეთები (ნატუროპათი) / Ginkgobakehl D1 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გინკობაკელ D1 წვეთები (ნატუროპათი) / Ginkgobakehl D1 (Naturopath) -ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები


გინკობაკელ D1 წვეთები (ნატუროპათი) / Ginkgobakehl D1 (Naturopath) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
10 მლ Ginkcobakehl-ი შეიცავს: 10 მლ Ginkgo biloba D1 განზავებულ ხსნარს, HAB-ის 4ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები:
გამოხდილი წყალი, 62.4% ეთანოლი
ჩვენება
– ცირკულატორული დარღვევები (არტერიული და პერიფერიული)– ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება
– სისუსტე და დაღლილობა
თვისებები
უკვე 300 მილიონი წელია, რაც ხე გინკგო (Ginkgo biloba) დედამიწაზე იზრდება. თავისი სიცოცხლისუნარიანობით და გამძლეობით ცნობილი ამ მცენარის სამშობლოა აზიაა. ქრისტეს დაბადებამდე ჯერ კიდევ 3000 წლის წინ ჩინელებმა გინკგოს ხისაგან მიიღეს წამალი, რომელსაც, გადმოცემის თანახმად, ხანშიშესულ ასაკთან
დაკავშირებულ ჩივილებთან და დაავადებებთან ბრძოლისათვის იყენებდნენ. Ginkgobakehl-ზე საუბრისას იგულისხმება პრეპარატი, რომელიც HAB-ის წესების მიხედვითაა დამზადებული.

მიღების წესი და დოზირება
მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5 წვეთი ყოველ ნახევარ საათში (2 საათის მანძილზე), დღეში არაუმეტეს 6-ჯერ. მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს მიიღება ყოველდღიურად 5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოქმედებები
Ginkgobakehl-ის მიღების შემდეგ ძალიან იშვიათად აღინიშნება ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ტემპერატურა, თავის ტკივილები ან კანის ალერგიული რეაქციები (სიწითლე, შეშუპება, ქავილი). არსებობს ძალიან იშვიათი მონაცემები ხანგრძლივი მიღების დროს განვითარებული სისხლდენის შესახებ, რომლის გამოვლენასა და გინკგო-პრეპარატების მიღებას შორის მიზეზობრივი
კავშირი დადასტურებული არ არის.

უკუჩვენებები
ალკოჰოლიზმისა და ღვიძლის დაავადებების დროს Ginkgobakehl-ის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული
არ არის, ორსულობის მომდევნო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს.  ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად

სხვა
პრეპარატებთან ურთიერთქმედება
შეიძლება გაძლიერდეს ანტიკოაგულაციური პრეპარატების ეფექტი სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის მომდევნო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ, 30 მლ და 100 მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება