დარსილი – DARSIL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): სილიმარინი/SILYMARIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰეპატოპროტექტორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
სილიმარინი …………0.035 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სილიმარინის (ფლავანოიდური შენაერთების ჯგუფი) ანტიოქსიდანტური აქტივობით, რაც იწვევს ლიპიდების ზეჟანგვითი დაჟანგვის დათრგუნვას, ცილის სინთეზის სტიმულაციას, ფოსფოლიპიდების ცვლის ნორმალიზაციას და ჰეპატოციტების მემბრანების სტაბილიზაციას.
ჩვენებები:
მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები;
ინფექციური და ტოქსიკური ჰეპატიტების შემდგომი მდგომარეობა;
ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაცია და დისტროფია, ციროზი.
იყენებენ აგრეთვე პროფილაქტიკის მიზნით ღვიძლის ინტოქსიკაციების და ქიმიური დაზიანებების დროს (ალკოჰოლური, მედიკამენტური).
მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატი ენიშნებათ პერორალურად 1-2 ტაბ. (0.035-0.079 გ სილიმარინი) ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი შეადგენს არა უმცირეს 3 თვეს.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ენიშნებათ 2-3 ტაბ. (0.070-0.105 გ სილიმარინი) დღეში.
გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთ შემთხვევებში ფაღარათი.
უკუჩვენებები:
არ არის დადგენილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახისს ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: DARNITSA, უკრაინა

გაფრთხილება