გუნა-კაფ (ნატუროპათი) / GUNA-COUGH (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გუნა-კაფ (ნატუროპათი) / GUNA-COUGH (Naturopath-ის)  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
სიროფი Guna-Cough ხველების სამკურნალო ძირითადი პრეპარატია.Guna-Cough სასუნთქი გზების ქვედა, შუა და ზედა ნაწილებში ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებაა, ავლენს ანტისპაზმურ და ანტისეპტიკურ ეფექტს და უზრუნველყოფს დრენაჟულ და მუკოლიზურ ეფექტს.
Materia Medica-ს თანახმად პრეპარატის ცალკეული კომპონენტები ეფექტურია მშრალი (Drosera, Sticta, Thymus vulgaris) და არაპროდუქციული (Tartarus stibiatus, Coccus cacti) ხველების დროს; ხასიათდება შესამჩნევი დამარბილებელი ეფექტით (Ceratria islandica, Plantago major, Althaea officinalis); მოქმედებს სპაზმურ კომპონენტზე (Drosera, Cuprum aceticum, Thymus vulgaris); ავლენს მუკოლიზურ მოქმედებას (Thymus vulgaris, Althaea officinalis).


სიტყვა  აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
Drosera D1 1.0g, Sticta pulmonaria D4 0.2g, Echinacea angustifolia D1 1.0g, Thymus vulgaris D1 2.0g, Bryonia alba D6 0.2g, Cuprum aceticum D8 0.2g, Althaea officinalis D1 1.0g, Plantago major D1 1.0g, Cetraria islandica D4 0.2g, Tartarus stibiatus D8 0.2g, Coccus cacti D6 0.2g
დამხმარე ნივთიერებები
57.98 გ საქაროზას სიროფი; 0.1 გ ნატრიუმის მეთილპარაბენზოატი; 0.02 გ ნატრიუმის პროპილპარაბენზოატი, ლიმონმჟავა pH-ის 4-6-ზე შესანარჩუნებლად, წყალი 100გ-მდე განზავებისათვის.

ჩვენებები
ხველება. ადიუვანტური თერაპია მწვავე და ქრონიკული ტრაქეობრონქიტის, გაციებისა და გრიპის დროს.

შეფუთვა, დოზირება
ფლაკონი 125 მლ მოცულობის, საზომი კოვზით (პერორალური მიღებისათვის). სტანდარტული დოზირება: მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 5 მლ მოცულობის ორი ჩაის კოვზი, 5-6-ჯერ დღეში.
ბავშვები: 5 მლ მოცულობის ერთი ჩაის კოვზი, 2-4-ჯერ დღეში.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: GUNA, იტალია

გაფრთხილება