დეპროჰერბი – ორალური წვეთი / Deproherb Oral Drop

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დეპროჰერბი – ორალური წვეთი / Deproherb Oral Drop-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


დეპროჰერბი – ორალური წვეთი / Deproherb Oral Drop აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა: გერანის ეთერზეთი

ფარმაკოდინამიკა: დეპროჰერბს წარმოადგენს ვარდის სურნელის მქონე გერანის ეთერზეთი, რომლის აქტიური ნივთიერებები: ციტრონელოლი, გერანოილი და იზომენთოლი ხასიათებიან სედაციური, სპაზმოლიზური, კარდიოტონური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტებით, ისინი აძლიერებენ ნაღვლის გამოყოფას, პერისტალტიკას, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლების სეკრეციას, გერანოილი და იზომენთოლი საჭმლის მომნელებელ სისტემის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებებისას ხსნიან სპაზმს და ტკივილს.
დეპროჰერბი ამცირებს აგზნებადობას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, უშლის ხელს სპონტანური ნერვული იმპულსების წარმოქმნას და ახანგრძლივებს საძილე საშუალებების ეფექტს
ასტაბილურებს კარდიომიოციტების კუმშვადობას, აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას მიოკარდიუმში და ხელს უწყობს არტერიული წნევის სტაბილიზირებას

ჩვენება:
– ძილის დარღვევები და უძილობა
– შფოთვა, გაღიზიანებადობა
– მომატებული ნერვული აგზნებადობა
– სტრესული და დეპრესიული მდგომარეობა (მკურნალობა-პროფილაქტიკა)
– კლიმაქტერული სინდრომი
– ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

დოზირება: 2ჯერ დღეში 20 წვეთი, კვების შემდეგ სითხესთან ერთად
უკუჩვენება: ორსულობა, 16 წლამდე ასაკი
გამოშვების ფორმა:  30მლ ორალური წვეთები
გამოშვების ფორმა: ორალური წვეთი 30მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Barij, ირანი

გაფრთხილება