გლიცინი / GLICIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გლიცინი / GLICIN-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): გლიცინი/ glycine

გლიცინი / GLICIN-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეტაბოლური საშუალება


გლიცინი / GLICIN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ათქ კოდი:   N06BX

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: გლიცინი – 100 მგ; დამხმარე ნივთიერებები: წყალში ხსნადიმეთილცელულოზა – 1 მგ, მაგნიუმის სტეარატი – 1 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გლიცინი წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის რეგულატორს, ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემისდამცველობითი დამთრგუნველი პროცესების აქტივაციას, ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას, ზრდის გონებრივშრომისუნარობას. გლიცინს გააჩნია გლიცინ -,   გაემ – ერგული (გამა ამინო ერბომჟავა), ალფა 1 -ადენომაბლოკირებელი, ანტიოქსიდანტური, ანტიტოქსიკური მოქმედება; არეგულირებს გლუტამური (NMDA)რეცეპტორების მოქმედებას, რის ხარჯზეც პრეპარატს შეუძლია:
ფსიქოემოციური დაძაბულობის, აგრესიულობის, კონფლიქტურობის შემცირება და სოციალური ადაპტაციისგაზრდა;
განწყობის გაუმჯობესება,
დაძინების პროცესის შემსუბუქება და ძილის ნორმალიზება;
გონებრივი შრომისუმნარობის გაზრდა;
ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დარღვევების შემცირება (მათ შორის კლიმაქტერულ პერიოდში);
ინსულტის და ქალა – ტვინის ტრავმისას ტვინის მხრივ დარღვევების გამოხატულების შემცირება;
ალოკოჰოლის და სხვა სამკურნალო საშუალებების ტოქსიკური ზემოქმედების შემცირება ცნს – ზე
ფარმაკოკინეტიკა ადვილად აღწევს ბიოლოგიური სითხეების და ქსოვილების უმეტესობაში, მათ შორის თავის ტვინში; მეტაბოლიზდება წყლამდე და ნახშირორჟანგამდე. ქსოვილებში მისი დაგროვება არ ხდება.

მიღების ჩვენება
გონებრივი შრომისუნარობის დაქვეითება
სტრესული სიტუაციები – ფსიქოემოციური დაძაბულობა (გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვამგავს სიტუაციებში).
ბავშვების და მოზარდების ქცევის დავიანტური ფორმები.
ნერვული სისტემის სხვადასხვა ფუნქციური და ორგანული დაავადებები, რომლებსაც ახლავს აგზნებისმომატება, ემოციური არასტაბილურობა, გონებრივი შრომისუნარობის შემცირება და ძილის დარღვევა: ნევროზები, ნევროზის მსგავსი მდგომარეობები და ვეგეტო – სისხლძაღვოვანი დისტონია, ნეიროინფექციის და ქალა – ტვინისტრავმის შედეგები, ენცეფეალოპათიის პერინატალური და სხვა ფორმები (მათ შორის ალკოჰოლური გენეზის).
იშემიური ინსულტი
უკუჩვენება:
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე.

გამოყენების მეთოდი და დოზირება
გლიცინი გამოიყენება სუბლინგვალურად ან ტრანსბუკალურად, 100 მგ (ტაბლტების ან მისი დაფხვნით მიღებული ფხვნილის სახით). პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებს, მოზარდებს დამოზრდილებს ფსიქოემოციური გადაძაბვისას, მეხსიერების, ყურადრების, გონებრივი შრომისუნარიანობისდაქვეითებისას, გონებრივი განვითარების ჩამორჩენისას, ქცევის დავიანტური ფორმებისას გლიცინი ინიშნება  – 1ტაბლეტი დღეში 2-3- ჯერ, 14-30 დღის განმავლობაში.

ნერვული სისტემის ფუნქციური და ორგანული დაზიანებისას, რასაც თან ახლავს მომატებული აგზნება, ემოციურილაბილობა და ძილის დარღვევა, სამ წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება  0,5 ტაბლეტი (50 მგ) ერთ მიღებაზე,დღეში 2-3- ჯერ, 7-14 დღის განმავლობაში, შემდეგ 50 მგ დღეში ერთხელ, 7-10 დღის განმავლობაში. სადღეღამისოდოზა – 100-150 მგ, კურსი – 2000-2600 მგ. 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზრდილებს ენიშნებათ 1 ტაბლეტიდღეში 2-3- ჯერ, მკურნალობის კურსი 7-14 დღე. მკურნალობის კურსი შეიძლება გაიზარდოს 30 დღემდე.აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მისი გამეორება 30 დღის შემდეგ.
ძილის დარვევებისას გლიცინი ინიშნება დაძინებამდე 20 წუთით ადრე ან უშუალოდ ძილის წინ, 0,5-1 ტაბლეტი (ასაკიდან გამომდინარე).
ტვინის იშემიური ინსულტის დროს: ინსულტიდან პირველი 3-6 საათის განმავლობაში ინიშნება 1000 მგტრანსბუკალურად ან სუბლინგვალურად ერთ ჩაის კოვზ წყალთან ერთად, შემდგომში 1-5 დღეღამის განმავლობაში1000 მგ დღე – ღამეში, ამის შემდეგ 1 ტაბლეტი დღეში 2-3- ჯერ 14-30 დღის განმავლობაში. აუცილებლობისშემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ წელიწადში 4-6- ჯერ.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგუიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ამცირებს ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიურების), ანქსიოლიზურების, ანტიდეპრესანტების, საძილე და კრუნჩხვისსაწინააღმდეგო საშუალებების გვერდითი ეფექტების გამოხატულებას.
გამოშვების ფორმა: 100მგ სუბლინგვალური ტაბლეტი N50
შეფუთვა
50 ტაბლეტი კონტურულ – უჯრედულ შეფუთვაში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოსკოლოფში.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: BIOTIK, რუსეთი

გაფრთხილება