გინოფილუსი – GINOFILUS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გინოფილუსი – GINOFILUS-ის  საერთაშორისო დასახელება: lactobacillus casei

გინოფილუსი – GINOFILUS-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები


გინოფილუსი – GINOFILUS აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
14 კაფსულა
(ვაგინალური კაფსულები)აქტიური ნივთიერება: ბაქტერია Lactobacillus casei ლიოფილიზირებული კულტურა; Doderlein bacillus – rhamnosus (341 მგ) ჯგუფიდან. მთლიანობაში არანაკლებ 109 ყოველ გრამზე.
დამატებითი ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სასქესო ორგანოების მიკროფლორის დარღვევის დროს აღინიშნება ვაგინალური გამონადენი, სპეციფიური სუნით და გაღიზიანებით. მიკროფლორის დარღვევა გამოწვეულია ანტიბიოტიკოთერაპიით, ტამპონების გამოყენებით, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების განმეორებითი კურსის მიღებით. გინოფილუსი ხელს უწყობს ლაქტობაქტერიების მომატებას და ვაგინალური ფლორის მოწესრიგებას. Lactobacillus casei, Döderlein bacillus – rhamnosus ჯგუფიდან ბაქტერიები აღადგენენ ბუნებრივ მჟავე ვაგინალურ ფლორას და ლორწოვანი გარსის მგრადობას პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ.
ჩვენებები:
ადგილობრივი ან სისტემური ანტიმიკრობული, ქიმიოთერაპიული მკურნალობის შემდგომ Lactobacillus – ის ფლორის აღდგენა; უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური გამონადენი; მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ბაქტერიული ვაგინოზი და კანდიდოზი, რომელიც არ საჭიროებს ანტიბაქტერიულ მკურნალობას.
მიღების წესები და დოზები:
მოზრდილებში 1 კაფსულა დილით და საღამოს, 7 დღის განმავლობაში. დამხმარე თერაპიის დროს – 1 კაფსულა საღამოს. გინოფილუსის კაფსულა შეყავთ ინტრავაგინალურად ღრმად. პრეპარატის გამოყენებამდე კაფსულა უნდა იყოს დასველებული მცირეოდენი წყლით.
განსაკუთრებული მითითებები:
მოზრდილებში 1 კაფსულა დილით და საღამოს, 7 დღის განმავლობაში. დამხმარე თერაპიის დროს – 1 კაფსულა საღამოს. გინოფილუსის კაფსულა შეყავთ ინტრავაგინალურად ღრმად. პრეპარატის გამოყენებამდე კაფსულა უნდა იყოს დასველებული მცირეოდენი წყლით.
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 25ºC-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: Laboratoires LYOCENTRE, საფრანგეთი

გაფრთხილება