დერივა C / Deriva C

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დერივა C / Deriva C-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ადაპალენი, კლინდამიცინი/ adapalen, clindamycin

დერივა C / Deriva C-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: აკნეს სამკურნალო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის.


დერივა C / Deriva C აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:

1გ გელი შეიცავს 1 მგ ადაპალენს, კლინდამიცინს (როგორც კლინდამიცინის ფოსფატი) 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:
დინატრიუმის ედეტატი, კარბომერი 940, პროპილენგლიკოლი, მეთილიპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პოლოქსამერი 407, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის
ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა
ადაპალენი წარმოადგენს ნაფტოის მჟავას წარმოებულს, რეტინოიდის მაგვარ ნივთიერებას, რომელიც მოდულირებას უკეთებს უჯრედების დიფერენციაციას და კერატინიზაციას, ასევე
კანის ანთებით პროცესებს, რომელიც აკნეს განვითარების ძირითად მიზეზს წარმოადგენს. ადაპალენი უკავშირდება რა უჯრედის ბირთვის რეტინოიდურ რეცეპტორებს, ხელს უწყობს
ფოლიკულური ეპითელიოიდური უჯრედების ნორმალურ დიფერენციაციას, რის შედეგადაც მცირდება მიკროკომედონის წარმოქმნა და ხელს უშლის აკნეს განვითარებას და შესაბამისად ეხმარება დაუზიანებელი კანის შენარჩუნებას.

კლინდამიცინის ფოსფატი ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია, რომელიც მოქმედებს, როგორც ბაქტერიული პროტეინების სინთეზის ინჰიბიტორი, 50 შ სუბერთეული რიბოსომის
შეკავშირებისა და პეპტიდური ჯაჭვის ფორმირების პროცესის ინჰიბირების ხარჯზე. კლინდამიცინი, მინიმალური კონცენტრაციით 0,4კგ/მლ, აინჰიბირებს Propionbacterium akne-ს ყველა კულტურას. აღმოჩენილია ჯვარედინი რეზისტენტობა კლინდამიცინსა და ერითრომიცინს შორის.

კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები:
აკნე ვულგარის ადგილობრივი მკურნალობისთვის.
გამოიყენეთ მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით.

მოხმარების წესი:
გელი უნდა შეიზილოთ მშრალ სუფთა კანზე დღეში ერთხელ, ღამით. მკურნალობის პირველ  კვირას შესაძლოა აკნეს პროცესი გაძლიერდეს მედიკამენტში შემავალი აქტიური ნივთიერებების გამო. ასეთ შემთვევაში არ შეწყვიტოთ მკურნალობა, პრეპარატის თერაპიული ეფექტი, როგორც წესი ვლინდება 8-12 კვირის განმავლობაში. გელის სახით ადაპალენის გამოყენებისას, მედიკამენტის კანიდან სისხლში მოხვედრის რისკი საგრძნობლად დაბალია.

გვერდითი მოვლენები:
ჰიპერემია, კანის აქერცვლა, სიმშრალე, კანის წვა და ქავილი გელის შეზელისთანავე, რომელიც შემდგომში გადის. ალერგიული რეაქციები, ფოტომგრძნობელობა,  ჩხვლეტის შეგრძნება,  იშვიათად შეიმჩნევა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დიარეა, დიარეა სისხლით და კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი).

დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბება იწვევს ჰიპერემიას და კანის აქერცვლას.
მკურნალობა სიმპტომურია.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ადაპალენის, კლინდამიცინის ან სხვა რომელიმე მედიკამენტში შემავალი ინგრედიენტის მიმართ, ასევე ლინკომიცინის მიმართ. ენტერიტი, წყლულოვანი კოლიტი, კოლიტი, ასოცირებული ანტიბიოტიკებზე (ანამნეზში), კრონის დაავადება. მედიკამენტის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული, რადგან მისი  უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.

ორსულობა და ლაქტაცია:
მედიკამენტის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის გამოცდილი, ამიტომ მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება.

გელის გამოყენება და უსაფრთხოება
გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მგრძნობიარე ადგილებზე (თვალისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, დაზიანებული უბნები) გელის შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში კარგად უნდა ჩამოიბანოთ გრილი წყლით.  მკურნალობის პროცესში უნდა მოერიდოთ მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებულ ზემოქმედებას ნათურების ჩათვლით, რადგან კანის დაუცველობით იზრდება დამწვრობის რისკი. მკურნალობის პერიოდში ისეთი კოსმეტიკის გამოყენებამ, რომელიც აშრობს კანს (აბრაზიული და სამკურნალო საპნები, გადაჭარბებული რაოდენობით ალკოჰოლის შემცველი კანის გამწმენდები, გამამკვრივებელი საშუალებები, გაპარსვის შემდეგ სახმარი კრემები და ლოსიონები, გამწმენდი საშუალებები) შესაძლებელია გამოიწვიოს გამაღიზიანებელი ეფექტი.
პროდუქტში შემავალ ნებისმიერ კომპონენტზე ალერგიული რეაქციის გამოვლენისთანავე
მკურნალობა უნდა შეწყდეს და მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები. კლინდამიცინის ადგილობრივი გამოყენებისას ანტიბიოტიკის შეწოვა ხდება კანის ზედაპირიდან. გელის გამოყენებსი შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები.

სხვა მედიკამენთებთან დამოკიდებულება:
მედიკამენტის გამოყენებას ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია მოჰყვეს გამაღიზიანებელი რეაქცია. გელი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავს გოგირდს, რეზორცინს ან სალიცილის მჟავას. გელის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მისი  მოხმარება ხდება დღეში ერთხელ ძილის წინ, ხოლო დილით შესაძლებელია სხვა წამლების გამოყენება.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C. არ გაყინოთ! შეინახეთ ბავშებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: (1მგ+10მგ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Glenmark Pharmaceuticals sro. ინდოეთი

გაფრთხილება