დასელტა / Dasselta

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დასელტა / Dasselta-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დესლორატადინი/desloratadine

დასელტა / Dasselta-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები


დასელტა / Dasselta მალამო აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>



1.
რა არის დასელტა და რისთვის გამოიყენება
დასელტა არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ხელს უწყობს ალერგიული რეაქციისა და მისი სიმპტომების კონტროლს.
დასელტა ხსნის ალერგიულ რინიტთან (ცხვირის ლორწოვანის ანთება, გამოწვეული ალერგიით, მაგალითად, თივის ცხელება ან ალერგია მტვრის ნაწილაკებზე) ასოცირებულ სიმპტომებს. ეს სიმტომები მოიცავს ცემინებას, ცხვირიდან გამონადენს, ცხვირის ქავილს, სასის ქავილს, თვალების გაწითლებას ან წყლიან თვალებს.
დასელტა ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციებასთან ასოცირებული სიმპტომების მოსახსნელად (ალერგიით გამოწვეული კანის მდგომარეობა). ეს სიმპტომები მოიცავს ქავილს და გამონაყარს.
ამ სიმპტომების მოხსნა გრძელდება 24 საათის განმავლობაში და ეს გეხმარებათ დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ ყოველდღიურ საქმიანობას.
დასელტა ნაჩვენებია ზრდასრულებსა და მოზარდებისათვის 12 წლის ასაკიდან.
2. დასელტას მიღებამდე
არ მიიღოთ დასელტა
–              თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დესლორატადინის, დასელტას რომელიმე სხვა ინგრედიენტის ან ლორატადინის მიმართ.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დასელტას გამოყენებისას
–              თუ დაქვეითებული გაქვთ თირკმლის ფუნქცია, ან გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ამ პრეპარატის მიღებამდე.
ბავშვები
დასელტა არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა
პრეპარატების მიღება
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ნებისმიერი სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატი.
ცნობილი არ არის დასელტას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებების შესახებ.
დასელტას მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დასელტას მიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასელტას მიღება რეკომენდებული არ არის.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვა
რეკომენდებული დოზის მიღებისას პრეპარატი არ იწვევს ძილიანობას ან სიფხიზლის დაქვეითებას. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათად ზოგიერთ ადამიანში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასელტას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დასელტა შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
3. როგორ მიიღება დასელტა
მოზრდილები და მოზარდები (12 წლის ასაკიდან): მიიღება ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრისას ექიმი დაადგენს ალერგიული დაავადების სახეობას და შესაბამისად დასელტას მიღების ხანგრძლივობას.
თუ ალერგიული რინიტი არის პერიოდულად მიმდინარე (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები), ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობის განრიგს თქვენი დაავადების ისტორიის შეფასების საფუძველზე.
თუ ალერგიული რინიტი პერსისტენტული ხასიათისაა (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 ან მეტი დღე და 4 კვირაზე მეტი), ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობის კურსი.
ჭინჭრის ციების მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს განსხვავებული, სხვადასხვა პაციენტში და ამიტომ აუცილებელია, რომ გაითვალისწინოთ ექიმის მითითებები.
დოზის გადაჭარბება
დასელტა უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის დასელტა, დაუკავშირდით ექიმს.
თუ
დაგავიწყდათ დასელტას მიღება
თუ დაგავიწყდათ დასელტას დანიშნულ დროს მიღება, მიიღეთ როგორც კი შესაძლებელი იქნება და შემდეგ განაგრძეთ პრეპარატის მიღება ჩვეული განრიგის მიხედვით. Gგამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად დასელტამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დესლორატადინის ბაზარზე გაშვების შემდეგ ძალიან იშვიათად აღინიშნა მძიმე ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი და შეშუპება) (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში). ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
მოზარდებში, ყველაზე ხშირად აღინიშნა თავის ტკივილის შემთხვევები.
ყველაზე ხშირად გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
–              გამონაყარი
–              ტაქიკარდია
–              კუჭის ტკივილი
–              გულისრევა (გულისრევის შეგრძნება)
–              ღებინება
–              გასტრიტი
–              დიარეა
–              თავბრუსხვევა
–              ძილიანობა
–              ჩაძინების გაძნელება
–              კუნთების ტკივილი
–              ჰალუცინაციები
–              მოუსვენრობა სხეულის მომატებული მოძრაობებით
–              ჰეპატიტი
–              ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამოვლინდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე დანართ ფურცელში, უთხარით ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება დასელტა
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ დასელტა შეფუთვაზე “EXP” ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში ნესტისგან დაცვის მიზნით.
ტაბლეტის კონტეინერის პირველად გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 3 თვის განმავლობაში.
დაუშვებელია პრეპარატების საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში გადაყრა. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როცა პრეპარატი აღარ გჭირდებათ. ამგვარი ზომები უზრუნველყოფს გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს დასელტა
–              აქტიური სუბსტანცია არის დესლორატადინი. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.
–              ტაბლეტის სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ჰიპრომელოზა (E464), ჰიდროქლორმჟავა (E507), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524), სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი და ტალკი (E553ბ).
–              სხვა ინგრედიენტები გარსში: ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171) და ინდიგო კარმინი (E132).
დასელტას აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ღია ლურჯი ფერის მრგვალი შემლოგარსული ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით.
მუყაოს კოლოფში 30 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერებში.
გამოშვების ფორმა: 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: KRK d.d., Novo mesto, სლოვენია

გაფრთხილება