დერილაიფი / DERYLIFE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დერილაიფი / DERYLIFE-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კლობეტაზოლი/clobetasol

დერილაიფი / DERYLIFE -ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის.


დერილაიფი / DERYLIFE აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


პრეპარატის ათქ კოდი D07AB01
შემადგენლობა
კრემის 1 გრამი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: კლობეტაზოლის პროპიონატი 0,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პარაფინი, პროპილენგლიკოლი, ქლოროკრეზოლი ცეტომაკროგოლი, პოლიოქსილ 40 ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, პოლიოქსილ 15 ჰიდროქსისტეარატი, ცეტოსტეარილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დერილაიფი – გლუკოკორტიკოსტეროიდი გარეგანი გამოყენებისათვის. კლობეტაზოლის პროპიონატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება.
გლუკოკორტიკოიდების ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას საფუძვლად უდევს სხვადასხვა მექანიზმები, მიმართული ანთების პროცესში მონაწილე სხვადასხვა ფაქტორების პროდუქციის დათრგუნვაზე. მცირდება ვაზოაქტიური ნივთიერებების და ქემოატრაქტანტების გამოყოფა, ლიპაზებისა და პროტეაზების სეკრეცია, ლეიკოციტების გადაადგილება სისხლძარღვებიდან ანთების კერაში, ლეიკოციტების შეკავება ანთების კერებში და ფიბროზი. ლიპოკორტინების ინდუქციის ხარჯზე გლუკოკორტიკოიდები აინჰიბირებენ ფოსფოლიპაზა A2-ით განპირობებულ არაქიდონის მჟავას გამოთავისუფლებას, თრგუნავენ რა ამით მისი წარმოებულების, ანთების მაღალაქტიური მედიატორების (პროსტოგლანდინები და ლეიკოტრიენიები) გამომუშავებას. გლუკოკორტიკოიდები თრგუნავენ ციტოკინების სინთეზს და სეკრეციას (ილ-1, ილ-6, TNF-ალფა და სხვ.) – სასიგნალო მოლეკულების, რომლებიც უზრუნველყოფენ მონოციტების, მაკროფაგების, თ- და B-ლიმფოციტების ურთიერთქმედებას იმუნურ პასუხში. გლუკოკორტიკოიდები თრგუნავენ ანთების მწვავე ფაზის ცილების სინთეზს, С3 კომპლემენტის კომპონენტის ჩათვლით.

კანის ზედაპირზე დატანებისას კლობეტაზოლის პროპიონატი ახდენს სწრაფ და ძლიერ მოქმედებას ანთების კერაში, ამცირებს რა ობიექტური სიმპტომების (ერითემა, შეშუპება, ლიქენიფიკაცია) და სუბიექტური შეგრძნებების (ქავილი, გაღიზიანება, ტკივილი) გამოხატულებას. კლობეტაზოლის პროპიონატი მიეკუთვნება მაღალაქტიურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ფარმაკოკინეტიკა
კლობეტაზოლის პროპიონატის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (0,63 ნგ/მლ) მიიღწევა პლაზმაში პირველი აპლიკაციიდან 13 საათის შემდეგ და ჯანმრთელ კანზე 30 გ კლობეტაზოლის პროპიონატის განმეორებითი დატანებიდან 10 საათის შემდეგ.

კლობეტაზოლის პროპიონატის სისტემური მეტაბოლიზმი პერკუტანული აბსორბციის შემდეგ არ შესწავლილა.

გამოყენების ჩვენებები
– ფსორიაზი;
– ეგზემა (სხვადასხვა ფორმები);
– წითელი ბრტყელი ლიქენი;
– დისკოიდური წითელი მგლურა;
– კანის დაავადებები, რომლებიც მდგრადია ადგილობრივად გამოყენებადი ნაკლებ აქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიისადმი.
პრეპარატი რეკომენდებულია გამოსაყენებლად კანის დაზიანებების ისეთი დროს, რომლებსაც ახლავს სისველე და გამოხატული ანთება.

გამოყენების წესი და დოზირება
კრემი დერილაიფი გამოიყენება გარეგანად.
კრემი დერილაიფი დაიტანება თხელ ფენად დაზიანებულ კანზე 1-2 ჯერ დღეში ეფექტის მიღებამდე. მკურნალობის ჩატარება არ შეიძლება 4 კვირაზე მეტ ხანს მისი გაგრძელების აუცილებლობის შეფასების გარეშე. კანის დაავადებების გამწვავების მკურნალობისათვის შეიძლება დერილაიფით განმეორებითი ხანმოკლე კურსების ჩატარება. თუ აუცილებელია გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიის გაგრძელება, რეკომენდებულია ნაკლებად აქტიური პრეპარატების გამოყენება.
საგანგებოდ რეზისტენტულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ჰიპერკერატოზის არსებობისას, კრემის დერილაიფი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი შეიძლება გაძლიერებულ იქნას ღამით პრეპარატის გამოყენების არეში პოლიეთილენის სახვევის დადების მეშვეობით, რასაც ჩვეულებრივ ახლავს დადებითი ეფექტი. შემდგომში მიღწეული ეფექტის შენარჩუნება შესაძლებელია ოკლუზიური ნახვევის გამოყენების გარეშე.

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– ვარდისფერი და საყმაწვილო ფერიმჭამელები (აცნე ვულგარის);
– კანის კიბო;
– ჰაიდის კვანძოვანი პრურიგო;
– პერიორალური დერმატიტი;
– პერიანალური და გენიტალური ქავილი;
– კანის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი დაავადებები (მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა, კანის ტუბერკულოზი, აქტინომიკოზი და სხვ.);
– გავრცელებული ფოლაქისებრი და პუსტულოზური ფსორიაზი;
– 1 წლამდე ასაკი;
– ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ დანიშვნას დიდი დოზებით ან მათ დატანებას კანის დიდ მონაკვეთებზე შეიძლება ახლდეს სისტემური აბსორბცია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების შემდგომი განვითარებით. ამ გართულების განვითარების რისკი მომატებულია ბავშვებში, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, ამასთან საფენმა შეიძლება შეასრულოს ასეთი ნახვევის როლი.
ადგილობრივი გამოყენების მაღალაქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივმა მკურნალობამ მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს კანის ატროფიული ცვლილებები, კერძოდ, მისი გათხელება, ატროფიული ზოლების (სტრიების) გაჩენა, ზედაპირული სისხლძარღვების დილატაცია, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევების დადებისას და პრეპარატის დატანებისას კანის ნაკეცებიან მონაკვეთებზე. შეიძლება განვითარდეს კანის პიგმენტაცია და ჰიპერტრიქოზი. იშვიათ შემთხვევებში ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდებით ფსორიაზის მკურნალობა (ან მათი მოხსნა) ახდენს პუსტულოზური ფსორიაზის განვითარების პროვოცირებას.
ხანდახან დერილაიფმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების გამწვავება.

განსაკუთრებული მითითებები
თავიდან უნდა იქნას აცილებული ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნა ხანგრძლივად, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვების მკურნალობისას, რადგანაც ამ დროს შესაძლოა მოხდეს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვა. პრეპარატის გამოყენება ბავშვებში საჭიროებს ექიმის დაკვირვებას არანაკლებ კვირაში ერთხელ. სახეზე, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით, უფრო ხშირად შეიძლება აღინიშნოს კანის ატროფიული ცვლილებები ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად.
ქუთუთოებზე კრემის დატანებისას აუცილებელია დაკვირვება იმაზე, რომ პრეპარატი არ მოხვდეს თვალებში, რადგანაც ამან შეიძლება გლაუკომა გამოიწვიოს.

ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდებით ფსორიაზის მკურნალობას შეიძლება ახლდეს დაავადების რეციდივის, პრეპარატისადმი ტოლერანტობის, დაავადების გენერალიზებული პუსტულოზური ფორმის, ადგილობრივი ან სისტემური ტოქსიკური რეაქციების განვითარება კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევის გამო, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავადმყოფზე სათანადო დაკვირვება.
მეორადი ინფექციის დართვისას საჭიროა შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება. ინფექციის გენერალიზაციის ნებისმიერი ნიშნების დროს საჭიროა გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენების შეწყვეტა და ანტიბაქტერიული პრეპარატებით შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
თბილი, ტენიანი პირობები, რომლების იქმნება ოკლუზიური ნახვევის დადებისას, ხელს უწყობენ ბაქტერიული ინფექციის გაჩენას, ამიტომ აუცილებლად უნდა გასუფთავდეს კანი ახალი ნახვევის დადების წინ.

არ არის რეკომენდებული კრემის განზავება.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
არ ყოფილა გამოვლენილი კლობეტაზოლის პროპიონატის არასასურველი ზეგავლენა ავტოტრასპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
კრემი დერილაიფი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.
კლობეტაზოლის პროპიონატის გამოყენების უსაფრთხოება ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.

გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არსებობს მონაცემები სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

დოზის გადაჭარბება
დოზის მწავე გადაჭარბების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ დოზის ქრონიკულად გადაჭარბების ან არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები, რაც საჭიროებს პრეპარატის თანდათან მოხსნას ექიმის დაკვირვების ქვეშ.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 0,5მგ/გ (0,05%) 50გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Zentiva Saglik Urunleri Sanayi ve Ticaret. თურქეთი

გაფრთხილება