გროლიბი / GROLIB

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გროლიბი / GROLIB-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

გროლიბი / GROLIB-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
გროლიბი შედგება მინერალებისგან, ამინომჟავებისა და ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტებისგან, რომლებიც აუმჯობესებენ მამაკაცურ შესაძლებლობებს.


გროლიბი / GROLIB აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


მრავალ უპირატესობას შორის აღსანიშნავია:
სელენი და თუთია ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალებია,რომლებიც წარმოდგენილია მცირე რაოდენობით ორგანიზმში. სელენი ხელს უწყობს ნორმალურ სპერმატოგენეზს და თუთია ეხმარება შეინარჩუნოს შრატში ტესტოსტერონის ნორმალური კონცენტრაცია .
Whitania somnifera მცენარე რომელიც ფართოდ გამოიყენება აიურვედულ მედიცინაში მისი ანტისტრესული თვისებების გამო.
Ginkgo Biloba, Ginkgo Biloba – ს ხის ფოთლები  ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და გონებრივი კეთილდღეობისთვის.
Maca არის მცენარე პერუს ანდებიდან. ტრადიციულად გამოიყენება ლიბიდოს და საერთო კეთილდღეობის მოსამატებლად.
L-Carnitine წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც ბუნებრივად არის ორგანიზმში. ის მონაწილეობს ცხიმების ენერგიად გარდაქმნის პროცესში, აუმჯობესებს  შესაძლებლობებს.
L-Arginine არის აუცილებელი ამინომჟავა, რომელიც ასტიმულირებს და ზრდოს მამაკაცთა შესაძლებლობებს და სექსუალურ აქტივობას.

შემადგენლობა: maca-ს მშრალი ექსტრაქტი (lepedium meyenii), whitania somnifera-ს მშრალი ექსტრაქტი, L-arginine, L-carnitine tartrate, გინგკო ბილობას მშრალი ექსტრაქტი, თუთია (თუთიის ოქსიდი), სელენი (L-L-seleniomethionine), დამატკბობელი (sucralose), კოლას არომატი, კონსერვანტები (ნატრიუმის ბენზოატი და კალიუმის სორბატი), წყალი,.
ნუტრიენტები: ყოველი 8 მლ დასალევი  ფლაკონი შეიცავს:
• 1.5 მგ სელენი, L-seleniomethionine-ს სახით, რომელიც შეესაბამება რეკომენდებული დოზის 15%.
• 55 მკგ თუთია,  თუთიის ოქსიდის სახით, რომელიც შეესაბამება რეკომენდებული დოზის 100%.
• 60 მგ მაცა-ს ექსტრაქტი, 20 მგ whitania somnifera-ს ექსტრაქტი, 20 მგ გინგკო ბილობას ექსტრაქტი, 20 მგ L- არგინინი და 20 მგ L-კარნიტინი.

ჩვენება:
ხელს უწყობს მამაკაცის პერფორმანსის სტიმულირებას, ნაჩვენებია ფსიქიკური სტრესის დროს, რომელიც გავლენას ახდენს მათ ნორმალურ სქესობრივ ცხოვრებაზე. ზოგადად ნაჩვენებია დეფიციტური მდგომარეობების დროს.

გამოშვების ფორმა: 8 მლ ფლაკონები, კოლოფში 10 ფლაკონი.

დოზირება და გამოყენების წესი: გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. მიიღება საუზმემდე  1 ფლაკონი დღეში, 3 კოლოფის მიღების შემდეგ საჭიროა 1 თვიანი შესვენება.

გაფრთხილებები:
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
• პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
• დამატკბობლად გამოყენებულია სუკრალოზა

შენახვის პირობები
ინახება  გრილ და მშრალ ადგილას
გამოშვების ფორმა: 8 მლ ფლაკონი #10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: PHARMALINK, ესპანეთი

გაფრთხილება