დენტოტოქსის ხაზი (ნატუროპათი) / DENTOTOX (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დენტოტოქსის ხაზი (ნატუროპათი) / DENTOTOX (Naturopath)-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები


დენტოტოქსის ხაზი (ნატუროპათი) / DENTOTOX (Naturopath) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>



რა
არის დენტოტოქსი?
ადამიანის ბიოსისტემის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულების თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ქსენომოლეკულურ მასალებს, რომლებსაც 21 საუკუნის ადამიანები საკუთარ ბიოლოგიურ სისტემებში თითქმის მუდმივად ატარებენ.
ქსენო-მოლეკულური მასალა თანამედროვე მედიცინაში ფართოდაა გამოყენებული – სტომატოლოგიური ბჟენები და შტიფტები, სატრანსპლანტაციო ორგანოები, გულის ხელოვნური სარქვლები, ბარძაყის პროთეზები და ა.შ. უკანასკნელ წლებში გამოქვეყნდა მრავალი კვლევა, რომლებიც კბილების დაბჟენის დროს ამალგამის გამოყენებას და მის იმუნოსუპრესიულ ეფექტს ეხება.
დენტოტოქს-პრეპარატები, ძირითადად, სტომატოლოგიური მასალის გამოყენების შედეგად განვითარებული ინტოქსიკაციის, ძირითადად დენტალური პათოლოგიების სამკურნალოდ გამოიყენება.
როგორ მუშაობს ეს პრეპარატები?
დენტოტოქსი კომპლექსური პრეპარატების სერიაა, შედგება ჰომეოპათიური,
სუისორგანული კომპონენტების, ნოზოდების, პოტენცირებული ალოპათიური პრეპარატების და სტომატოლოგიური მასალის იზოპათიური განზავებებისაგან.
ჰომეოპათიური კომპონენტები მოქმედებს სიმპტომებზე და დაზიანებულ
არეზე. გააჩნიათ სამმაგი მოქმედება: დრენაჟი, დეტოქსიკაცია და იმუნოკორექცია.
ნოზოდები (Luesinum) მოქმედებენ ისეთ დიათეზზე, რომელიც, უმეტესად, დენტალური პათოლოგიების მქონე პაციენტებში ჭარბობს.
პოტენცირებული ალოპათიური კომპონენტები იატროგენული ალოპათიური
მკურნალობის გვერდით ეფექტებს ანეიტრალებს.
სტომატოლოგიური მასალის იზოპათიური განზავებები, ტოქსიურ სტომატოლოგიურ მასალაზე შემბოჭავ, დეტოქსიკაციურ და დრენაჟულ ეფექტს ავლენს.

როდის შეიძლება მათი მიღება?
– სტომატოლოგიაში მკურნალობის დროს. განსაკუთრებით, ამალდენტოტოქსი
გამის და სტომატოლოგიაში გამოყენებული სხვა მასალის დეტოქსიკაციისათვის.

შეფუთვა, დოზირება
ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით. წვეთები პერორალური
მიღებისათვის. 10-30 წვეთი 3-ჯერ დღეში.
დენტოტოქსი #1 ამალგამა I
დენტოტოქსი #2 ამალგამა II
დენტოტოქსი #3 პრე-ამალგამა
დენტოტოქსი #4 სტომატოლოგიური დრენაჟი
დენტოტოქსი #5 კომპოზიტები
დენტოტოქსი #6 ფაიფური
დენტოტოქსი #7 ანესთეზია
დენტოტოქსი #8 ინფექციები
დენტოტოქსი #9 ღრძილი
დენტოტოქსი #10 ფტორი
დენტოტოქსი #11 დამამშვიდებელი
დენტოტოქსი #12 ცემენტი
დენტოტოქსი #13 კბილის არხი
დენტოტოქსი #14 დასხივება
დენტოტოქსი #15 ოპერაციისწინა
დენტოტოქსი #16 ოპერაციის შემდგომი
გაცემის
რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება