დენტიბეიბი / DANTYBABY

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დენტიბეიბი / DANTYBABY-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. dru

დენტიბეიბი / DANTYBABY-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ღრძილების გელი.


დენტიბეიბი / DANTYBABY აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>



შემადგენლობა
: გვირილის ყვავილის ექსტრაქტი 5%, კატაბალახას ფესვების ექსტრაქტი 5%, პროპოლისის ექსტრაქტი 5%,
დამხმარე ნივთიერებები: 100%.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გამაყუჩებელი და დამარბილებელი გვირილის ექსტრაქტი, დამამშვიდებელი პროპოლისი და კატაბალახას ფესვების ექსტრაქტი. სამასაჟო გელი დენტიბეიბი ეხმარება პატარას კბილების ამოჭრასთან გამოწვეული დისკომფორტის დაძლევაში.
არ შეიცავს შაქარს.

ჩვენებები
დენტიბეიბი არის სამასაჟო გელი, გამოიყენება კბილების ზრდასთან დაკავშირებული ღრძილების ტკივილისას. ტესტირებულია პედიატრთა ასოციაციის მიერ და წარმოებულია ფარმაცევტული ზედამხედველობის ქვეშ.

დოზირების რეჟიმი
კარგად დაიბანეთ ხელები. თითზე მოათავსეთ გელი, ცოტა რაოდენობით და მსუბუქი მასაჟით დაიტანეთ ღრძილებზე 2-3 წუთის განმავლობაში. 5 აპლიკაცია დღეში.
განსაკუთრებული მითითებები
გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დააფარეთ ტუბს თავსახური. იმ შემთხვევაში, თუ კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული სიმპტომები გაგრძელდა (მაგ. ტემპერატურა, ტკივილი, წითელი ლოყები, გამონაყარი.) მიმართეთ ექიმს. ნუ გამოიყენებთ რომელიმე კომპონენტზე ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: სამასაჟო გელი ტუბში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: LDPSA. საფრანგეთი

გაფრთხილება