გრიპო სტოპი / GripoStop

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გრიპო სტოპი / GripoStop-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

გრიპო სტოპი / GripoStop-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები


გრიპო სტოპი / GripoStop აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ბუნებრივი კომპონენტებისგან დამზადებული გაციების და გრიპის საწინააღმდეგო ბალზამი.
•           გააჩნია ბრონქოლიზური მოქმედება
•           გააჩნია სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება
•           აძლიერებს იმუნიტეტს
•           დამატებითი ენერგიის წყაროა
•           შესაძლებელია გამოყენება ბავშვებში  ნებისმიერი ასაკიდან

შემადგენლობა: 100მლ/15 მლ პროდუქტი შეიცავს:
•           პროპოლისი – 0,5გ/0.075 გ.
•           ექინაციის ექსტრაქტი-1,5გ/ 0.225 გ.
•           ფიჭვის კვირტების ექსტრაქტი- 0.5გ/ 0.075 გ
•           ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი-1გ/ 0.15 გ
•           ასკორბინის მჭავა (ვიტამინი c)- 1გ/0.15 მგ
•           L-ლიზინი- 2გ/ 0.3 გ
•           ინულინი – 3გ/0.45 გ
•           თაფლი –  10გ/1.5 გ
•           შაქარი  – 30გ/4.5 გ
•           ხილის და კენრის წვენი – 32გ/4.8 გ
•           წყალი – 18.4გ/2.76 გ
რეკომენდებული დღიური დოზაა 15 მლ.

მოქმედება კომპლექსურია, მოქმედებს ყველა იმ სიმპტომზე, რომლებიც ვლინდება  გაციების და ხველის დროს, აქვს საერთო გამაჯანსაღებელი და მატონიზირებულ მოქმედება.
ხსნის ყელის ტკივილს და ტკივილს გულმკერდის არეში,  ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას  და  გამონადენს, ხასიეთდება ბრონხოლიზური მოქმედებით როგორც მშრალი ასევე პროდუქტიული ხველის დროს. ათხელებს ნახველს და ხელს უწყობს ამოხველებას. ამცირებს ხველას, ხსნის სპაზმს. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფლავონოიდებს, ამინომჟავებს, ვიტამინ C. არ აქვს გვერდითი მოვლენები, არ აკუმულირდება ორგანიზმში.
პროპოლისი- ხასიეთდება ანტიბაქრეტიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, გაციების საწინააღმდეგო მოქმედებით, ასევე ახასიეთებს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აძლიერებს  ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
ექინაციას- ახასიეთებს გაციების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული მოქმედება, ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ფიჭვის კვირტები- ხასიეთდება ანტიბაქტერიული, გაციების საწინააღმდეგო, ბრონხოლიზური მოქმედებით. ყელ-ყურ-ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე მოქმედებს  ბაქტერიოციდულად.
ცაცხვის ყვავილები- გამოიყენება გაციების დროს, ზედა სასუნთქი გზების ანთების, ანგინის, ბრონხიტის, ხველის და თავის ტკივილის დროს.
ვიტამინი c- არის ერთერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი, აგრეთვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაბოლიზმის პროცესში, კორტიკოსტეროიდული ჰორმონების და კოლაგენის სინთეზში.

მიღების
წესი: 6 თვიდან 1 საზომი ჭიქა 5 მლ 3 ჯერ დღეში

რეკომენდებული დღიური დოზაა 15 მლ
6 თვემდე:  ნახევარი საზომი ჭიქა – 2.5 მლ 3 ჯერ დღეში. დღიური დოზაა 7.5 მლ

გვერდითი
მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა (ალერგია) პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობის  და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება -ექიმის კონსულტაციით.

სიფრთხილის
ზომები: არ შეიძლება საკვები დანამატის გამოყენება, სრულყოფილი ან ბალანსირებული კვების შესაცვლელად. არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჯარბება. უნდა შეინახოს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 100 მლ ფლაკონი შეიცავს 1,2 % ეთილის სპირტს. დანამატის სახით შეიცავს –  ნატრიუმის ბენზონატს. ინახება ოთახის ტემპერატურაზე.  პროდუქტი ვარგისია გახსნიდან 2 თვის მანძილზე.
გამოშვების ფორმა: 100 მლ ფლაკონი #1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SOLEPHARM Parmaceuticals, ლატვია

გაფრთხილება