დენკ პრენატალი / Denk Prenatal

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დენკ პრენატალი / Denk Prenatal-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. dru

დენკ პრენატალი / Denk Prenatal-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


დენკ პრენატალი / Denk Prenatal აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ვიტამინი E 13 მგ
ვიტამინი C 110 მგ
თიამინი (ვიტამინი B1) 1,2 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 1,6 მგ
ნიაცინი (ვიტამინი B3) 15 მგ
ვიტამინი B6 1,9 მგ
ფოლიუმის მჟავა 800 µგ
ვიტამინი B12 3,5 µგ
ბიოტინი (ვიტამინი B7) 60 µგ
პანტოტენის მჟავა (ვიტამინი B5) 6 მგ ]
იოდი 150 µგ
ფოლიუმის მჟავა
• ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ამინომჟავების ნორმალურ სინთეზს და დედის ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდებას ორსულობის პერიოდში
• ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედის გაყოფაში

ვიტამინი B6
• ვიტამინი B6 ხელს უწყობს ერითროციტების ნორმალურ ფორმირებას
ვიტამინი B12
• ვიტამინი B12 მონაწილეობს უჯრედის გაყოფაში
პანტოტენის მჟავა
• პანტოტენის მჟავა ხელს უწყობს ვიტამინი D და სტეროიდული ჰორმონების ნორმალურ სინთეზს და მეტაბოლიზმს.
იოდი

• იოდი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას და  ფუნქციონირებას.
დენკ პრენატალი რეკომენდებულია
• ქალებისთვის რომლებიც გეგმავენ ორსულობას;
• ორსულობის პირველ ტრიმესტრში;
• ლაქტაციის პერიოდში;
დენკ პრენატალი უზრუნველყოფს ფოლიუმის მჟავის, იოდის და ყველა მნიშვნელოვანი ვიტამინის მიწოდებას ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

მიღების
წესი
ერთი შემოგარსული ტაბლეტი ერთხელ დღეში კვების დროს, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.
მხოლოდ ერთი ტაბლეტის მიღება დღეში ავსებს აუცილებელი მიკროელემენტების რეკომენდებულ დღიურ მოთხვონას.
არ არის რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.
შენახვის წესი
ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემეპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის მიღება კოლოფზე ან ბლისტერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტი შიგნით მისაღებად #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: DENK PHARMA GmbH. გერმანია

გაფრთხილება