გინოჰიალი / Gynohyal

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გინოჰიალი / Gynohyal-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

გინოჰიალი / Gynohyal-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები


გინოჰიალი / Gynohyal აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
ინულინი………………………………… 80 მგ
ჰიალურონის მჟავა……………………. 5 მგ
ლაქტოზა………………………………… 568,81 მგ
ვიტამინი E (სუქცინატი)……………… 10,42 მგ
ასკორბინის მჟავა……………………… 25,77 მგ (97%)
• აღადგენს და ინარჩუნებს საშოს ფიზიოლოგიურ pH-ს
• გააჩნია მკვეთრად გამოხატული, ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული თვისებები
• ქმნის ხელსაყრელ გარემოს ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების გამრავლებისთვის და ეწინააღმდეგება პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას
• ზრდის საშოს ლორწოვანის ბარიერულ ფუნქციას
• ატენიანებს საშოს ლორწოვანს
• ამცირებს ქავილის, წვის და სიმშრალის შეგრძნებას
ინულინი-ნატურალური პრებიოტიკია.  ფერმენტული ჰიდროლიზის გზით  ინულინისგან წარმოიქმნება ფრუქტო-ოლიგოსაქარიდები (FOS), რომლებიც წარმოადგენენ ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ზრდის სელექტიურ   სტიმულატორებს. ინულინი საშოში თრგუნავს პათოგენური ფლორის გამრავლებას.
ჰიალურონის მჟავა – ბუნებრივი პოლისაქარიდია, რომელსაც გააჩნია მკვეთრად გამოხატული შეშუპების და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აჩქარებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქირურგიული ჩარევების შემდგომ პერიოდში. ჰიალურონის მჟავა ხასიათდება ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული მოქმედებით. ჰიალურონის მჟავა მაღალი ჰიგროსკოპული თვისების გამო ძლიერად ატენიანებს და პოხავს ლორწოვან გარსს. ჰიალურონის მჟავა  გამოირჩევა მაღალი ბიოშეთავსებადობით.
ლაქტოზა – დისაქარიდია, რომელიც საშოს ლორწოვანში ფერმენტაციის შედეგად  გარდაიქმნება რძემჟავად. რძემჟავა ხელს უწყობს საშოს ბუნებრივი PH-ის შენარჩუნებას და საშოს ლორწოვანში წარმოადგენს ბარიერს სხვადასხვა დაავადების განვითარებისათვის:   ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, გონორეა და სხვა.
ვიტამინი E – აძლიერებს გინოჰიალის ანთების საწინააღმდეგო და  ანტიოქსიდანტურ თვისებას.
ასკორბინის მჟავა – C ვიტამინის საშუალებით ხდება საშოს pH -ის რეგულაცია და საშოს ლორწოვანის გაღიზიანების მოხსნა. ასკორბინის მჟავა არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და იმუნური სისტემის მოდულატორი, გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული თვისებები.
ჩვენებები:
• სპეციფიური და არასპეციფიური ვაგინალური ინფექციები
• პოსტოპერაციული პერიოდი: კონიზაცია, ამპუტაცია, ელექტოკოაგულაცია, კოლპოპლასტიკა, პერინეოპლასტიკა, საშვილოსნოს ყელის და საშოს კრიოპლასტიკა
• ანტიბიოტიკების, პერორალური ან ვაგინალური კონტრაცეპტივების, ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებისას და/ან  შემდგომი პერიოდი
• ატროფიული ვაგინიტი
• საშოს ლორწოვანის სიმშრალე (მათ შორის მენოპაუზის პერიოდში)
• საშოს მიკროტრამვები, მცირე ლოკალური ამბულატორიული პროცედურების შემდგომ
• ჯაკუზის, აუზის და საუნის მომხმარებლები
გამოყენების წესი და დოზირება:
მკურნალობის მიზნით – 1 ტაბლეტი უნდა მოთავსდეს  საშოში ღრმად დღეში ერთჯერ (სასურველია ღამით), მკურნალობის კურსი 7-10 დღე;
პროფილაქტიკის მიზნით – 1 ტაბლეტი უნდა მოთავსდეს  საშოში ღრმად კვირაში ორჯერ (სასურველია ღამით).
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის უკუნაჩვენები
გვერდითი მოვლენები:
პრაქტიკულად არ აღინიშნება, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ
გამოშვების ფორმა: ვაგინალური ტაბლეტი N10 ვაგინალური ტაბლეტი N10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: აფლოფარმი, პოლონეთი

გაფრთხილება