დეპრექსორი / DEPREXOR

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დეპრექსორი / DEPREXOR-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ვენლაფაქსანი/venlafaxine

დეპრექსორი / DEPREXOR-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდეპრესანტები,  ნორადრენალინის და სეროტონინის უკუმიტაცების

ინჰიბიტორები


დეპრექსორი / DEPREXOR აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


რას
წარმოადგენს დეპრექსორი და რისთვის გამოიყენება
დეპრექსორი წარმოადგენს ანტიდეპრესანტს, რომელიც მიეკუთვნება სეროტონინის და ნორადრენალინის (ნივთიერებები, რომლებიც ტვინში წარმოიქმნებიან) მიტაცების ინჰიბიტორებს. სამკურნალო პრეპარატების ეს ჯგუფი გამოიყენება დეპრესიის და შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ. ითვლება, რომ პირებს დეპრესიით და/ან შფოთვითი მდგომარეობით აქვთ ტვინში სეროტონინის და ნორადრენალინის უფრო დაბალი დონე. ანტიდეპრესანტების მოქმედება მთლიანად გარკვეული არ არის, მაგრამ მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ტვინში სეროტონინის და ნორადრენალინის დონის ნორმალიზებას.

დეპრექსორი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ მოზრდილებში. დეპრესიის მკურნალობა მნიშვნელოვანია თქვენი თვითგრძნობის გასაუმჯობესებლად. თუ არ უმკურნალეთ ამ მდგომარეობას, ის შეიძლება გახდეს უფრო სერიოზული და რთულად სამკურნალო.

დეპრექსორის მიღებამდე
არ მიიღოთ დეპრექსორი

-თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ვენლაფაქსანის ან დეპრექსორის სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.
-თუ იღებთ ან ახლახან იღებდით (უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში) დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატებს (მაო-ს შეუქცევადი ინჰიბიტორები). მაო-ს შეუქცევადი ინჰიბიტორების სხვა სამკურნალო პრეპარატებთან გამოყენებამ დეპრექსორის ჩათვლით შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები. დეპრექსორის მიღების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა დაიცადოთ 7 დღე, სანამ დაიწყებთ ზემოთ მითითებული ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებას (ასევე იხილეთ პუნქტი “სეროტონინული სინდრომი” და “სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება”)

დეპრექსორის გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე
• თუ იყენებთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს, რომლებმაც დეპრექსორთან       ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაზარდოს სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკი (ასევე იხილეთ პუნქტი “სეროტონინული სინდრომი” და “სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება”).
• თუ გაქვთ დარღვევები თვალების მხრივ, როგორიცაა გლაუკომა (მომატებული თვალისშიდა წნევა).
• თუ გაქვთ ან გქონდათ გულის პრობლემები.
• თუ გაქვთ მომატებული არტერიული წნევა
• თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ გულყრები (კრუნჩხვები).
• თუ თქვენთვის ცნობილია, რომ წარსულში გქონდათ სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია).
• თუ გაქვთ მიდრეკილება სისხლჩაქცევების ან მსუბუქი სისხლდენის მიმართ (თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა) ან იღებთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი.
• თუ გაქვთ მომატებული ქოლესტერინი
• თუ თქვენ ან ოჯახის ნებისმიერ წევრს გქონდათ მანია ან ბიპოლარული აშლილობა (მომატებული აგზნება და ეიფორია).
• თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ მიდრეკილება აგრესიული ქცევისადმი.
დეპრექსორმა შეიძლება გამოიწვიოს მოუსვენრობა ან მშვიდად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა. თუ ეს შეგემთხვათ, საჭიროა აცნობოთ თქვენს ექიმს.
დეპრექსორის მიღების დაწყებამდე, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს თუ თქვენთვის დამახასიათებელია ნებისმიერი ასეთი მდგომარეობა:
აზრები თვითმკვლელობის შესახებ და თქვენი დეპრესული ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება.
თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა შეიძლება ზოგჯერ გაგიჩნდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ისინი შეიძლება გაძლიერდეს, როდესაც პირველად დაიწყებთ ანტიდეპრესანტების მიღებას, რადგან ყველა ამ პრეპარატისათვის საჭიროა დრო, რათა დაიწყოს მოქმედება (ჩვეულებრივ დაახლოებით ორი კვირა და ზოგჯერ მეტი).
მეტად სავარაუდოა, რომ თქვენ გქონდეთ ასეთი აზრები:

-თუ მანამდე გქონდათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები.
-თუ ხართ ახალგაზრდა.
-კლინიკური კვლევების მონაცემები აჩვენებს სუიციდური მოქმედების მომატებულ რისკს ახალგაზრდებში (25 წელზე ნაკლები ასაკის) ფსიქიკური პრობლემებით, ანტიდეპრესანტებით ნამკურნალებ პირებში.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიდით საავადმყოფოში თუ გაქვსთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები.
შეიძლება სასარგებლო იყოს ნათესავებთან ან ახლო მეგობრებთან საუბარი იმის შესახებ, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვოთ მათ, წაიკითხონ ეს დანართი ფურცელი. შეიძლება სთხოვოთ მათ, რომ გითხრან, თუ ფიქრობენ, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა გაუარესდა ან წუხან თქვენი ქცევის შეცვლის გამო.

პირის სიმშრალე
პაციენტთა 10%, რომლებიც მკურნალობენ ვენლაფაქსინით, აღენიშნებათ პირის სიმშრალე. ამან შეიძლება გაზარდოს კარიესის რისკი. განსაუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენი კბილების ჰიგიენას.

გამოყენება ბავშვებში და 18 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებში
პრინციპში დეპრექსორი არ გამოიყენება ბავშვების და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ. 18 წელზე ნაკლები ასაკის პირებში გამოყენებისას არის გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობა, თვითმკვლელობის და მტრული აზრები (უპირატესად აგრესია, საპირისპირო ქცევა და მრისხანება). მიუხედავად ამისა, ექიმის შეხედულებისამებრ (თუ აუცილებელია) დეპრექსონი შეიძლება დაინიშნოს ბავშვების და 18 წლამდე მოზარდების სამკურნალოდ. თუ თქვენმა ექიმმა დეპრექსორი დაუნიშნა 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტს, მიმართეთ მას, თუ გსურთ ამ საკითხის განხილვა. უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნეთ ნებისმიერი ზემოთაღწერილი სიმპტომი ან დაავადების გაუარესება 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებენ დეპრექსორს. დეპრექსორის შორეული ეფექტები ზრდაზე, მომწიფებაზე, შემეცნებითი უნარების განვითარებასა და ქცევაზე ამ ასაკობრივ ჯგუფში ბოლომდე შესწავლილი არ არის.

სხვა
სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის იმ მედიკამენტებსაც, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
ექიმმა უნდა გადაწყვიტოს შეიძლება თუ არა მიიღოთ დეპრექსორი სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.
არ დაიწყოთ, ან არ შეწყვიტოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატის გამოყენება, ურეცეპტოდ შეძენილი პრეპარატების, ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების, ან სამკურნალო მცენარეული პრეპარატების ჩათვლით მანამადე, სანამ არ გაივლით კონსულტაციას თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ:
• იღებთ ან უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში იღებდით დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებს – მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორებს (მაოი) (იხ. პუნქტი “დეპრექსორის მიღებამდე”);
• თუ გაქვთ, ან გქონდათ სეროტონინული სინდრომის ნიშნები.
სეროტონინის სინდრომი, რომელიც არის სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა (იხ. თავი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”), შეიძლება გამოვლინდეს დეპრექსორით მკურნალობისას, განსაკუთრებით კომბინაციაში შემდეგ სამკურნალო პრეპარატებთან:
– ტრიპტანები (შაკიკის სამკურნალო საშუალება);

– დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ან ლითიუმის შემცველი სამკურნალო პრეპარატები;
– ლინეზოლიდის (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები) შემცველი სამკურნალო პრეპარატები;
– მოკლობემიდის შემცველი სამკურნალო პრეპარატები, რომელიც მაო-ს შეუქცევადი ინჰიბიტორია (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
– სიბუტრამინის შემცველი სამკურნალო პრეპარატები (წონის დასაკლები საშუალება);
-ტრამადოლის შემცველი სამკურნალო პრეპარატები (ტკივილდამაყუჩებლი);
-კრაზანას შემცველი პრეპარატები (Hypericum perforatum), რომლებიც წარმოადგენენ ბუნებრივ საშუალებებს, (სამკურნალო მცენარეები), გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ;
– ტრიპტოფანის შემცველი სამკურნალო პრეპარატები (გამოიყენება ძილის პრობლემების და დეპრესიის სამკურნალოდ).
სეროტონინული სინდრომის სიმპტომები შეიძლება იყოს შემდეგი: მოუსვენრობა, ჰალუცინაციები, კოორდინაციის დაკარგვა, გულის ფუნქციონირების დაჩქარება, სხეულის მომატებული ტემპერატურა, არტერიული წნევის სწრაფი ცვლილება, გაძლიერებული რეფლექსები, დიარეა, კომა (ცნობიერების დაკარგვა), გულისრევა, ღებინება.
დეპრექსორით მკურნალობის პერიოდში ნებისმიერი ამ სიმპტომის განვითარებისას,   აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებისათვის.

დეპრექსორთან ასევე შეიძლება ურთიერთქმედებდეს შემდეგი სამედიცინო პრეპარატები და გამოყენებული უნდა იყოს დიდი სიფრთხილით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ:
– კეტოკონაზოლს (სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი);
– ჰალოპერიდოლს ან რისპერიდონს (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ);
– მეტოპროლოლი (ბეტა-ბლოკატორი, რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და გულის დაავადებების სამკურნალოდ).

დეპრექსორის გამოყენება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან
დეპრექსორი საჭიროა მიიღოთ ჭამის დროს (იხ. თავი 3 “ როგორ მიიღოთ დეპრექსორი”).
დეპრექსორის გამოყენებისას თავი აარიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან თუ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ან ბავშვს აწოვებთ ძუძუს. ექიმი გადაწყვეტს შეიძლება თუ არა თქვენ მიიღოთ ეს პრეპარატი სარგებელი/რისკის გულმოდგინე შეფასების შემდეგ.

საჭიროა აცნობოთ თქვენს მეანს და/ან ექიმს, რომ იღებთ დეპრექსორს.
ორსულობის პერიოდში მსგავსი სამკურნალო პრეპარატების (სეროტონინის და ნორადრენალინის უკუშებოჭვის ინჰიბიტორების ჯგუფი) მიღებამ ახალშობილში შეიძლება გაზარდოს სერიოზული გართულებების რისკი, რომელიც ცნობილია როგორც ახალშობილის პერსისტული პულმონალური ჰიპერტენზია (აპპჰ). ის ვლინდება სუნთქვის გახშირებით და ციანოზით (გალურჯებით), უფრო ხშირად მშობიარობიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ თქვენს ბავშვს გამოუვლინდა ეს მოვლენები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მეანს.

თუ თქვენ იღებდით დეპრექსორს ორსულობის პერიოდში, თქვენს ახალშობილს შესაძლოა განუვითარდეს მოხსნის სინდრომი (სუნთქვის და ძილის პრობლემები, კვების გაძნელება, მოუსვენრობა, გულჩვილობა). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდებიან ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში.
თუ თქვენს ახალშობილს მშობიარობიდან მოკლე ხანში განუვითარდა ეს სიმპტომები, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს და/ან მეანს.
დეპრექსორი გადადის ქალის რძეში და შეიძლება გავლენა მოახდინოს ახალშობილზე. თუ დეპრექსორით მკურნალობა აუცილებელია, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ძუძუთი კვების შეწყვეტა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ არავითარი მოწყობილობები ან მანქანები მანმადე, სანამ არ დაადგენთ როგორ მოქმედებს დეპრექსორი თქვენზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეპრექსორის ზოგიერთი შემადგენელი კომპონენტის შესახებ
დეპრექსორის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მას.

როგორ მიიღოთ დეპრექსორი
დეპრექსორი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
მოზრდილები
ჩვეულებრივ, საწყისი დოზა დეპრესიის სამკურნალოდ შეადგენს 75 მგ დღეში, გაყოფილი 2 მიღებაზე. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას უფრო დიდი დოზით მკურნალობის შესახებ. მისი მომატება ხდება თანდათან და აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მიაღწიოს მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას 375 მგ.
გამოყენება ბავშვებში
დეპრექსორის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული არ არის.

დეპრექსორი მიიღეთ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დილით და საღამოს, ჭამის დროს.
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლების პრობლემები, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დეპრექსორის დოზის კორექცია.
არ შეწყვიტოთ დეპრექსორის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე (იხ. თავი “ თუ შეწყვიტეთ დეპრექსორის მიღება”).

თუ მიიღეთ დეპრექსორის საჭიროზე მეტი დოზა
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ დეპრექსორის საჭიროზე (ექიმის მიერ დანიშნულზე) მეტი დოზა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება იგრძნოთ გულისცემა, ცნობიერების შეცვლა ძილიანობიდან კომამდე (გონების დაკარგვა), მხედველობის დაბინდვა, გულყრები ან კრუნჩხვები და ღებინება.

თუ
თქვენ გამოტოვეთ დეპრექსორის მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ დაუყოვნებლივ გახსენებისთანავე. თუ დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ მხოლოდ ერთეული დოზა, ჩვეულებისამებრ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ დღეში დანიშნული დეპრექსორის რაოდენობას.

თუ
თქვენ შეწყვიტეთ დეპრექსორის გამოყენება
ექიმის რჩევის გარეშე არ შეწყვიტოთ მკურნალობა და არ შეამციროთ დეპრექსორის დოზა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ აღარ არის დეპრექსორის მიღების აუცილებლობა, იგი გირჩევთ დოზა შეამციროდ თანდათან, სანამ მთლიანად შეწყვეტთ მკურნალობას. დეპრექსორის სწრაფი მოხსნისას, ან დოზის სწრაფად შემცირებისას ვითარდება გვერდითი მოვლენები და შესაძლოა აღდგეს დაავადების სიპტომები. შეიძლება იგრძნოთ სისუსტე, თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება, თავის ტკივილი, ძილიანობა, ღამის კოშმარები, პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, გულისრევა, დიარეა, ნერვიულობა, აგზნება, გაღიზიანება, დაბნეულობა, ყურებში შუილი, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ან იშვიათად ტანში დენის დარტყმის შეგრძნება, სისუსტე, ოფლიანობა, კრუნჩხვები, ან გრიპისმაგვარი სიმპტომები.
თქვენი ექიმი გირჩევთ როგორ შეწყვიტოთ თანდათან დეპრექსორით მკურნალობა. თუ იგრძნობთ ნებისმიერს ამ სიმპტომებიდან, ან სხვა სიმპტომებს, რომლებიც გაწუხებთ, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
დეპრექსორმა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.

ალერგიული რეაქციები
თუ გამოგივლინდათ შემდეგი მოვლენებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დეპრექსორის მიღება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ან მიდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებაში:
– გულმკერდის არეში მოჭერილობა, ხიხინი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება;
– სახის, ყელის, ხელების ან ტერფების შეშუპება;
– ნერვიულობის ან შფოთვის შეგრძნება, თავბრუსხვევა, პულსაციის შეგრძნება, კანის უეცარი გაწითლება და/ან სითბოს შეგრძნება;
– მძიმე გამონაყარი, ქავილი ან ურტიკარიული გამონაყარი (კანზე წითელი ან ფერმკრთალი შემაღლებული ფოლაქები, ხშირად ქავანა).

სერიოზული გვერდითი მოვლენები
შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
– პრობლემები გულის მხრივ, როგორიცაა აჩქარებული ან გულის არასწორი რითმი (პულსი), მომატებული არტერიული წნევა;
– პრობლემები თვალების მხრივ (დაბინდული მხედველობა, გაფართოვებული გუგები);
– პრობლემები ნერვული სისტემის მხრივ (თავბრუსხვევა, ნემსების ჩხვლეტის შეგრძნება, მოძრაობის დარღვევა, კრუნჩხვები ან გულყრები);
– ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა ჰიპერაქტივობა (მომატებული აქტივობა) და ეიფორია (ამაღლებული გუნება-განწყობა);
– მოხსნის სინდრომი (მკურნალობის შეწყვეტა) (იხილე თავი “როგორ მიიღოთ დეპრექსორი” და ქვეთავი “თუ შეწყვიტეთ დეპრექსორის მიღება”).
გვერდითი მოვლენები სრული ჩამონათვალი
გვერდითი მოქმედების სიხშირე (გამოვლენის ალბათობა) კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (ვლინდება 10 მომხმარებლიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში), ხშირი (ვლინდება 100 მომხმარებლიდან 1-10 შემთხვევაში), არახშირი (ვლინდება 1000 მომხმარებლიდან 1-10 შემთხვევაში), იშვიათი (ვლინდება 10000 მომხმარებლიდან 1-10 შემთხვევაში), ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებ  შემთხვევაში), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
არახშირი: სისხლჩაქცევა, კუპრისებრი განავალი ან სისხლი განავალში, რაც შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შინაგანი სისხლდენის სიმპტომი.
უცნობი სიხშირის: სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რაც იწვევს სისხლჩაქცევის ან სისხლდენის რისკის მომატებას), სისხლდენის დროის გახანგრძლივება, დარღვევები სისხლის მხრივ (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის რისკის მომატება).

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან ხშირი: პირის სიმშრალე, გულისრევა
ხშირი: მადის დაქვეითება, ღებინება, შეკრულობა.
არახშირი: გემოვნების შეცვლა, კბილების კრაჭუნი, დიარეა.
უცნობი სიხშირის: ძლიერი ტკივილი მუცელში ან ზურგში (რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავების, ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის სერიოზული პრობლემებით).

ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევა
ხშირი: წონის კლება, ქოლესტერინის დონის მომატება.
არახშირი: წონის მატება
უცნობი სიხშირის: წყლის ჭარბი მიღება, რძის პათოლოგიური გამოყოფა, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
უცნობი სიხშირის: სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მსუბუქი ცვლილება; ქავილი, კანის და თვალების გაყვითლება, შარდის გამუქება ან გრიპისმაგვარი სიმპტომები, რომლებიც წარმოადგენენ ღვიძლის ანთების (ჰეპატიტის) გამოვლინებას.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი;
ხშირი: პათოლოგიური სიზმრები, თავბრუსხვევა, კუნთების ტონუსის მომატება, ნერვიულობა, გაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, დამშვიდება, ტრემორი.
არახშირი: კუნთების უნებლიე მოძრაობები, კოორდინაციის და წონასწორობის დარღვევა. იშვიათი: მოუსვენრობის შეგრძნება ან წყნარად ჯდომის ან დგომის უუნარობა, კრუნჩხვები ან გულყრები.
უცნობი სიხშირის: ნეიროლეპტიური ავთვიასებიანი სინდრომი (მაღალი ტემპერატურა კუნთების შებოჭილობით (რიგიდული მუსკულატურა), ცნობიერების არევა და აგზნება, ოფლიანობა, კუნთების უეცარი მოძრაობები, რომელთა კონტროლი შეუძლებელია); სეროტონონული სინდრომი (ეიფორია, ძილიანობა, თვალების მუდმივი სწრაფი მოძრაობა, მოუქნელობა, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ოფლიანობა ან კუნთების შებოჭილობა), კუნთების სპაზმები და უნებლიე მოძრაობები.

ფსიქიკური დარღვევები
ხშირი: უძილობა, ცნობიერების არევა, საკუთარი თავიდან და რეალობიდან იზოლირების (ან გარიყულობის) შეგრძნება.
არახშირი: გრძნობების და ემოციების დაკარგვა, ჰალუცინაციბი (ადამიანი ხედავს, შეიგრძნობს და ესმის არარსებული), აგზნება.
იშვიათი: ჭარბი აგზნების შეგრძნება და ეიფორია (ზედმეტი და უსაფუძვლო კარგი თვითშეგრძნება, მომატებული მხიარული განწყობა რეალობასთან კავშირის გარეშე).
უცნობის სიხშირის: დელირიუმი (გონების დაბინდვა ცნობიერების ზოგადი არევით, დეზორიენაციით, აზროვნების და მეხსიერების დარღვევით, დეფექტური აღქმა, მოძრაობითი მოუსვენრობა), აზრები თვითდაზიანების და თვითმკვლელობის შესახებ.

დარღვევები მხედველობის მხრივ
ხშირი: მხედველობის დაბინდვა, გუგების გაფართოება, მხედველობითი დარღვევევბი
უცნობი სიხშირის: თვალების ძლიერი ტკივილი და შესუსტებული ან დაბინდული მხედველობა (მახვილკუთხოვანი გლაუკომა).

დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ
არახშირი: ხმაური ყურებში (ტინიტუსი).

დარღვევები გულის მხრივ
ხშირი: გულისცემა
არახშირი: გულის აჩქარება
უცნობი სიხშირის: გულის რითმის დარღვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულყრები, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე.

სისხლძარღვოვანი დარღვევები
ხშირი: წამოწითლება, მომატებული არტერიული წნევა. თავბრუსხვევა (განსაკუთრებით სწრაფად წამოდგომისას), გულყრები
უცნობი სიხშირის: არტერიული წნევის დაქვეითება

დარღვევები სუნთქვის მხრივ
ხშირი: მთქნარება.
უცნობი სიხშირის: ხველა, ხიხინი, მოხრჩობა და მაღალი ტემპერატურა, რომლებიც წარმოადგენენ ფილტვების ანთების სიმპტომებს, რაც დაკავშირებულია სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატებასთან (ფილტვისმიერი ეოზინოფილია).

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან ხშირი: ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის ჩათვლით).

არახშირი: გამონაყარი, პათოლოგიური თმის ცვენა, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უცნობის სიხშირის: კანის გამონაყარი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფორმის გამონაყარი და კანის აქერცვლა, ქავილი, სუსტი გამონაყარი.

დარღვევები კუნთების მხრივ
უცნობი სიხშირის: კუნთების აუხსნელი ტკივილი, კუნთების მგრძნობელობა ან სისუსტე.

დარღვევები საშარდე სისტემის მხრივ
ხშირი: ხშირი შარდვა, შარდვის გაძნელება.
არახშირი: შარდის შეკავება.

რეპროდუქციული და სექსუალური დარღვევები
ხშირი: ლიბიდოს (სექსუალური სურვილის) დაქვეითება, პათოლოგიური ეაკულაცია/ორგაზმი (მამაკაცები), ორგაზმის არარსებობა, ერექციული დისფუნქცია (იმპოტენტობა), არარეგულარული მენსტრუაცია (გაძლიერებული ან არარეგულარული სისხლდენა).
არახშირი: ქალებში ორგაზმის დარღვევა

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
უცნობი სიხშირის: სისტემური ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები (სახის ან ენის შეშუპება, მოხრჩობა ან გაძნელებული სუნთქვა, რომელსაც ხშირად თან ახლავს გამონაყარი).
ზოგადი დარღვევები
ხშირი: სისუსტე (ასთენია), შემცივნება.

ზოგჯერ დეპრექსორმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება ვერ შეიგრძნოთ (მომატებული არტერიული წნევა, აბნორმალური გულის რითმი, სისხლში ღვიძლის ფერმენტების, ნატრიუმის ან ქოლესტერინის დონის მსუბუქი ცვლილება). შედარებით იშვიათად დეპრექსორმა შეიძლება შეამციროს სისხლში თრომბოციტების ფუნქცია, რასაც მოსდევს სისხლჩაქცევის ან სისხლდენის რისკის მომატება. თუ თქვენ ხანგრძლივად იღებდით დეპრექსორს, თქვენი ექიმი პერიოდულად დაგინიშნავთ სისხლის გამოკვლევებს.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ შეინახოთ დეპრექსორი
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
არ გამოიყენოთ დეპრექსორი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს დეპრექსორი
აქტიური ნივთიერება: ვენლაფაქსინი 37.5 მგ. ან 75 მგ. (ვერლაფაქსინის ჰიდროქლორიდის სახით). შხვა შემადგენელი ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ჟანგი წითელი (E172), ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი (ტიპი A).

როგორ გამოიყურება დეპრექსორი და რას შეიცავს შეფუთვა
დეპრექსორი 37.5 მგ: მრგვალი, ბრტყელი, ღია ვარდისფერი ტაბლეტი, წაკვეთილი ბოლოებით და გამყოფი ღარით ერთ მხარეს, დიამეტრით 8მმ.
დეპრექსორი 75 მგ: მრგვალი, ბრტყელი, ღია ვარდისფერი ტაბლეტი, წაკვეთილი ბოლოებით და გამყოფი ღარით ერთ მხარეს, დიამეტრით 10მმ.
10 ტაბლეტი 37.5 მგ. ან 75 მგ პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 3 ან 6 ბლისტერი დანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გამოშვების ფორმა:  37,5მგ და 75მგ ტაბლეტი N30;N60
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: სოფარმა, ბულგარეთი

გაფრთხილება