გუნა-ფლუ (Omeogriphi) (ნატუროპათი) / GUNA-FLU (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გუნა-ფლუ (Omeogriphi) (ნატუროპათი) / GUNA-FLU (Naturopath)-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
GUNA-Flu – არჩევის პრეპარატია გრიპის პროფილაქტიკის და მკურნალობის დროს. განსაკუთრებით საინტერესოა GUNA-Flu-ს ჰომეოფარმაკოლოგიური სტრუქტურა, იგი მოქმედებს როგორც იმუნოსტიმულატორი და როგორც გრიპის სიმპტომების სამკურნალო პრეპარატი.


გუნა-ფლუ (Omeogriphi) (ნატუროპათი) / GUNA-FLU (Naturopath) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


1. იმუნური სტიმულაცია მიიღწევა სამმაგი ეფექტით:
– Anas barbariae (გულისა და ღვიძლის აუტოლიზატი) – კომპლექსური ორგანული კომპონენტი, რომელიც იხვი ბარბარიას გულის და ღვიძლისგან არის მიღებული. ეს ფრინველი გრიპის ვირუსის საბოლოო ბიოლოგიური მასპინძელია. აღნიშნული კომპონენტი ასტიმულირებს ციტოტოქსიურ T-ლიმფოციტებს, ბუნებრივ ქილერ უჯრედებს (NK – natural killer cells) და ამ გზით აძლიერებს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიურ იმუნიტეტს.
– Influenzinum – გრიპის ვირუსის ნოზოდი. ააქტიურებს ადამიანის იმუნურ სისტემას, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავების საშუალებით.
– Vincetoxicum officinalis – მცენარეული კომპონენტი, რომელიც ლიზოციმების გამოთავისუფლების გზით ასტიმულირებს არასპეციფიურიმუნიტეტს.
2. გრიპის სიმპტომური მკურნალობა ხორციელდება შემდეგი ჰომეოპათიური კომპონენტებით:
Aconitum – მოულოდნელი მაღალი ცხელება; Belladonna – ცხელების და ანთების მკურნალობა, განსაკუთრებით სისხლძაღვოვან ფაზაში;
Echinacea angustifolia – ანთების საწინააღმდეგო ეფექტი; Cuprum – აქვეითებს გრიპისათვის დამახასიათებელ ტკივილის სიმპტომებს.
GUNA-FLU-ს შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების კომბინაცია ავლენს იმუნომასტიმულირებელ ეფექტს და გრიპის სიმპტომური მკურნალობის კარგი საშუალებაა.

შემადგენლობა
Aconitum napellus 5CH, Atropa belladonna 5CH, Echincea angustifolia 3 CH, Vincetoxicum officinalis 5CH, Anas barbariae 200 K, Cuprum 3CH, Influenzinum 9CH.

ჩვენებები
გრიპის სიმპტომების პროფილაქტიკა და მკურნალობა

შეფუთვა, დოზირება
შეფუთვაში 6 ტუბი, თითოეული 1 გრამი, გრანულებით.
პროფილაქტიკა: 1 დოზა კვირაში ერთხელ, 6 კვირის განმავლობაში,
გრიპის სეზონის წინ.
მკურნალობა: 1 დოზა 1-3-ჯერ დღეში, 7 დღის განმავლობაში.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: GUNA, იტალია

გაფრთხილება