გუნა-იშიალ (ნატუროპათი) / GUNA-ISCHIAL (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გუნა-იშიალ (ნატუროპათი) / GUNA-ISCHIAL (Naturopath)-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები


გუნა-იშიალ (ნატუროპათი) / GUNA-ISCHIAL (Naturopath) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ტკივილის GUNA-თერაპია
საჯდომ ნერვთან დაკავშირებული სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ტკივილის მკურნალობა.

შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები:
Aconitum napellus 8X HPUS; Anti interleukin 1 alpha 4C; Anti interleukin 1 beta 4C; Arsenicum album 6X; Beta-Endorphin 4C; Cimicifiiga racemosa 4X; Gnaphalium polygephalum 4X; Lachesis mutus 8X; Rhododendron 6X; Rhus toxicodendron 4X
არააქტიური კომპონენტი: ნატრიუმის ქლორიდის სტერილური  იზო ტონური ხსნარი.

Guna-Ischial-ის თერაპიული ბირთვები
1. ფსიქო-ნეირო-ენდოკრინო-იმუნური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი β-Endorphin 4C – ტკივილსაწინააღმდეგო ნეირომედიატორი. აქვეითებს ტკივილის აფერენტულ იმპულსაციას ზურგის ტვინის უკანა  რქებისა და ცენტრალური ქერქქვეშა სტრუქტურების დონეზე.
2. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი.
Anti IL 1 α და β 4C, აქვეითებს პროანთებითი ციტოკინების და ანთების აგენტების – ციკლოოქსიგენაზა 2-ის, E2 პროსტაგლანდინის და აზოტის ოქსიდის სინთეზს
3. ძირითადი ანტინევრალგიური ბირთვი
ამ ბირთვის ხუთ კომპონენტს გააჩნია ტროპიზმი საჯდომი ნერვის (Gnaphalium policephalum, Lachesis mutus და Rhododendron chrysantum ნეიროგენული ფაზის (Aconitum და Arsenicum album) ანთებითი პროცესის მიმართ.
4. მეორადი ანტინევრალგიური ბირთვი
ამ ბირთვის ორი კომპონენტი ახდენს გავა-წელის რადიკულიტის დროს არსებული ტკივილის კუპირებას, რასაც ხერხემლის გავა-წელის ნაწილის ოსტეოქონდროზის (Cimicifiiga), ბარძაყის ართროზის  და წელის ტკივილის (Rhus toxicodendron) მიზეზებზე ზემოქმედებით ახორციელებს
5. რეფლექსური ანტინევრალგიური ბირთვი
ბირთვის კომპონენტები ახდენს რეფლექსური ხასიათის გავა-წელის რადიკულიტის ტკივილის, ირადიაციული ვისცერული ტკივილის (Lachesis) და გავა-თეძო-წელის არის (Cimicifiiga) ტკივილის კუპირებას.

ჩვენებები:
საჯდომ ნერვთან დაკავშირებული, სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ტკივილი.
საჯდომი ნერვის ანთება. ტკივილი გავა-წელის რადიკულიტის დროს (GUNA-LUMBAR და GUNA-NEURAL-თან ერთად). ხერხემლის წელის – ქვედა არის ნევრალგიური ტკივილი. L4-L5, L5-S1 დონეზე არსებული დისკის თიაქრის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ განვითარებული ნევრალგიური ტკივილი ქვედა კიდურებში.
მორტონის ნევრომა (GUNA-NEURAL-თან ერთად).
გამოშვების ფორმა: 2მლ ამპულა #10; #5
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება