დიანე-35 – DIANE-35

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიანე-35 – DIANE-35-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ციპროტერონის აცეტატი, ეთინილესტრადიოლი/CYPROTERONE; ETHINYLESTRADIOL.

დიანე-35 – DIANE-35-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანდროგენული მოქმედების მონოფაზური ორალური კონტრაცეპტივი.


დიანე-35 – DIANE-35 აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: კალენდარულ შეფუთვაში 21 ც.
1 დრაჟე
ციპროტერონის აცეტატი……………..  2 მგ
ეთინილესტრადიოლი…………..         35 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოლივიდონ 25000, მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა, პოლივიდონ 700 000, კალციუმის კარბონატი, ტალკი, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, გლიცერინი 85%, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, მონტაგლიკოლური ცვილი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიანე-35-ის შემადგენლობაში შემავალი ციპროტერონის აცეტატი აინჰიბირებს ქალის ორგანიზმში გამომუშავებული ანდროგენების გავლენას. ამგვარად, შესაძლებელი ხდება ანდროგენების მომატებული გამომუშავებით ან ამ ჰორმონებისადმი მომატებული მგრძნობელობით განპირობებული დაავადებების მკურნალობა.
დიანე-35-ის მიღებისას, ცხიმის ჯირკვლების მომატებული აქტივობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს აკნესა და სებორეის განვითარებაში მცირდება. თერაპიის დაწყებისას ქრება თმისა და კანის მომატებული ცხიმიანობა (სებორეა), მოგვიანებით, პრეპარატის მიღების დაწყებიდან 3-4 თვის შემდეგ, როგორც წესი, ქრება აკნე. მცირდება თმის ცვენაც, რომელიც ხშირად თან ახლავს სებორეას. რეპროდუქციული ასაკის ქალებში დიანე-35-ის გამოყენება ამცირებს ჰირსუტიზმის მსუბუქი ფორმების კლინიკურ გამოვლინებებს თუმცა, მკურნალობის ეფექტს უნდა ველოდოთ მხოლოდ თერაპიის დაწყებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ.
როგორც ყველა პერორალური კომბინირებული კონტრაცეპტივი, დიანე-35 დადებით არაკონტრაცეპციულ გავლენას ახდენს ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მენსტრუაცია ხდება უფრო მსუბუქი და მოკლე, რაც ამცირებს ანემიის რისკს, ტკივილის შეგრძნებები ნაკლებად გამოხატულია ან მთლიანად ქრება. გარდა ანტიანდროგენულისა, ციპროტერონის აცეტატს გააჩნია გამოხატული გესტაგენური მოქმედება.
დიანე-35-ის კონტრაცეპციული ეფექტი ემყარება რამოდენიმე ფაქტორს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ოვულაციის დათრგუნვა და ცერვიკალური ლორწოს სიბლანტის შეცვლა. ენდომეტრიუმი არ განიცდის პროლიფერაციას, რის გამოც შეუძლებელი ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია. დიანე-35-ის სწორედ გამოყენების შემთხვევაში (დრაჟეს გამოტოვების გარეშე) დაორსულობის ალბათობა ძალიან დაბალია.
დიანე-35-ის მიღების ფონზე მენსტრუალური ციკლი ხდება უფრო რეგულარული, იკლებს მტკივნეულ მენსტრუაციათა რიცხვი, მცირდება მენსტრუალური გამონადენის ინტენსივობა, რის შედეგადაც რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკი მცირდება.
ფარმაკოკინეტიკა:
ციპროტერონის აცეტატი
შეწოვა: დიანე-35-ის მიღების შემდეგ ციპროტერონის აცეტატი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ციპროტერონის აცეტატი Cmax-ს აღწევს 1.6 საათის შემდეგ და შეადგენს (1 დრაჟე დიანე-35-ის მიღების შემდეგ) 15 ნგ/მლ-ს. ციპროტერონის აცეტატის ბიოშეღწევადობაა 88%.
განაწილება: ციპროტერონის აცეტატი თითქმის მთლიანად უკავშირდება შრატის ალბუმინს, დაახლოებით 3.5-4% იმყოფება თავისუფალ მდგომარეობაში. რადგან ცილებთან კავშირი არასპეციფიკურია, ჰშსგ-ის დონის ცვლილება არ მოქმედებს ციპროტერონის აცეტატის ფარმაკოკინეტიკაზე. დღიური დოზის დაახლოებით 0.02% გამოიყოფა დედის რძით.
მეტაბოლიზმი: ციპროტერონის აცეტატის ფარმაკოკინეტიკა: ორფაზიანია (T1/2 0.8 და T1/2 2.3 დღე შესაბამისად პირველი და მეორე ფაზისათვის). საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს 3.6 მლ/წთ/კგ-ს. ბიოტრანსფორმირდება ჰიდროქსილირებისა და კონიუგირების გზით. ძირითადი მეტაბოლიტია 15β ჰიდროქსილური წარმოებული.
გამოყოფა: გამოიყოფა უპირატესად მეტაბოლიტების სახით ნაღველითა და თირკმელებით შეფარდებით 2:1, მცირე ნაწილი ნაღველით შეუცვლელად. T1/2 მეტაბოლიტებისათვის შეადგენს დაახლოებით 1.8 დღეს.
ეთინილესტრადიოლი
შეწოვა: დრაჟეს მიღების შემდეგ ეთინილესტრადიოლი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. შეწოვის პროცესში ინტენსიური მეტაბოლიზმისა და ღვიძლში პირველადი გავლის შედეგად ეთინილესტრადიოლის ბიოშეღწევადობაა 45% და ახასიათებს მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ვარიაბელურობა. ეთინილესტრადიოლი Cmax-ს აღწევს 1.7 საათს შემდეგ და შეადგენს (1 დრაჟე დიანე-35-ის მიღების შემდეგ) 80 პგ/მლ-ს.
განაწილება: სისხლის პლაზმის ცილებთან (ალბუმინებთან) კავშირი მაღალია (თავისუფალი სახით პლაზმაში იმყოფება 2%) D DVd შეადგენს მიახლოებით 5 კ/კგ-ს. დღიური დოზის დაახლოებით 0.02% გამოიყოფა დედის რძით. უწყვეტი მიღებისას ეთინილესტრადიოლი ზრდის ჰშსგ და კშგ-ის ღვიძლისმიერ სინთეზს. დიანე-35-ით მკურნალობის ფონზე შრატში ჰშსგ-ის კონცენტრაცია იზრდება მიახლოებით 100 ნმოლი/ ლ-დან 300 ნმოლ/კ-მდე, ხოლო კშს-ის შრატისმიერი კონცენტრაცია მიახლოებით 50 მმკგ/მლ-დან 95 მკგ/მლ-მდე.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ეთინილესტრადიოლის ფარმაკოკინეტიკა: ორფაზიანი T1/2 1-2და T1/220სთ სთ შესაბამისად პირველი და მეორე ფაზისათვის).
საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს 5 მლ/წთ/კგ-ს. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდითა და ნაღველით შეფარდებით 4:6. T1/2 შეადგენს 24 სთ-ს. ელიმინაციის ფაზაშიT1/2მერყეობს 6.8-დან 26.1 სთ-მდე.
ჩვენებები:
აკნე – გამოხატული ფორმები და ისეთი ფორმები, რომლებსაც თან ახლავს სებორეა, ანთება ან კვანძების წარმოქმნა (პაპულოზურ-ბუშტუკოვანი ფერიმჭამელები, კვანძოვან-კისტოზური ფერიმჭამელები);
ანდროგენული ალოპეცია;
ჰირსუტიზმის მსუბუქი ფორმები;
ორალური კონტრაცეპცია ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები.
მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატის მიღება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს. პრეპარატი მიიღება დაუღეჭავად მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს, 21 დღის განმავლობაში. საჭიროა დრაჟეს მიღება კალენდარულ შეფუთვაზე მითითებული კვირის დღეების მიხედვით, ისრის მიმართულებით, სანამ არ მივიღებთ ყველა დრაჟეს. ცარიელი უჯრედები იძლევა მიღების კონტროლის საშუალებას.
შემდგომ უნდა გაკეთდეს 7 დღიანი შესვენება. სწორედ აღნიშნული შესვენების დროს იწყება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. 7 დღიანი შესვენების შემდეგ, მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის შეწყვეტის ან მისი შემდგომი გაგრძელების მიუხედავად საჭიროა მე-8 დღიდან დრაჟეს მიღების განახლება ახალი შეფუთვიდან. შესაბამისად ყოველ ახალი შეფუთვის მიღებას იწყებენ კვირის ერთსა და იმავე დღეს, ხოლო მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა დაიწყება მიახლოებით თვის ერთსა და იმავე დღეს.
სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებიდან გადასვლისას: დიანე-35-ის მიღების დაწყება შეიძლება იმ დღის შემდეგ, როცა ქალი მიიღებს კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივის შეფუთვის ბოლო დრაჟეს (ანუ ტაბლეტებს შორის შესვენება არ კეთდება). თუ მიმდინარე შეფუთვა შეიცავს 28 დრაჟეს, დიანე-35-ის მიღების დაწყება შეიძლება უკანაკსკნელი აქტიური დრაჟეს მიღების შემდეგ დღეს. დიანე-35-ის მიღების დაწყება უნდა მოხდეს არაუგვიანეს ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ (21 დრაჟეს შემცველი პრეპარატებისათვის) ან უკანასკნელი არააქტიური დრაჟეს მიღების შემდეგ (შეფუთვაში 28 დრაჟეს შემცველი პრეპარატებისთვის).
მხოლოდ გესტაგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივებიდან გადასვლისას (მინიპილი):მინი-პილის მიღების შეწყვეტა შეიძლება ნებისმიერ დღეს და შემდეგი დღიდან შეიძლება დაიწყოს დიანე-35-ის მიღება. დრაჟეს მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება.
ინექციური კონტრაცეპციიდან ან იმპლანტიდან გადასვლისას: დიანე-35-ის მიღება იწყება იმ დღიდან, როდესაც უნდა გაკეთებულიყო შემდგომი ინექცია ან იმპლანტის ამოღების დღეს. დრაჟეს მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში ასევე აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება.
მშობიარობის შემდეგ: პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 3 კვირის შემდეგ თუ დედა ძუძუთი არ კვებავს ბავშვს და 6 თვის შემდეგ ლაქტაციის შემთხვევაში.
აბორტი პირველ ტრიმესტრში: პრეპარატის მიღების დაწყება შეიძლება აბორტის გაკეთების დღიდან. დამატებით კონტრაცეპციული საშუალებების გამოყენება არ არის საჭირო.
გამოტოვებული დრაჟეს მიღება
თუ მორიგი დრაჟეს მიღების დაგვიანება 12 საათზე ნაკლებია: ამ შემთხვევაში დიანე-35-ის კონტრაცეპციული მოქმედება ინახება. დრაჟეს მიღება საჭიროა გახსენებისთანავე. შემდეგი დრაჟე ქალმა უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს.
თუ ქალმა მორიგი დრაჟეს მიღება დააგვიანა 12 საათზე მეტი: ამ შემთხვევაში დიანე-35-ის კონტრაცეპციული ეფექტი შეიძლება შემცირდეს. ყოველი ახალი გამოტოვებული დრაჟე კიდევ უფრო ამცირებს კონტრაცეპციულ საიმედოობას. ორსულობის განსაკუთრებით დიდი რისკი არსებობს შეფუთვის საწყისი ან ბოლო დრაჟეების გამოტოვების შემთხვევაში.
ამ დროს ქალმა შეიძლება იხელმძღვანელოს შემდეგი წესებით:
*გამოტოვებული შეფუთვის ერთ დრაჟეზე მეტი: საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
*ერთი დრაჟე გამოტოვებულია პრეპარატის მიღების პირველ და მეორე კვირას: ქალმა გამოტოვებული დრაჟე უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად გახსენებისთანავე (მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს ორი დრაჟეს ერთად მიღებას) და შემდეგი დრაჟე უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს. შემდეგი 7 დღის განმავლობაში ქალმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდები. თუ სქესობრივ კონტაქტს ადგილი ჰქონდა დრაჟეს გამოტოვებამდე ერთი კვირის განმავლობაში, აუცილებელია ორსულობის არსებობის შესაძლებლობის გათვალისწინება. საჭიროა ექიმთან სასწრაფო კონსულტაცია.
*ერთი დრაჟე გამოტოვებულია პრეპარატის მიღების მესამე კვირაში: ქალმა გამოტოვებული დრაჟე უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად გახსენებისთანავე (მაშინაც, კი, თუ ეს ნიშნავს ორი დრაჟეს ერთად მიღებას) შემდეგი დრაჟე უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს. შემდგომი შეფუთვის მიღების დაწყება საჭიროა მიმდინარე შეფუთვის დამთავრებისთანავე, ამგვარად შეფუთვებს შორის შესვენება არ იქნება. მოხსნის სისხლდენა ნაკლებ სავარაუდოა, სანამ არ დამთავრდება მეორე შეფუთვის ტაბლეტები, მაგრამ შეიძლება აღინიშნის მენსტრუაციათაშორის სისხლიანი გამონადენი და სისხლდენები პრეპარატის მიღებისას. თუ შეფუთვების მიღებებს შორის შესვენებისას მოსალოდნელი მენსტრუაცია არ იწყება, უნდა გამოირიცხოს ორსულობა. ახალი შეფუთვის მიღების დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
რეკომენდაციები ღებინებსა და დიარეის შემთხვევაში
თუ ღებინება ან დიარეა აღინიშნა დიანე-35-ის დრაჟეს მიღებიდან 3-4 საათში, აქტიური ნივთიერებები შეიძლება სრულად არ შეიწოვოს. ეს სიტუაცია ჰგავს პრეპარატის მიღების გამოტოვებას. ამიტომაც ქალმა უნდა გამოიყენოს გამოტოვებული დრაჟეს ინსტრუქციები.
მენსტრუაციის დაწყების გადადება: ქალს შეუძლია მენსტრუაციის დაწყების დროის გადაწევა თუ დიანე-35-ის შემდგომი შეფუთვის მიღებას დაიწყებს მიმდინარე  შეფუთვის დამთავრებისთანავე. ამ შეფუთვის დრაჟეს მიღების გაგრძელება ქალს შეუძლია იმდენ ხანს, რამდენსაც მოინდომებს ან სანამ ეს შეფუთვა არ დამთავრდება. თუ ქალს სურს, რომ დაეწყოს მენსტრუაცია, მან უნდა შეწყვიტოს ტაბლეტების მიღება. მეორე შეფუთვიდან დიანე-35-ის ტაბლეტების მიღების დღეებში შეიძლება აღინიშნოს მენსტრუაციათაშორისი სისხლიანი გამონადენი ან უეცარი სისხლდენები; შემდეგი შეფუთვის მიღების დაწყება საჭიროა ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ.
მენსტრუაციის დაწყების დღის ცვლილება: თუ ქალს სურს მენსტრუაციის დაწყების დღის შეცვლა უნდა შეამოკლოს (მაგრამ არ გაზარდოს) შეფუთვებს შორის თავისუფალი დროის ინტერვალი. მაგალითად, თუ ქალის მენსტრუალური ციკლი იწყება პარასკევს და ქალს სურს რომ შემდგომში იგი დაიწყოს სამშაბათს (3 დღით ადრე) შემდეგი შეფუთვის მიღება უნდა დაიწყოს ჩვეულებრივზე 3 დღით ადრე. თუ დრაჟეს მიღებისგან თავისუფალი პერიოდი ძალიან მოკლე იქნება (მაგალითად 3 დღე ან ნაკლები), შესვენებისას მენსტრუაცია შეიძლება არ დაიწყოს. ამ შემთხვევაში შეიძლება შემდგომი შეფუთვის ტაბლეტების მიღებისას აღინიშნოს უეცარი სისხლდენა ან მენსტრუაციათაშორისი სისხლიანი გამონადენი.
ჰიპერანდროგენული მდგომარეობების მკურნალობა: მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე.
რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება სიმპტომების გაქრობიდან კიდევ მინიმუმ 3-4 ციკლის განმავლობაში. დაავადების რეციდივის განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის განახლება.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს დიანე-35-ის მიღების პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვეულებრივ გარდამავალია.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: გულისრევა, პირღებინება.
სასქესო სისტემა: ვაგინალური სეკრეციის ცვლილებები, მენსტრუაციათაშორისი სისხლიანი გამონადენი.
ენდოკრინული სისტემა: სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და დაჭიმულობა, სარძევე ჯირკვლების გადიდება, სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენი, ლიბიდოს ცვლილება, სხეულის მასის ცვლილება.
ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, შაკიკი, გუნება-განწყობის ცვლილება/დაქვეითება.
სხვა: კონტაქტური ლინზების ცუდი ატანა, მხევდელობის დარღვევები, ალერგიული რეაქციები.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ქალებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს სახეზე ყავისფერი ლაქების (ქლოაზმების) გაჩენას, რომლებიც ძლიერდება მზის სხივების ზემოქმედებით; ქალები ასეთი ცვლილებებით უნდა მოერიდონ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
*ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
*თრომბოზების არსებობა (ვენური და არტერიული) ამჟამად ან ანამნეზში (მაგ. ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ტოტების თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებრო-ვასკულარული დარღვევები);
*ამჟამად ან ანამნეზში თრომბოზების წინამორბედი მდგომარეობების არსებობა (მაგ. ტრანზისტორული იშემიური შეტევები, სტენოკარდია);
*სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე მძიმე შაქრიანი დიაბეტი;
*ამჟამად ან ანამნზეში ღვიძლის სიმსივნეების არსებობა (ავთისებიანი და კეთილთვისებიანი);
*შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით (მათ შორის ანამნეზში);
*პანკრეტატი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემიით (მათ შორის ანამნეზში);
*გაურკვეველი გენეზის სისხლდენა საშვილოსნოდან;
*სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (მათ შორის ანამნეზში);
*დადასტურებული ან საეჭვო ორსულობა;
*ლაქტაცია პირველი 6 თვის მანძილზხე.
თუ ამ მდგომარეობებიდან რომელიმე პირველად იჩენს თავს დიანე-35-ის მიღებისას, პრეპარატის მიღება მაშინვე უნდა შეწყდეს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ამავე დროს ქალმა უნდა გამოიყენოს არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პირველი 6 თვის პერიოდში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენების წინ უნდა ჩატარდეს ზოგადი და გინეკოლოგიური გამოკვლევა (მათ შორის სარძევე ჯირკვლის და ცერვიკალური ლორწოს ციტოლოგიური გამოკვლევა), გამოირიცხოს ორსულობა და სისხლის შედედების სისტემის პათოლოგია. ტარდება ოჯახური ანამნეზის შესწავლა. პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობისას წელიწადში ერთხელ აუცილებელია საკონტროლო გამოკვლევების ჩატარება.
თუ დიანე-35-ის გამოყენება ხდება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში. ქალს შეიძლება ესაჭიროებოდეს ექიმის კონტროლი. დიანე-35-ის მიღების დაწყებამდე ქალმა ექიმს უნდა აცნობოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი მდგომარეობების ან დაავადებების არსებობის შესახებ: მოწევა; შაქრიანი დიაბეტი; სხეულის მომატებული მასა; მაღალი არტერიული წნევა; ვენების ანთება (ზედაპირული ვენების ფლებიტი); თრომბოზებით, მიოკარდიუმის ინფარქტით ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევით (მათ შორის ინსულტი) დატვირთული გენეტიკური ანამნეზი. შაკიკი აურით; ეპილეფსია; აწმყოსა ან წარსულში ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე (გენეტიკურ ანამნეზში); სარძევე ჯირკვლის კიბოს დაიაგნოზით დატვირთული გენეტიკური ანამნეზი; ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებები; კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი; სისტემური წითელი მგლურა (სწმ); ჰემოლიზური ურემიული სინდრომი (სისხლის შედედების დარღვევა, რომელიც იწვევს თირკმლის უკმარისობას);
ნამგლისებრი უჯრედოვანი ანემია; დაავადებები, რომლებიც პირველად ჩნდება ან ღრმავდება ორსულობის დროს ან ადრე სასქესო ჰორმონების მიღების ფონზე (მაგალითად სმენის დაკარგვა, პორფირია, ორსულების ჰერპესი, სიდენგამის ქორეა); ქლოაზმა (კანზე მოყვითალო-ყავისფერი უბნები, განსაკუთრებით  სახეზე) აწმყოში ან წარსულში. მათი არსებობის შემთხვევაში ქალი უნდა მოერიდოს მზეზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნას და ულტრაიისფერ გამოსხივებას.
მენსტრუაციებს შორის სისხლდენები: როგორც სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, დიანე-35-ის მიღებისას პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მენსტრუაციებს შორის პერიოდში შეიძლება აღინიშნოს საშოდან არარეგულარული სისხლდენები (მენსტრუაციათაშორისი სისხლიანი გამონადენი ან უეცარი სისხლდენები). ქალმა ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს ჰიგიენური საშუალებები და დრაჟეს მიღება გააგრძელოს ჩვეულებრივად. საშოდან არარეგულარული სისხლდენები ჩვეულებრივ წყდება დიანე-35-ის მიმართ ქალის ორგანიზმის ადაპტაციის შემდეგ (ჩვეულებრივ პრეპარატის მიღების 3 ციკლის შემდეგ). თუ ეს დარღვევები გრძელდება, უფრო მძიმეა ან შეწყვეტის შემდეგ ახლდება, ქალმა უნდა მიმართოს ექიმს.
მორიგი მენსტრუაციის არ არსებობა: თუ ქალი ყველა დრაჟეს სწორად იღებდა, ქალს არ აღენიშნებოდა ღებინება და არ იღებდა სხვა სამკურნალწამლო საშუალებებს ორსულობის შესაძლებლობა დაბალია. დიანე-35-ის მიღება უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივად.
თუ ქალს არ დაეწყო ზედიზედ ორი მენსტრუაცია, მან სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს. დიანე-35-ის შედეგი შეფუთვის მიღება არ შეიძლება ორსულობის გამორიცხვამდე.
პრეპარატის მკურნალობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაციაა საჭირო:
*თუ ქალმა შეამჩნია თრომბოზისა და თრომბოებოლიის შესაძლო ნიშნები: პირველად აღმოცენებული უჩვეულო ხველა; უჩვეულოდ ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც მარცხენა ხელში გადაეცემა; მოულოდნელად განვითარებული ქოშინი; უჩვეულოდ ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი, შაკიკის შეტევა; მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, დიპლოპია; მეტყველების დარღვევა ან აფაზია; სმენის, ყნოსვის ან გემოვნების უეცარი ცვლილებები; თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა; სხეულის ნებისმიერ ნაწილში მგრძნობელობის შესუსტება ან დაკარგვა; “მწვავე მუცლის” სიმპტომოკომპლექსი; ფეხის ძლიერი ტკივილი ან ფეხის უეცარი შეშუპება;
*გეგმიური ოპერაციები (6 კვირით ადრე მათ ჩატარებამდე), იმობილიზაცია. აღნიშნულ შემთხვევებში იზრდება თრომბოზის განვითარების რისკი;
*ჰეპატიტი, სიყვითლე ქავილი, ეპილესფიური შეტევების გახშირება, არტერიული წნევის მომატება, ორსულობა.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, პირღებინება, ვაგინალური სისხლდენა.
მკურნალობა: სიმპტომატური თერაპია. ანტიდოტი არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება დააქვეითოს დიანე-35-ის ეფექტურობა. მათ მიეკუთვნება პრეპარატები, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის (მაგ. პრიმიდონი, ფენიტოინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ოქსიკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი), ტუბერკულოზის (მაგ. რიფამპცინი, რიფაბუტინი) და აივ ინფექციის სამკურნალოდ (რიტონავირი); ზოგიერთი ანტიბიოტიკები (მაგალითად ამპიცილინი, ტეტრაციკლინები, გრიზეოფულვინი).
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: SCHERING AG, გერმანია

გაფრთხილება