გუნა-შოლდერ (ნატუროპათი) / GUNA-SHOULDER (naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გუნა-შოლდერ (ნატუროპათი) / GUNA-SHOULDER (naturopath)-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
მხრის არის – სახსრების, კუნთების, მყესების მწვავე და ქრონიკული ტკივილის მკურნალობა


სიტყვა  აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები: Argentum nitricum 8X HPUS; Anti interleukin 1 alpha 4C, Anti interleukin 1 beta 4C, Beta-Endorphin 4C, Cartilago suis 4X, Ferrum phosphoricum 8X, Sanguinaha Canadensis 8X, Tendon suis 6X; Iris versicolor 8X, Ranunculus bulbosus 10X.
არააქტიური კომპონენტი: ნატრიუმის ქლორიდის სტერილური იზოტონური ხსნარი.

Guna-Shoulder-ის თერაპიული ბირთვები
1. ფსიქო-ნეირო-ენდოკრინო-იმუნური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი β-Endorphin 4C – ტკივილის საწინააღმდეგო ნეირომედიატორი. აქვეითებს ტკივილის აფერენტულ იმპულსაციას ზურგის ტვინის უკანა რქების და ცენტრალური ქერქქვეშა სტრუქტურების დონეზე. აძლიერებს ენდოგენური ბეტა-ენდორფინის სინთეზს და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
2. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი
Anti IL 1 α და β 4C – აქვეითებს პროანთებითი ციტოკინების და ანთების აგენტების – ციკლოოქსიგენაზა 2 -ის, E2 პროსტაგლანდინის და აზოტის ოქსიდის სინთეზს.
3. ჰომეოპათიური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი
ამ ბირთვის ხუთი კომპონენტი მხრის არის სხვადასხვა ანატომიური სტრუქტურის მიმართ ტროპიზმით ხასიათდება. Argentum nitricum, Ferrum phosphoricum, Iris Versicolor, Ranunculus bulbosus, Sanguinaria Canadensis ახდენს ტკივილის კუპირებას და მოქმედებს ართრიტის სხვა სიმპტომებზე – ზედა კიდურების პარესთეზია(Argentum nitricum), მხრის არეში არსებულ ნევრალგიურ ტკივილი (Ferrum phosphoricum, Ranunculus და Iris), კუნთოვანი წარმოშობის ფუნქციურ ბლოკები (Sanguinaria).
4. ანტიდეგენერაციული ბირთვი
Cartilago suis ასტიმულირებს ცილების (განსაკუთრებით, გლიკოზამინგლიკანების)
სინთეზს და სახსრების ხრტილოვან ქსოვილზე ახდენს ანტიდეგენერაციულ მოქმედებას; Cartilago suis ასტიმულირებს იოგების და მყესების რესტრუქტურირებას და ფუნქციის აღდგენას.

ჩვენებები:
მხრის არის – სახსრების, კუნთების, მყესების და იოგების მწვავე და ქრონიკული ტკივილი. ზემო კიდურების/მხრის პერიართრიტი (GUNA-POLYARTHRITIS-თან ერთად). მხრის კუნთების ტკივილი (GUNA-MUSCLE-სთან ერთად). მხარ-სხივის სინდრომი (GUNA NEURAL-თან ერთად). მხრის არის ტკივილი ამოვარდნილობის
ჩასწორების და ხანგრძლივი თერაპიული იმობილიზაციის შემდეგ. ეპიკონდილიტი.
გამოშვების ფორმა: 2მლ ამპულა #10; #5
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება