გლიმილი – GLIMIL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გლიმილი – GLIMIL-ის  საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): გლიკლაზიდი/GLICLAZIDE

გლიმილი – GLIMIL-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰიპოგლიკემიური საშუალება.


გლიმილი – GLIMIL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 28 და 60 ც
1 კაფს
გლიკლაზიდი …………         80 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გლიმილი – ჰიპოგლიკემიური საშუალება, II თაობის სულფანილშარდოვანას წარმოებული. გლიმილი ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციას; ამაღლებს პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინისადმი; ასტიმულირებს უჯრედშიდა ფერმენტების აქტივობას, ამცირებს საკვების მიღებასა და ინსულინის სეკრეციას შორის დროის შუალედს. გლიმილი აღადგენს ინსულინის სეკრეციის ადრეულ პიკს.
გლიმილი
ამცირებს თრომბოციტების ადჰეზიას და აგრეგაციას, ანელებს კედლის ამყოლი თრომბის განვითარებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების გამტარობას და ფიბრინოლიზურ აქტივობას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ამცირებს სისხლძარღვების მგრძნობელობას ადრენალინის მიმართ.
დიაბეტური ნეფროპათიის დროს გლიმილის ხანგრძლივი მიღების ფონზე აღინიშნება პროტეინურიის შემცირება. პრეპარატი არ იწვევს წონის მატებას, რადგან იგი უპირატესად მოქმედებს ინსულინის სეკრეციის ადრეულ პიკზე და არ იწვევს ჰიპერინსულინემიას.
გლიმილს ახასიათებს ანტიათეროგენული მოქმედება: ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს, ამაღლებს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციას და ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება ერთჯერადი დოზის (80 მგ) მიღებიდან 4 სთ-ში. პრეპარატის 94,2% უკავშირდება პლაზმის ცილებს. გლიმილი მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოქმნის 8 მეტაბოლიტს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 სთ-ს. ძირთადად გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების სახით. 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.
ჩვენებები:
ინსულინ-დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (II ტიპი) დიაბეტურ მიკროანგიოპათიის დაწყებითი ფორმით;
მიკროცირკულაციის დარღვევის პროფილაქტივა (კომბინირებული თერაპია სულფანილშარდოვანას სხვა წარმოებულებთან).
მიღების წესები და დოზირება:
საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ-ს, საშუალო სადღეღამისო დოზაა 160-320 მგ, მიღების სიხშირე 2-ჯერ დღეში ჭამის წინ. დოზირება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გლიკემიის დონეზე უზმოზე და ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, აგრეთვე დაკავშირებულია კლინიკურ გამოვლინებებთან.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება ალერგიული რეაქციები (შესაძლოა განვითარდეს გამონაყარი კანზე და ქავილი), ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი ან ლეიკოპენია, ანემია. ჰიპერდოზირებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია.
უკუჩვენებები:
*ინსულინ-დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (I ტიპის);
*კეტოაციდოზი, დიაბეტური კომა და პრეკომა;
*თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
*სულფანილშარდოვანას წარმოებულების და სულფანილამიდების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
*გლიკლაზიდისა და იმიდაზოლის (მათ შორის მიკონაზოლის) წარმოებულების ერთდროულად გამოყენება.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული გლიკლაზიდის გამოყენება ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
გლიმილის, მიკონაზოლის, ფლუკონაზოლის, ეთანოლისა და ეთანოლის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება ზრდის მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს, როს  გამოც აღნიშნული კომბინაციები წინააღმდეგნაჩვენებია.
გლიმილით და ბეტა-ადრენობლოკატორებით ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლებელია შენიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, როგორიცაა: გულისცემა და ტაქიკარდია;
არაკარდიოსელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორები ზრდიან ჰიპოგლიკემიის სიხშირეს და გამოხატულებას. აგფ-ინჰიბიტორების (ენალაპრილი, კაპტოპრილი) და გლიმილის ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გააძლიეროს ამ უკანასკნელის ჰიპოგლიკემიური ეფექტი (უმჯობესდება გლუკოზისადმი ტოლერანტობა).
დანაზოლის და გლიმილის ერთდროული გამოყენება ამცირებს ამ უკანასკნელის ეფექტურობას (პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს გლუკოზის მკაცრი თვითკონტროლის აუცილებლბის შესახებ როგორც სისხლში, ისე შარდში). შესაძლებელია საჭირო გახდეს გლიმილის დოზის კორექცია დანაზოლით თერაპიის დროს და მისი შეწყვეტისას.
ქლორპროპამიდის მაღალი დოზების (100 მგ/დღეში) და გლიმილის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის დონის მომატება სისხლის პლაზმაში, რაც ინსულინის გამონთავისუფლების შემცირების შედეგია.
გლუკოკორტიკოიდები (როგორც გარეგანი, ასევე სისტემური მოხმარებისთვის) და ტეტრაკოზაქტრინი ზრდიან სისხლში გლუკოზის დონეს (შესაძლებელია კეტოაციდოზის განვითარება). გლიმილის და პროგესტაგენების, სალბუტამოლის, ტერბუტალინის (ინტრავენური გამოყენებისათვის) ერთდროული გამოყენებისას საჭიროა გავითვალისწინოთ მათი მაღალი დოზების დიაბეტოგენური ეფექტი.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი: MILPHARM, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება