გოლაკსინი / Golaksin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გოლაკსინი / Golaksin-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ოქსიბუტინინი/oxybutynin

გოლაკსინი / Golaksin -ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შარდსადენი გზების გლუვი კუნთების ტონუსის დამწევი პრეპარატები.  სპაზმოლიზური საშუალებები მ-ქოლინომაბლოკირებელი და მიოტროპული მოქმედებით


გოლაკსინი / Golaksin აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ოქსიბუტინინის ჰიდროქლორიდი 5მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქსიბუტინინის ჰიდროქლორიდი – მესამეული ამინი პირდაპირი სპაზმოლიზური, მიოტროპული და M-ქოლინომაბლოკირებელი მოქმედებით. იწვევს დეტრუზოლის მოდუნებას, ზრდის შარდის ბუშტის მოცულობას, ამცირებს დეტრუზორის შეკუმშვათა სიხშირეს, აკავებს შარდის გამოყოფის მოთხოვნებს.
პირდაპირი სპაზმოლიზური ეფექტი შესაძლოა ვლინდებოდეს კალციუმის გამონთავისუფლების ინჰიბირების შედეგად. ნეირომუსკულური გადაცემის ბლოკირება ჩონჩხის კუნთებისა და ავტონომიური განგლიების დონეზე არ აღინიშნება. პაციენტებში არაინჰიბირებული ან რეფლექტორული ნეიროგენული შარდის ბუშტით, ციტომეტრიული კვლევებითდადგინდა, რომ ოქსიბუტინინი ზრდის შარდის ბუშტის მოცულობას, ამცირებს შარდგამოყოფი გზების გლუვი კუნთების არაინჰიბირებულ შეკუმშვათა სიხშირეს, ამცირებსდეტრუზორის კუმშვით აქტივობას და აფერხებს შარდის გამოყოფის მოთხოვნებს. შედეგად, მცირდება შეუკავებლობის ნიშნები.
ოქსიბუტინინის მოქმედება იწყება მიღებიდან 30წთ-ის შემდეგ და გრძელდება 6 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას სწრაფად და სრულად შეიწოვება. პრესისტემური მეტაბოლიზმის გამო ბიოშეღწევადობა 6%-ია. პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 0,5-1,5სთ-ში.
ოქსიბუტინინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადი პლაზმური მეტაბოლიტებია – N- დეზეთილოქსიბუტინინი და ფენილციკლოჰექსილგლიკოლის მჟავა, რომლებიც წარმოიქმნება დეეთილირებითა და ჰიდროლიზით შესაბამისად. N- დეზეთილოქსიბუტინინი აქტიური მეტაბოლიტია; მისი კონცენტრაცია პლაზმაში უფრო მეტია, ვიდრე საწყისი ნივთიერება. მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით. შეუცვლელი ოქსიბუტინინი პრაქტიკულად არ გვხვდება შარდში.
ნახევრადდაშლის პერიოდი დაახლოებით 2-3სთ-ია. N-დეზეთილოქსიბუტინინის გამოყოფა ოქსიბუტინინის გამოყოფის პარალელურია ბიოტრანსფორმაციის გამო. ფენილციკლოჰექსილგლიკოლის მჟავის გამოყოფა სავარაუდოდ ხდება ფეკალურ მასებთან ერთად, რამდენადაც არც ეს და არც ბიოტრანსფორმაციის სხვა პროდუქტები არ ხვდება დიდი რაოდენობით შარდში.
ჩვენებები
1. ნეიროგენული შარდის ბუშტი
2. შარდის ბუშტის იდიოპათიური არასტაბილურობა (შარდვის გახშირებით, შარდის შეუკავებლობით, მოშარდვის მოთხოვნებით, დიზურიითა და სხვა სიმპტომებით)
3. დეტრუზორის ჰიპერრეფლექსია და დისფუნქცია
4. ღამის ენურეზი და შარდის ბუშტის ფუნქციათა ნეიროგენული დარღვევები 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში:
მკურნალობა იწყება 2,5მგ (ნახევარი ტაბლეტი) სამჯერ დღეში; აუცილებლობის შემთხვევაში დოზა იზრდება 5მგ-მდე 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვები 5 წლის ასაკიდან:
0,3-0,4მგ/კგ-ზე 3-4 მიღებაზე.
ღამის ენურეზისას – ბოლო მიღება ძილის წინ.

Gგოლაქსინის მიღება შეიძლება ჭამამდე. თუ მიღებისას აღინიშნა დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის მხრივ, შეიძლება პრეპარატის მიღება რძის ან წყლის დიდი რაოდენობით მიყოლებით ან ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე, დისკომფორტი მუცლის არეში.
ცნს-ის მხრივ: ძილიანობა, უძილობა, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის დარღვევა (მიდრიაზი, აკომოდაციის დამბლა), თვალშიდა წნევის მომატება.
სხვა: შარდის შეკავება, არითმია, ოფლის გამოყოფის შემცირება, იმპოტენცია, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
– დახურულკუთხოვაანი გლაუცომა
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქცია
– ნაწლავის ატონია
– მეგაკოლონი
– წყლულოვანი კოლიტი
– მიასთენია
– ობსტრუქციული უროპათია
– სისხლდენა
– ლაქტაცია
– 5 წლამდე ასაკის ბავშვები
– პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
ორსულობა და ლაქტაცია
ოქსიბუტინინის ტოქსიურობის შესაფასებლად მონაცემები ორსულობისას მისი გამოყენების შესახებ არასაკმარისია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით ტოქსიურობა არ დაფიქსირებულა.
ორსულობისას ოქსიბუტინინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ოქსიბუტინინი მცირე რაოდენობით ექსტრაგირდება დედის რძეში. ძუძუთი კვება გოლაკსინით მკურნალობისას რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში, შესაძლოა აღინიშნოს მკურნალობაზე მგრძნობელობის მატება.
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ავტონომიური ნეიროპათიით, სხვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე დარღვევებით, თირკმლისა და ღვიძლის დისფუნქციის მქონე პირებში.
ოქსიბუტინინის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ჰიპერთირეოზის, გულის უკმარისობის, პროსტატის ჰიპერპლაზიის გამოვლენის სიმპტომები, ასევე, არითმიები, ტაქიკარდია და ჰიპერტონია.
სიფრთხილით გამოიყენება ცხელებისას და სხეულის მაღალი ტემპერატურისას. მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს ოფლის სეკრეციის დაქვეითება.
ხანგრძლივი გამოყენებისას გამოყოფის შემცირების ფონზე, შეიძლება განვითარდეს კარიესი, პერიოდონტიტი და ორალური კანდიდოზი. ოქსიბუტინინით მკურნალობის ფონზე განვითარებული საშარდე გზების ინფექციებისას ინიშნება შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა:
რამდენადაც ოქსიბუტინინმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და მხედველობის დაბინდვა ავტომობილისა და მექანიზმების მართვისას მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭიროა.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები:
ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციათა დარღვევის ნიშნები (აგზნება, ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ტრემორი, ბოდვა, აგზნება ან ფსიქოზური ქცევა), გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიმპტომებ (სახეზე სისხლის მიწოლა, ტაქიკარდია, ჰიპერტონია, ჰიპოტონია ან ცირკულატორული ცვლილებები). ასევე შესაზლოა განვითარდეს ცხელება, გულისრევა და ღებინება. დოზის სერიოზულმა გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვითი პრობლემები, დამბლა და კომა.
მკურნალობა: სუნთქვის ფუნქციის შენარჩუნება, ღებინების ინდუქცია, კუჭის ამორეცხვა; შესაძლებელია გააქტიურებული ნახშირისა და საფაღარათო სასუალებების გამოყენება; ანტიქოლინერგული ინტოქსიკაციური სიმპტომების რევერსიისთვის ინისნება ფიზოსტიგმინი; ჰიპერპირექსიისას – ცივი კომპრესები ყინულით, სპირტით დაზელვა.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
ნაწლავის პერისტალტიკაზე მოქმედ საშუალებებთან ერთად გოლაკსინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
სხვა ანტიქოლინერგულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას ძლიერდება ოქსიბუტინინის გვერდითი ეფექტები
ფენობარბიტალთან, ფენიტოინთან, ვარფარინთან, ფენილბუტაზონთან ან ტოლბუტამიდთან ერთად გამოყენებისას ურთიერთქმედება არ ვლინდება
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.შენახვის ვადა 3 წელი
გამოშვების ფორმა: 5მგ ტაბლეტი N30
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი კომპანია: Synthon BV, ნიდერლანდები

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook